„თამაშობანამ“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე გახსნა
თბილისში, მზიურში, „თამაშობანამ“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა უცხოელ არქიტექტორებთან ერთად მიმდინარეობდა.
"სივრცე 22 აპრილიდან გაიხსნა. ვმუშაობდით უცხოელ არქიტექტორებთან ერთად. კერძოდ, ერთ-ერთ დიზაინ სტუდიასთან, რომელიც საბავშვო სივრცეებში არის სპეციალიზებული. უშუალოდ, პროექტსა და დიზაინზე მუშაობა 2023 წლის ნოემბერში დავიწყეთ. დაგეგმარების პროცესი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ კი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. თვითონ სივრცე არის 800 კვადრატი. მოიცავს სხვადასხვა ზონებს, მათ შორის ოთხ დაბადების დღის ოთახს. ამ ოთახებში გვაქვს დისკო ოთახი, სადაც არის Silent Disco სისტემა, ანუ დისკო ყურსასმენებით, რომელიც საკმაოდ ახალი ტექნოლოგიური სისტემაა და გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ადამიანს ყურსასმენში აქვს მუსიკა ჩართული. გვაქვს SMEG - ის კულინარიული ოთახი, სადაც კულინარიული ვორქშოპები და დაბადების დღეები იქნება. ასევე გვაქვს 0-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის სივრცე, რომელიც საქართველოში დაბადების დღეების მიმართულებით არავის არ აქვს და არის სრულიად ადაპტირებული 5 წლამდე ბავშვებისთვის და ასევე მეოთხე ოთახია STEM ოთახი, რომელიც იქნება სხვადასხვა ტიპის მეცნიერული ექსპერიმენტების ოთახი. გარდა ამისა, სივრცეში გვაქვს კაფე, რომელიც არის მშობლებისთვის, ან ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მოუნდება რომ „თამაშობანას“ ესტუმროს მათ შორის, უბრალოდ ლანჩის დროს. კაფე დაახლოებით 40 ადამიანზეა გათვლილი და მიბმული აქვს Baby Area, სადაც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა პატარებთან ერთად მოსვლის, კაფეში ჯდომის და მათი გართობის. ვისაც ბავშვის დატოვების პრობლემა აქვს მათთვის იქნება საკმაოდ კომფორტული. გარდა ამისა, გვაქვს მაღაზია, სადაც განთავსებულია „თამაშობანას“ თამაშები, ჩვენი ცნობისმოყვარე პანდას გამომცემლობის წიგნები და სხვა ექსკლუზიური ბრენდების წიგნები, რომლებიც საქართველოში ჯერ არ არის და ახლა შემოგვაქვს. ასევე არის თავისუფალი თამაშის სივრცე, რომელიც იქნება დღიურ ბილეთებზე მიბმული და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, რომ მოვიდეს, იყიდოს დღიური ბილეთი და შემოვიდეს თავისუფალი თამაშის სივრცეში, სადაც განთავსებულია სასრიალოები, სათამაშოები, სხვადასხვა აქტივობები, რითაც შეუძლია რომ დაკავდეს და ასევე პატარა ვორქშოპების მაგიდა. კიდევ გვაქვს ბიბლიოთეკა, სადაც ზაფხულიდან იქნება წიგნის კლუბი. გვაქვს კლასობანას ოთახიც, სადაც იქნება კურსები ბავშვებისთვის და გვაქვს თეატრი, რომელშიც უკვე მაისის შუა რიცხვებიდან ყოველ შაბათ-კვირას იქნება კონკრეტული სპექტაკლები, წარმოდგენები, შოუები, სხვადასხვა საუბრები მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. ეს თეატრი არის ნამდვილი თეატრი თავისი განათებებით, ვიდეო ტექნიკით, რომელიც როგორც კინო მუშაობს და იმუშავებს სრული დატვირთვით შაბათ-კვირას. ასევე გვაქვს დიდი და ლამაზი ეზო, რომლის პროექტიც ჯერ გზაშია და არ დაგვიწყია მასზე მუშაობა, თუმცა მალე ეს საკითხიც მოგვარდება. საკმაოდ კარგ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. სამზარეულო გვაქვს ევროპული სტანდარტების, აბსოლუტურად ახალი დანადგარებით აღჭურვილი და მაქსიმალურად კონცენტრირება გვაქვს იმაზე, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხის იყოს და ნებისმიერი ჩვენი სივრცის ვიზიტორი ამას აღნიშნავს. პატარა დეტალები გაქვს დარჩენილი, რასაც მალევე დავასრულებთ და უკვე მაისის თვიდან სრული დატვირთვით მივიღებთ სტუმრებს სხვადასხვა მიმართულებით, მსურველებს ვისაც „თამაშობანასთან“ თამაში მოუნდებათ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაფართოება და ახალი ღვინოები - რა გეგმები აქვს Bekauri Family Vineyards-ს
12.11.2026.16:00
Bekauri Family Vineyards საოჯახო მეღვინეობაა. მიმდინარე წელს კომპანიამ საექსპორტო მიმართულება გააფართოვა და ღვინო რუსეთისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბაზრებზე გაიტანა. პარალელურად, გეგმავს ასორტიმენტის განახლებასა და ახალი პროდუქტების, მათ შორის ცქრიალა ღვინისა და ჭაჭის დამატებას. კომპანიის საქმიანობის, 2026 წლის რთველისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Bekauri Family Vineyards-ის დამფუძნებელი ანზორ ბექაური ესაუბრა.
როგორ შეაფასებთ 2026 წლის რთველს? როგორი იყო ყურძნის მოსავლის ხარისხი და რაოდენობა წინა წელთან შედარებით და რა გავლენას მოახდენს მიღებული მოსავალი ღვინის წარმოებაზე?
2026 წლის რთველს დადებითად შევაფასებდით. მოსავლის ხარისხი ნორმალური იყო და წინა წელთან შედარებით უკეთესი შედეგი მივიღეთ. ყურძნის ნაწილი გავყიდეთ, ნაწილი კი საკუთარ მარანში გადავიტანეთ და ღვინის წარმოებისთვის გამოვიყენეთ.
როგორია თქვენს მიმდინარე ასორტიმენტზე მოთხოვნა და რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები? გეგმავთ თუ არა ახალი პროდუქციის დამატებას?
ამ ეტაპზე ახალ პროდუქტებზე ვმუშაობთ. ვგეგმავთ ცქრიალა ღვინის წარმოებას, რომლის გამოშვებასაც მომავალ წელს შევძლებთ. ასევე, ასორტიმენტს დავამატებთ ჭაჭას. პარალელურად, ახალი ბრენდის შექმნაზეც ვმუშაობთ, რომლის წარდგენასაც დაახლოებით 2-3 წელიწადში ვგეგმავთ.
როგორ ვითარდება კომპანიის გაყიდვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე? რომელ ქვეყნებშია ამჟამად წარმოდგენილი თქვენი პროდუქცია და რა მიმართულებით აფართოებთ საექსპორტო საქმიანობას?
წელს პირველად განვახორციელეთ ღვინის ექსპორტი რუსეთში და ამ ეტაპზე სწორედ ამ ბაზარზე ვართ ორიენტირებული. ამასთან, ევროპაში გავხსენით საწყობი. ჩვენი პროდუქცია უკვე იყიდება ავსტრიაში, ესპანეთსა და პოლონეთში. ამჟამად დამატებით ღვინის ექსპორტზეც ვმუშაობთ.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი პრიორიტეტი მომდევნო პერიოდში და რა გეგმები გაქვთ წარმოებისა და პროდუქციის მიმართულებით?
მომდევნო პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი ასორტიმენტის გაფართოება იქნება. ვგეგმავთ ახალი პროდუქტების დამატებას და ამ მიმართულებით განვითარებას.
ინფორმაციისთვის, საწარმო ახმეტაში, ზემო ხოდაშენში მდებარეობს. კომპანია სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს. რთველის პერიოდში კი დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.