მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

Tasteit - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული

news image

ტოკიოს ტრენდულ რესტორნებში მარტო თუ შეივლით, დიდია შანსი, გვერდით უზარმაზარი პლუშის სათამაშო მოგისვან, რომ მარტო ჭამის უხერხულობა არ იგრძნოთ.

სარა ჯესიკა პარკერის გმირსაც იგივე მოუვიდა “And Just Like That-ის ერთ-ერთ სერიაში: შუაგულ ნიუ-იორკში, აზიურ რესტორანში მისულ ქერი ბრედშოუს უზარმაზარი დათუნია „შეუწყვილეს“. ქართველებსაც ხომ „გვებრალება მარტოკაცი ჭამაში“?

არა, საკუთარ თავთან ვახშამი ტრაგედია ნამდვილად არ არის. არც ყავის დასალევად კაფეში მარტოდ მისულს მოგანიჭებს ბედნიერებას მტვრიანი პლუშის დათვის კომპანიონობა. პრობლემა სხვაგანაა და ფაქტიც ჯიუტია:

მარტოობა იმდენად გავრცელდა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2023 წელს „გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობის საფრთხედ“ შეაფასა, ორი წლის თავზე კი მკვლევრები “გლობალური მარტოობის პანდემიაზე” უკვე ღიად საუბრობენ. ხელოვნური ინტელექტიც კი ვერ ეხმარება ადამიანს საუკეთესო „pick up line“-ის მოფიქრებაში. მაშ, რა შეიძლება იყოს ის ერთი რამ, რაც ორ სრულიად უცხო ადამიანს დააკავშირებს და საერთო სალაპარაკო თემას მისცემს?

„საჭმელი“- უპასუხა 3 წლის წინ ამ რიტორიკულ კითხვას Miami Ad School-ის სტუდენტმა, გიორგი ურუშაძემ. იდეა ჯერ გონებაში ჩაიბეჭდა, მერე კი საქართველოში სატელევიზიო პროექტის ფარგლებში გააცოცხლა. ბერლინიდან თბილისში რამდენიმე საათიანი ფრენა და ნაჩქარევად აწყობილი 9-გვერდიანი პრეზენტაცია საკმარისი აღმოჩნდა. ინვესტორები ამ ინოვაციური აპლიკაციის იდეით მოიხიბლნენ და პირველი 100 000 ლარიც გამოყვეს. ასე გაჩნდა Tasteit.

აპლიკაცია ორ რეჟიმს მოიცავს: Food Mode, სადაც მომხმარებლები აღმოაჩენენ კერძებს, შეთავაზებებსა და თანამოაზრეებს და Dine Mode, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს ღონისძიებები და სხვადასხვა კულინარიული თავგადასავალი დაგეგმო.

ანუ, თუ ბურგერის ან ხინკლის ჭამა მოგინდა, ან თუნდაც ვეგანი ხარ და სოიოს კოტლეტით გადაწყვიტე დანაყრება, შეგიძლია სასურველ რადიუსში თანამოაზრე იპოვო, მასთან ერთად ისადილო. თუ ამ ადამიანთან მხოლოდ საჭმელი დაგაკავშირებთ ხომ კარგი; თუ საერთო სხვა ამბავიც აღმოჩნდა, კიდევ უკეთესი.

„რატომ უნდა მინდოდეს ვიღაც უცნობთან ბურგერის ჭამა. მეგობარი ან ოჯახის წევრები როცა არსებობენ“, - წერს გიორგის პრეზენტაციის ვიდეოს ქვეშ ერთ-ერთი ფბ მომხმარებელი.

არც ეგ არ არის პრობლემა. შეგიძლია ახალი კერძების აღმოსაჩენად, ოჯახის წევრები ან მეგობრები მოიწვიო.

ამჟამად აპლიკაციას 42 000 მომხმარებელი ჰყავს თბილისში, ნიუ იორკსა და ბერლინში. 11 კაციანი გუნდი კი აპლიკაციის სრულყოფისთვის გულიანად მუშაობს.

„ვერასდროს ვერავინ გასწავლის და დაგაჯერებს, თუ თავად არ გწამს შენი იდეის. მართლა ამით ვცოცხლობ. როდესაც taste.it -ზე ვსაუბრობ, ტანში ჟრუანტელი მივლის. ბერლინში ჩამოსვლისას, თავიდანვე მინდოდა რომ ქართული სტარტაპი გამეკეთებინა“, - იხსენებს გიორგი. როცა პაემანზე მივდიოდი ყოველთვის ვცდილობდი კარგი ტიპი ვყოფილიყავი, რაღაც ჩარჩოებში ვექცეოდი. Tasteit-ში კი მთავარი საჭმელია, საუბრების უმეტესობაც საკვების ირგვლივ ტრიალებს“.

ამ ეტაპზე რესტორნები აპლიკაციაში თავიანთი კერძის რეკლამაში ფულს არ იხდიან, სანაცვლოდ მომხმარებელს ანებივრებენ სპეციალური შეთავაზებებით. აპლიკაცია შემოსავლების გენერირებას ბრენდებთან პარტნიორობითა და ივენთების დაორგანიზებით ახერხებს. მალე ჩაეშვება დამატებითი ფასიანი ფუნქციებიც.

თიბისი ბიზნესდაჯილდოების აპლიკაცია Tasteit-ის გუნდმა შარშანაც შეავსო, თუმცა გამარჯვება და „წლის საუკეთესო ინოვაციური პროდუქტის“ სტატუსი წელს ხვდათ წილად.

„თიბისის ვენდობით. ზუსტად ვიცოდით, რომ კონკურსი სამართლიანად ტარდებოდა. გამარჯვების ცერემონიას პირადად ვერ დავესწარი, მეგობრებმა შემატყობინეს და კამერაში ჯილდო მოულოდნელად მაჩვენეს. სასწაული ემოციები იყო“,- იხსენებს გიორგი.

მან ზუსტად იცის, რომ აპლიკაციას დიდი პოტენციალი აქვს გლობალური ბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდეს. ახლახან, META-ს აქსელერაციის პროგრამაშიც ჩაერთვნენ. 800 აპლიკანტიდან Tasteit იმ 30 სტარტაპს შორის აღმოჩდა, რომლებსაც მენტორობას წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ.

შესაძლოა, გლობალური მარტოობის პანდემიის პრობლემა ერთმა აპლიკაციამ ვერ გადაჭრას, მაგრამ Tasteit ნამდვილად საუკეთესო და სახალისო საშუალებაა ახალი გემოებისა და ადამიანების გასაცნობად.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

27.08.2025.10:39

საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მე-12 ნაკადზე მონაწილეთა მიღება დაიწყო. ამჯერად, პროგრამა 16, 17 და 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.

პროგრამა ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და ოთხ  ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. 

პროგრამის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპია, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.

პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალები:

  • სპეციალურად ამ პროგრამისთვის შემუშავებულ 3 კურსს businesscourse.ge-ზე გაივლიან და სერტიფიკატებს მიიღებენ;
  • დამატებით რესურსებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საინფორმაციო შეხვედრაზე მუდმივი წვდომა ექნებათ;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მხარდაჭერას მიიღებენ;
  • ისარგებლებენ გრანტის მიღების შესაძლებლობით და პრაქტიკული მხარდაჭერით (ქოუჩინგით) მიღებული გრანტების აღსრულების ეტაპზე;
  • შეიძენენ ახალ პროფესიულ კონტაქტებს და მიიღებენ გამოცდილებას სხვა მეწარმეებისგან;

„საქართველოს ბანკისთვის ქალ მეწარმეთა გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში ვაგრძელებთ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა