მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

TAV Georgia-მ თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა

news image
სამოქალაქო ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა. მათ სასწავლო სტიპენდიები გადაეცათ, რომლითაც საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდებათ. წელს აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც უნივერსიტეტში საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკურ ექსპლუატაციას, საფრენი აპარატების დაპროექტებასა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტს ეუფლებიან.
გარდა სტიპენდიების კომპონენტისა, რაც სტუდენტებისთვის დიდი ფინანსური შეღავათია, ტავ ჯორჯია და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ, ტავ ჯორჯია კი სამუშაო საათებში მათ კვებას უზრუნველყოფს. შესაბამისი სტაჟირების პროგრამები ეტაპობრივად ცხადდება. წარმატებული სტაჟირების შემდეგ ტავ ჯორჯია წარჩინებულ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს.
ტავ ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი - თბილისსა და ბათუმში. ამ 20 წლის განმავლობაში კომპანია დიდ რესურსს დებდა კადრების განვითარებაში. დღეისთვის ტავ ჯორჯიას 1900-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. გარდა საავიაციო სფეროს სტაჟიანი და ღირებული კადრების შენარჩუნებისა, კომპანია დიდ რესურსს დებს ასევე ახალგაზრდების ხელშეწყობაში, რომლებიც საკუთარ მომავალს საავიაციო სფეროში ხედავენ.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბოლო სამი წელია ბიზნესის მხრიდან სახელდება 2 მწვავე პრობლემა - სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტი - სოსო ფხაკაძე

17.03.2026.11:39

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იმართება. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა კადრების დეფიციტსა და კვალიფიციური კადრების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 

,,ბოლო სამი წელია ბიზნესის მხრიდან სახელდება 2 მწვავე პრობლემა - სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. შემიძლია დავასახელო რამდენიმე სექტორი, სადაც არის ქრონიკული სამუშაო ძალის დეფიციტი 20 -22% -ის ფარგლებში - ეს ასევე დამოკიდებულია სეზონურ ფაქტორზეც, ზოგჯერ ეს მაჩვენებელი იწევს ზემოთ, ზოგჯერ ქვემოთ", - აცხადებს სოსო ფხაკაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესს აქვს მოთხოვნა კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, მაგრამ იმ მუშახელს, რომელიც მაძიებელია სამსახურის ეს უნარები არ გააჩნია. 

,,ბიზნესს აქვს მოთხოვნა კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, მაგრამ იმ მუშახელს, რომელიც მაძიებელია სამსახურის ეს უნარები არ გააჩნია, სწორედ ამიტომ არის ეს პროგრამა მნიშვნელოვანი და აქტუალური", - განმარტავს სოსო ფხაკაძე. 

ცნობისთვის, პრეზენტაციას თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის საკრებულოს წევრები და ბიზნესმენები ესწრებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა