„თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად, საჭიროა, არ გავჩერდეთ“ - ანა ჯაფარიძე, საქართველოს ბანკის IT & Data Platforms Tribe-ის გუნდის წევრი
საქართველოს ბანკის გუნდის მთავარი ღირებულება მომხმარებელია, სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას მათ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები. ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს მონაცემთა ინჟინრები ასრულებენ. ისინი ყოველდღიურად ამუშავებენ და აანალიზებენ სხვადასხვა სახის მონაცემებს, რომელსაც შემდეგ საქართველოს ბანკის სხვადასხვა გუნდს უზიარებენ, რათა მათ, შედეგებზე დაყრდნობით შექმნან ეფექტური გადაწყვეტები.
სწორედ ამ უწყვეტ პროცესებსა და მიღებულ გამოცდილებებზე გვესაუბრება ანა ჯაფარიძე, საქართველოს ბანკის IT & Data Platforms Tribe-ის გუნდის წევრი, რომელიც დიდ მონაცემთა ინჟინერიის ლიდის პოზიციას იკავებს.
Lakehouse - ხელსაწყო, რომელიც პროცესების უწყვეტობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს
„საქართველოს ბანკს 2021 წელს მონაცემთა ინჟინრის ამპლუაში შემოვუერთდი. ამ პერიოდში, Lakehouse-ის პროექტი საწყის ფაზაში იყო - ეს არის ცენტრალური მონაცემთა საცავი, რომელიც Big Data ტექნოლოგიებს იყენებს. ჩემთვის ეს იყო გამოწვევა, რომელიც ერთი მხრივ, მაძლევდა საშუალებას გამომეყენებინა სხვადასხვა Big Data ხელსაწყოები და გამეღრმავებინა ჩემი ტექნიკური უნარები, მეორე მხრივ კი ქმნიდა შესაძლებლობას, მემუშავა გამოცდილ გუნდთან და ჩემი წვლილი შემეტანა კომპლექსური, მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი პროექტის განხორციელების პროცესში. ვფიქრობ, ასეთი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნავს ანა ჯაფარიძე.
როგორც გვიხსნის, Lakehouse-ის გამართული, მოწესრიგებული მონაცემთა საცავი ბანკის შიდა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჭირო, სანდო ინფორმაცია სწრაფად და მარტივად მრავალფეროვანი ანალიტიკური მიზნებისათვის - იქნება ეს რეპორტინგისთვის, მანქანური სწავლებისთვის, ბანკის გარე მომხმარებლებზე ორიენტირებული კომფორტული სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნისთვის და სხვა.
ამბობს, რომ ამჟამად კვლავ აგრძელებს Lakehouse-სა და სხვა მონაცემების დამუშავების პლატფორმებზე მუშაობას, თუმცა, ცოტა განსხვავებული - Data Engineering Lead-ის როლით.
„ამჯერად უფრო enabler გუნდს წარმოვადგენ, რომლის მიზანიც ჩვენი ინჟინრებისა და სხვადასხვა გუნდების მხარდაჭერა, ჩვენი ინჟინრების განვითარებასა და ჩართულობაზე ზრუნვა, არქიტექტურულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებში საჭირო დოზით მონაწილეობაა“, - განმარტავს ანა.
მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა, როგორც გუნდის მთავარი ღირებულება
ამბობს, რომ მისი გუნდის მთავარი ღირებულება როგორც მომხმარებლებზე, ასევე თანამშრომლებზე მუდმივი ზრუნვაა, რაც ყოველი ახალი პროექტისა თუ ინიციატივის საფუძველია.
„ჩვენს უშუალო მომხმარებლებს ბანკის თანამშრომლები და სამსახურები წარმოადგენენ. ამიტომ ვცდილობთ, ფოკუსირებული ვიყოთ მათთვის სანდო, ხარისხიანი მონაცემების სწრაფად და მოქნილად მიწოდებაზე, რათა გავუმარტივოთ სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური საქმიანობები, მათ შორის იმისათვის, რომ შექმნან ინოვაციური პროდუქტები, სერვისები და საუკეთესო გამოცდილება საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის. ამავე დროს, ვცდილობთ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს კოლეგებს, დასაქმებულებს მუდმივად ჰქონდეთ მაქსიმალური ჩართულობის, თვითრეალიზაციის, განვითარებისა და სიახლეების დანერგვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, იყვნენ მოტივირებულები, მიზანდასახულები, წარმატებულები და დაფასებულები”, - განმარტავს ანა.
მონაცემები, როგორც ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორი
ამბობს, რომ დღევანდელ სამყაროში მონაცემების სწრაფად, მიზანმიმართულად და ეთიკურად დამუშავება ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს.
„ამისთვის საჭიროა ძალიან მოწესრიგებული, გამართული, მაღალტექნოლოგიური პლატფორმები და ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც სწორედ ესაა - ინოვაციური ინსტრუმენტებისა და პროცესების გამოყენებით, შევქმნათ სისტემები, რომელიც ბანკს გაუმარტივებს მონაცემებით გამტკიცებული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შექმნას. ამისათვის ვთანამშრომლობთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცაა, მაგალითად, Amazon AWS, Cloudera და ა.შ.“, - აღნიშნავს ანა.
ამასთან განმარტავს, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია პროცესების ავტომატიზაციაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, შეამცირონ ადამიანური შეცდომები და გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი.
მუდმივი განვითარება, როგორც კომპანიის მთავარი ღირებულება
„იმისათვის, რომ ეფექტურად შევძლოთ მუდმივად მზარდი რაოდენობის, განსხვავებული და არაერთგვაროვანი მონაცემების დამუშავება, აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ არსებული პროცესები და ინფრასტრუქტურა. ამასთან, ვადევნეთ თვალს გლობალურ ბაზარზე ახალი კონცეფციების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას“, - აღნიშნავს ანა.
ამბობს, რომ მათი გუნდი ზრუნავს როგორც გუნდის წევრების მუდმივად განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, ადგილობრივი ტოპ ტალანტების მოზიდვაზე, ასევე, ნიჭიერი, მონდომებული ახალგაზრდების დასაქმებაზე, რათა დაეხმარონ მათ გამოცდილების მიღებასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.
ეს ყველაფერი არ არის. როგორც ანა განმარტავს, საქართველოს ბანკის სამუშაო კულტურა ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც უბიძგებს მას, არ გაჩერდეს.
„საქართველოს ბანკი ქმნის მუდმივად სიახლეებისა და ინოვაციების ძიებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება და ერთმანეთის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ეს კი მიბიძგებს მუდმივი განვითარებისა და სწავლისკენ, რაშიც ჩემი უშუალო მენეჯერებისა და კოლეგებისგან უწყვეტი მხარდაჭერა მეხმარება“, - ამბობს ანა.
ეფექტური კომუნიკაცია, საქმის დელეგირება და განაწილება წარმატებას განაპირობებს
„საქართველოს ბანკის გუნდში არაერთი ღირებული გაკვეთილი ვისწავლე, თუმცა ორ ყველაზე გამორჩეულს გამოვყოფდი: პირველი ეფექტური კომუნიკაციაა - აქ ნათლად დავინახე, რომ საკუთარი იდეებისა და გადაწყვეტილებების გასაგებად გადმოცემა გუნდის წევრებისთვის და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე გაკვეთილი კი ისაა, რომ სამუშაოს ეფექტური დელეგირება და სწორად გადანაწილება გეხმარება, წარმატებით გაუმკლავდე შენზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამასთან, ეს ხელს უწყობს თანამშრომელთა ჩართულობის ზრდას და მათ განვითარებას“.
საქართველოს ბანკმა მასწავლა, რომ...
„მართალია, საქართველოს ბანკში სულ 3 წელია ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი გაკვეთილი ვისწავლე, თუმცა, ვფიქრობ, რომ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ არასდროს უნდა გავჩერდეთ: რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს კონკრეტული, ამბიციური მიზნები და თანმიმდევრულად მივდივართ ამ მიზნისაკენ. თუმცა, ერთი მიზნის მიღწევის შემდგომ, ჰორიზონტზე ჩნდება სხვა ახალი, საინტერესო შესაძლებლობები, თავისი გამოწვევებით, ამიტომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ უკვე არსებული შედეგებით და აუცილებლად გამოვიყენოთ ყოველი ახალი შესაძლებლობა. რადგან, თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად, საჭიროა, არ გავჩერდეთ“.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje