თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი არის იუსტიციის სახლების ხვალინდელი დღე - ვახტანგ ჟვანია
იუსტიციის სახლი ინოვაციურ განვითარებას აძლიერებს. როგორც იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია აცხადებს, უწყება აქტიურად ტესტავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, განსაკუთრებით თვითმომსახურების სივრცეების განვითარებისთვის, რაც მოქალაქეთა ნაკადების უკეთ მართვას და სერვისების უფრო სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს.
„ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნა იმითაც იყო საყურადღებო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველად გაუსვა ხაზი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აუცილებლობას იუსტიციის სახლებში. ეს ის მიმართულებაა, რომელზეც იუსტიციის სახლი უკვე ბოლო პერიოდია მუშაობს აქტიურად. ჩვენ ვტესტავთ, სატესტო რეჟიმში ვამუშავებთ რამდენიმე მიმართულებას, რითაც გვინდა, რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ და განსაკუთრებით თვითმომსახურების სივრცეების განვითარება გვინდა. შარშანდელ სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, აღმოაჩენთ, რომ 6 მილიონამდე ადამიანს ვუმასპინძლეთ. აქედან გამომდინარე, თვითმომსახურების სივრცეების განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ნაკადები კიდევ უფრო კარგად ვაკონტროლოთ, ასე ვთქვათ, და რეალურად იმ მოქალაქეებს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები, ვთქვათ მან თვითონ მიიღოს სერვისი“, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ.
როგორც ვახტანგ ჟვანია აცხადებს, უახლოეს პერიოდში AI ტექნოლოგიები ჩატსა და სატელეფონო ცენტრში ამოქმედდება, რაც სერვისების მიწოდებას დააჩქარებს და მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
„მეორე ძირითადი მიმართულება ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან მალე გამოვიყენებთ ჩატის ნაწილში, ასევე სატელეფონო ცენტრის მუშაობის ნაწილში, რაზეც თითქმის უკვე დასრულებული გვაქვს სამუშაო პროცესი. ასე რომ, თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი არის იუსტიციის სახლების ხვალინდელი დღე, რათა ბევრად უფრო სწრაფი იყოს სერვისი ჩვენთან და ბუნებრივია ხარისხი შევინარჩუნოთ“, - განმარტა იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
როგორ ავითარებს „შაინპრო“ დასუფთავების სერვისებს
23.03.2026.16:00
„შაინპრო“ არის კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ დასუფთავების სერვისებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებლებს, ოთარ ცეცაძესა და ცოტნე კაპანაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია „შაინპრო“ მომხმარებელს სთავაზობს სრულ დასუფთავების მომსახურებას. ბაზარზე 2024 წლის მარტიდან გამოვჩნდით და ჩვენი მიზანი იყო გვქონოდა როგორც B2B მიმართულებით მომსახურება, ასევე B2C. გვინდა, რომ შევქმანთ კომფორტული გარემო ჩვენი მომხმარებლისა და პარტნიორებისთვის, სადაც ხარისხი, კმაყოფილება და ნდობა გადის სწორ კომუნიკაციასა და პასუხისმგებლობის ჯეროვნად შესრულებაზე.

რამდენი ტიპის სერვისს სთავაზობთ მომხმარებლებს ამჟამად?
ამ მომენტისთვის გვაქვს 7 ტიპის მომსახურება, ოღონდ აქედან 1 უკვე გავიტანეთ სხვა ბრენდად. „ბროლი ჯორჯია“, რომელი ქვეყანაში ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს: მობაილ ავტო ქიმწემენდას.
რაც შეეხება მომსახურებებს, გვაქვს გენერალური დასუფთავების მომსახურება, რეგულარული დასუფთავების მომსახურება, რემონტის შემდგომი დასუფთავების მომსახურება, ვიტრაჟების წმენდის მომსახურება, ხალიჩის ქიმწმენდა/შამპუნირების მომსახურება, ავეჯის ქიმწმენდა, მყარი იატაკის მორეცხვა, როგორც მაღალი წნევის აპარატით, ასევე შესაბამისი ტექნიკით, გარე ფასადის რეცხვა, ავტომობილის მობაილ ქიმწმენდა.

როგორ უზრუნველყოფთ მომსახურების ხარისხს და მომხმარებელთა კმაყოფილებას?
ზოგადად, ობიექტზე სამუშაოების დასრულებამდე 2 საათით ადრე ვურეკავთ დამკვეთს და ვთხოვთ, რომ გადაამოწმოს ჩვენი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები, ასევე იქვე არის ჩვენი პასუხისმგებელი პირიც. თუ რაიმე დეტალი გამორჩენილია ან მომხმარებელს სურს მისი გაუმჯობესება, გუნდი მაქსიმალურად ეცდება ყველაფრის გამოსწორებას. გარდა ამისა, რამდენიმე თვეა დავნერგეთ ხარისხის კონტროლი. ჩვენი ხარისხის მენეჯერი ყველა მომსახურების შემდეგ სატელეფონო ზარით უკავშირდება მომხმარებელს და უსვამს რამდენიმე კითხვას, რომლებზე პასუხიც გვაძლევს უკუკავშირს მომხმარებლის კმაყოფილებასა და ასევე გასაუმჯობესებელ ფაქტორებზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
გვსურს, რომ გავფართოვდეთ და ქვეყანაში შევქმნათ გარემო, სადაც მომხმარებელი თავს კომფორტულად იგრძნობს. გვინდა ვიმუშაოთ ინოვაციურ მომსახურებაზე, რომელიც მომხმარებელს თავს კომფორტულად აგრძნობინებს და გააუმჯობესებს მდგომარეობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის ვებგვერდს.