მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

თანამედროვე იტალიური კონცეფცია, რომელიც ხარისხსა და გამოცდილებას აერთიანებს - RENÉ

news image

რენე არის თანამედროვე იტალიური რესტორანი, რომელიც დაახლოებით ერთი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „რენეს“ რესტორატორს, საერთაშორისო ჰოსპიტალიტის პროექტების ინვესტორსა და Vapiano-ს ფრენჩაიზის წარმომადგენელს საქართველოში ტატო ხოკერაშვილსა და მის მეუღლეს მარიამ კოხრეიძეს ესაუბრა.

როგორია „რენე“-ს კონცეფცია და რა იდეა დგას ბრენდის შექმნის უკან?

„რენე“ არის თანამედროვე იტალიური რესტორანი, რომელიც გამოირჩევა კარგი ლოკაციითა და კლასიკური იტალიური კერძებით. თავიდანვე გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც სტუმრები მოვიდოდნენ დახვეწილ გარემოში გემრიელი კერძებისთვის და მარტივი, მაგრამ ხარისხიანი გამოცდილებისთვის. მენიუ დაფუძნებულია კლასიკურ იტალიურ რეცეპტებზე, ხოლო გარემო და სერვისი არის მშვიდი და ბუნებრივი, ისე რომ სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

რა განასხვავებს თქვენს მენიუსა და კულინარიულ მიდგომას სხვა იტალიური რესტორნებისგან თბილისში?

ჩვენი მენიუ ეფუძნება მაღალი ხარისხის პროდუქტებს და მაქსიმალურად არის მიახლოებული კლასიკურ იტალიურ გემოებთან. თითოეული კერძი მზადდება მკაფიო სტანდარტებით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და თანმიმდევრულ ხარისხს.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მომხმარებლის გამოცდილება და როგორ მუშაობთ მის გაუმჯობესებაზე?

სტუმრის გამოცდილება ჩვენთვის არის მთავარი ღირებულება. ჩვენთვის რესტორანი არის ერთიანი ეკოსისტემა, სადაც ყველა დეტალი - სერვისი, ტემპი, მუსიკა და გარემო სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გუნდის განვითარებას, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ადამიანები ქმნიან იმ ემოციას, რომელიც სტუმარს რჩება. პარალელურად, მუდმივად ვაკვირდებით დეტალებს და ვმუშაობთ მათ გაუმჯობესებაზე, რათა გამოცდილება იყოს გამორჩეული და განმეორებადი.

რა არის „რენე“-ს განვითარების მთავარი პრიორიტეტები უახლოეს პერიოდში?

უახლოეს პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია არსებული გამოცდილების კიდევ უფრო დახვეწა, რომელსაც მომხმარებელს უკვე თითქმის ერთი წელია ვთავაზობთ. ამავდროულად, გვინდა, „რენე“ ჩამოვაყალიბოთ ერთ-ერთ გამორჩეულ იტალიურ რესტორნად თბილისში - როგორც კულინარიული, ისე ემოციური გამოცდილების კუთხით.

ინფორმაციისთვის, „რენე“ ილო მოსაშვილის N11-ში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თანამედროვე იტალიური კონცეფცია, რომელიც ხარისხსა და გამოცდილებას აერთიანებს - RENÉ

17.04.2026.12:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა