მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ მალე გაიხსნება - გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO

news image

1 მაისს, 18:00 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კონსტანტინე ბოლქვაძის კურატორობით, ტატო ახალკაციშვილის გამოფენა()რონოსიგაიხსნება. გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO.

გამოფენის სათაური, კონცეფცია და მთლიანი ვიზუალური ქსოვილი წარმოადგენს კურატორის, კონსტანტინე ბოლქვაძის რეფლექსიას ხელოვანზე

მონუმენტურ ფერწერულ ტილოებს დრამატულობა და თხრობის პათოსი აერთიანებს. თუმცათითოეული ტილო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ქვეთავია - ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ სერიას

არტისტი უდროო, იმპერსონალურ სივრცეებში მოგზაურობს. მისი მიზანი არა სტილის და ეპოქის სულის გაცოცხლება, არამედ ქართულ, ლოკალურ კონტექსტზე რეფლექსიის მოხდენა და ალეგორიული სიუჟეტებით მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე საუბარია.

ნამუშევრებში ამბივალენტური ნიუანსებიც იკითხება: ტოქსიკური ფერები და ჰოლანდიური ვალიორი, ჰარმონია და ქაოსი, სიცოცხლე და თანატოსი, კლასიკა და პოსტმოდერნიზმი....

ტატო ახალკაციშვილი

ტატო ახალკაციშვილი 2000-იანების თაობას მიეკუთვნება. იგი მულტიმედიური არტისტია, ფერწერის და გრაფიკის გარდა, ქმნის ფოტოებს, კოლაჟებს, ინსტალაციებს, ობიექტებს და ვიდეოარტს. ტატო იყოფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოსწევრი, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. ამ ჯგუფის ნოვატორულობა გამოიხატებოდა შემდეგი ნიშნებით: პოსტსაბჭოთა სივრცის რეფლექსია, კოლექტიური მეხსიერების პრობლემა და ქართულ ხელოვნებაში ახალი ფიგურატიულობისა თუ ჰიპერრეალიზმის სტილების დანერგვა.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი ანაბარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

25.04.2025

ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების სწორად მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვების ზრდა ან ახალი მომხმარებლების მოძიება. ერთ-ერთი გზა გრძელვადიანი სტაბილურობისთვისანაბრების გამოყენებაა. თუმცა, რა განსხვავებაა ანაბრის სხვადასხვა ტიპს შორის? როგორ გავარჩიოთ, რომელი  მოერგება უკეთ ჩვენს საქმიანობას, გეგმებს ან ფინანსურ საჭიროებებს?

ამ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ ოთხ განსხვავებულ ანაბარს (ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი), რომელთაც ბიზნეს მობილბანკში ნახავთ და განვიხილავთ თითოეულის უპირატესობას.

ᲕᲐᲓᲘᲐᲜᲘ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲘ

 

თუ გაქვთ თავისუფალი თანხა და გსურთ მიიღოთ სარგებელი სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით მაღალი პროცენტით, ვადიანი ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. იგი მინიმუმ 3 თვით, მაქსიმუმ კი 24 თვით იხსნება, შესაბამისად, თუ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ეს ანაბარი ბიზნეს მობილბანკიდან გაააქტიუროთ. დეტალები კი ასეთია:

 

საწყისი თანხა: 500 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში

სარგებელი ლარში: წლიური 10.95%-დან 12.25%-მდე

ეფექტური პროცენტი ლარში 10.95-დან 11.5%-მდე

ᲑᲝᲜᲣᲡᲘ: ᲗᲣ ᲐᲛ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲗ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲚᲐᲠᲨᲘ, ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲗ 0.25%-ᲘᲗ ᲛᲔᲢ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲡ.

 

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბრის უპირატესობა მისი მოქნილობაა, რადგან უვადოა, საწყისი შენატანის ოდენობა განსაზღვრული არაა, ხოლო თანხის გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამიტომაც, იგი მათთვისაა ხელსაყრელი, ვინც ზუსტად არ იცის, როდის შეიძლება დასჭირდეს თანხა, თუმცა სურს, გარკვეული დროის განმავლობაში სარგებელი მაინც მიიღოს.

საწყისი თანხა: 0 ლარი

თანხის დამატება /გატანა: ნებისმიერ დროს

სარგებელი ლარში: 2%

ეფექტური პროცენტი ლარში: 2.02%

მარტივად მართვადი: ანაბრის გახსნა და წლიური მომსახურება 0 ლარია.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის

თუ გსურთ ანაბარი, რომელსაც თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გამოიტანთ, თუმცა მაინც მიიღებთ სარგებელს, შეგიძლიათ მობილბანკით მოთხოვნამდე+ გაააქტიუროთ. ამ შემთხვევაში სარგებელს ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე მიიღებთ.

ანაბრის გახსნა: უფასო;

საწყისი თანხა: 0 ლარი;

წლიური სარგებელი ლარში: 3%; 

ეფექტური პროცენტი -8.06%

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

შეგროვებადი ანაბარი 

თუ გსურთ თანდათან შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნისთვისახალი ტექნიკის შესაძენად ან საინვესტიციო პროექტისთვის, ეს ანაბარი ოპტიმალური არჩევანი იქნება. მისი უპირატესობა მაღალი სარგებლიანობაა, ხოლო საწყისი თანხა 10 ერთეულით განისაზღვრება. თანხის გატანა კი შესაძლებელია ვადის ბოლოს.

ვადა: 3–24 თვე

წლიური სარგებელი ლარში: 10.35%-დან 11.50%-მდე;

ეფექტური პროცენტილარში 10.85%-დან 11.41%-მდე;

ბონუსი: თუ ამ ანაბარს გახსნით ონლაინ ნებისმიერ ვალუტაში, მიიღებთ 0.25%-ით მეტ სარგებელს.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

ამგვარად, თუ თქვენი მიზანია სტაბილური ზრდა, მოულოდნელობებისთვის მზადყოფნა, თუ უბრალოდ დამატებითი ფულადი რესურსების დაგროვებასაქართველოს ბანკის ბიზნეს ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, მათი გააქტიურება სრულად დისტანციურად, ბიზნეს მობილბანკითაა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა