მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7085.9
-0.0017
flag
AZN 1.5889
-0.0003
flag
CNY 38.211
0.0003
flag
EUR 3.1354
-0.0046
flag
GBP 3.5644
-0.0076
flag
KZT 53.15
0.0041
flag
TRY 0.0637
0.0001
flag
USD 2.7015
-0.0005

ტაშკენტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო გადაზღვევის ერთობლივი შესაძლებლობების შესახებ

news image

ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო - ქვეყნების წამყვანმა სადაზღვევო და გადამზღვევმა კომპანიებმა თანაშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის მიზანი რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი სადაზღვევო და გადაზღვევი კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, რისკების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ერთობლივი გადაზღვევის პორტფელის შექმნააა. 

მემორანდუმს  ხელი 2023 წლის 23 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მოეწერა. ხელმომწერები კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ლიდერი სადაზღვვეო და გადამზღვევი კომპანიები, აზ რე, აპექს ინშურანსი, ჰალიკი და ალდაგი არიან. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები (ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან) ესწრებოდნენ

მემორანდუმის შედეგად ხელმომწერი მხარეები შეძლებენ, ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე ერთიანი ძალებით გააუმჯობესონ და განავითარონ რისკების მართვის ხარისხი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიებს, შესაძლებლობა ექნებათ, მეზობელი ქვეყნების ბაზარზე მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტით პოზიციონირდნენ, 

„მემორანდუმის ხელმოწერა, საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ ფასების პოლიტიკის სინქრონიზაცია ყაზახეთსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების სადაზღვევო კომპანიებს შორის, რაც გულისხმობს მივიღოთ მეტი სადაზღვევო რისკი და პრემია, კაპიტალიზაციისა და ექსპერტიზის დონე და ა.შ. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების დაზღვეულები, დაექვემდებარებიან ერთიან სადაზღვევო პირობებს, თუ მზღვეველი საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს. გაფართოება, თავის მხრივ მნიშვნელოვან უპირატესობებს გულისხმობს დაზღვეულისთვის. მემორანდუმში მონაწილე  სადაზღვევო კომპანიების მიმართულებები ოთხი ქვეყნის მასშტაბით მოიცავს უძრავი ქონების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და უბედური შემთხვევების, მშენებლობის, ელექტროენერგიისა და ნავთობის წარმოების, ფინანსებისა და სხვა რისკებისგან დაზღვევას. აღნიშნულის ფარგლებში, დაზღვევის საბაზისო თანხა 45მლნ დოლარია, რაც საკმარისია რეგიონული თვალსაზრისით, თუმცა ვგეგმავთ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის აღნიშნული კვოტა 100მლნ დოლარამდე გაიზარდოს“- აცხადებს სადაზღვევო კომპანია ჰალიკის თავმჯდომარე, აბდირ კაისარი;

მემორანდუმის მონაწილეების რესურსების გაერთიანებამ 45მლნ. დოლარი შეადგინა, შემდგომი გაფართოებისთვის აღნიშნული 100მლნ. დოლარამდე გაიზრდება, რაც ითვალისწინებს გაფართოებას მსოფლიო მასშტაბით, დაზღვევისა და გადაზღვევის პროცესში ჩაერთვებიან პოტენციური პარტნიორები და მონაწილეები,“ - ანდრეი კომარკოვსკი, Marsh LLP (დაზღვევის ბროკერები) გენერალური მენეჯერი;

მემორანდუმის ხელმოწერა გულისმობს არა მხოლოდ უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიების გაერთიანებას, არამედ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებს შორის კავშირის გაფართოებას, რაც არა მხოლოდ გეოგრაფიულმა სიახლოვემ, არამედ სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებით საერთო ხედვამ და მიზანმა განაპირობა,“ - უმიდ ხალიკოვი, სადაზღვევო კომპანია APEX INSURANCE-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ოთხ უმსხვილეს სადაზღვევო და გადამზღვეველ კომპანიასთან, თანამშრომლობის მემორანდუმი დაეხმარება რეგიონულ კომპანიებს სადაზღვევო შესაძლებლობების გაფართოვებაშიროგორც საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ჩვენი თანამშრომლობა გადაზღვეველი კომპანიებისთვის რეგიონული ჰაბის ფორმირების წინაპირობა იქნება, რაც ხელს შეუწყობს უფრო ფართო მასშტაბს რისკების დაზღვევას,“ - გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი;

მემორანდუმი ადასტურებს, რომ ვიღებთ ვალდებულებებს ხელი შევუწყოთ სადაზღვევო ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილებას. საერთო ძალებით, ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ შესაძლებლობები და გავზარდოთ რისკების მიმართ მდგრადობა. აღნიშნული თანამშრომლობა ხაზს უსვამს, ჩვენს საერთო მზადყოფნას უფრო ეფექტური, რეგიონალური, გადაზღვევის ბაზრის მშენებლობისთვის,“ - ტურალ გასიმოვ ნაზიმ ოღლი, AzRe Reinsurance OJSC-ის გამგეობის წევრი;

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობაზე პოტენციური ინტერესი უკვე გამოიჩინა ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და თურქეთმა; მემორანდუმი ხელს უწყობს ბიზნესების გაერთიანებასა და საერთაშორისო თანამშრომლობიდან საერთო სარგებლის მოპოვებისკენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

03.12.2025.10:43

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.

ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა