„თაფლი ლეჩხუმიდან“ - გაიცანით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
გვანცა ჭაბუკიანი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მაღალმთიან სოფელში დაბრუნდა და ოჯახური ტრადიციის სრულფასოვან ბიზნესად გადაქცევა გადაწყვიტა. მან, ძმასთან ერთად, ფუტკრის პროდუქტების ახალი ბრენდი „თაფლი ლეჩხუმიდან“ შექმნა და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაც დაიწყო.
პროფესიით მასწავლებელია, სოფლის სკოლაში მუშაობს, საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობს არაერთ ორგანიზაციასთან, ამავე დროს ცაგერის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის თავმჯდომარე და ფონდ ტასოს სათემო მუშაკია. დატვირთული გრაფიკისა და მრავალფეროვანი საქმიანობის მიუხედავად, გვანცა საწარმოს სრულფასოვნად უძღვება, ამასთანავე, მეწარმეობის გზაზე ახალ ცოდნასა და უნარებს იძენს.
სწორედ ამიტომაც, მან საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობა მიიღო და როგორც აღნიშნავს, „ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარებისკენ ნაბიჯი გადადგა“.
მრავალფეროვანი პროდუქცია და ცოდნის მიღების შესაძლებლობა საწარმოში
„ფუტკრებთან პირველი შეხება 5-6 წლის ასაკიდან გვქონდა. რაც თავი გვახოვს, საფუტკრეში ვიყავით. ახლა კი ჩვენი მთავარი მიღწევა ისაა, რომ პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე საწარმოს შექმნა, ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაზიარება და საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბება შევძელით. ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ მაღალმთიან სოფელში, სადაც ზოგს წარმატების მიღწევა შეუძლებლად მიაჩნია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს და რომელიც სხვებსაც აძლევს იმედს — რომ სადაც უნდა ცხოვრობდე, თუ გულით იმუშავებ, ბევრ სირთულეს გადალახავ, წარმატების მიღწევა შესაძლებელია“, - იხსენებს გვანცა.
საწარმოში, ოჯახის წევრებთან ერთად, მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს.
• სხვადასხვა სახეობის თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს, მათ შორის, მცირე ოდენობით თაფლის არაყს;
• ხელით მოქარგულ სასაჩუქრე შეფუთვებს, რომლითაც, მომხმარებლებს, თაფლთან ერთად, განსაკუთრებულ ემოციას ჩუქნიან;
• სანთლის ქილებს, რომელშიც თაფლია მოთავსებული. თაფლის მირთმევის შემდეგ კი ჭურჭელი სასმისად გამოიყენება. ეს საწარმოს ეკომეგობრული და ორიგინალური მიდგომაა;
თუმცა, საწარმოს დამფუძნებლები აქ არ ჩერდებიან: ადგილზე მოსულ სტუმრებს საფუტკრეში ტურით მასპინძლობენ: აცნობენ მწვანე საწარმოს და ფუტკრის სახლს. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, საფუტკრეში იმუშაონ, მოხატონ სკა, დააფასოონ თაფლი ქილებში და საკუთარი ეტიკეტი შექმნან. მასპინძლები გარემოს დაცვაში ფუტკრის როლზე ინფორმაციულ სესიასაც ატარებენ. მეტიც - მათ ახალი ვენახი დარგეს და ამ მიმართულებით განვითარებას გეგმავენ.
„მცირე მეწარმეებისთვის მსგავსი პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს ცოდნას, მხარდაჭერას და ახალ კავშირებს“
გვანცა ყოველთვის სიახლეების ძიებაშია. მისი სურვილი წარმატებული მეწარმეებისგან არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიღება იყო. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა კი ამაში დაეხმარა.
„მცირე ბიზნესის წარმოება მაღალმთიან სოფელში მარტივი არაა — ეს მუდმივი ძალისხმევაა რესურსებთან და ბაზართან წვდომისა თუ ცნობადობისთვის. ამიტომ ჩემი მიზანი იყო, თანამედროვე მიდგომები, განსაკუთრებით ციფრული მარკეტინგი, კომუნიკაცია და გაყიდვები შემესწავლა, რომ ჩემი პროდუქტი უფრო ფართო აუდიტორიამდე მისულიყო. ამასთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და ერთმანეთის მხარდაჭერა. მინდოდა, ამ პროგრამაში არა მხოლოდ მე მესწავლა, არამედ მიღებული გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც გამეზიარებინა“, - აღნიშნავს გვანცა.
მეწარმე ქალი განმარტავს, რომ ღონისძიება „სინერგიული იყო“ - თანხვედრაში იყო საორგანიზაციო მხარე, ტრენერები და მონაწილეთა ჯგუფი. პროგრამამ კი არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ემოციური მხარდაჭერაც გაუზიარა.
„გავიაზრე, რომ არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლებები, თუ გვერდით გყავს ადამიანები, რომლებსაც შენი სჯერა და გაძლიერებენ. აქ მივხვდი, რომ ჩემს პატარა მაღალმთიან სოფელშიც შემიძლია ვიმუშაო იმავე სტანდარტებით, როგორც - დიდ ქალაქებში მცხოვრები მეწარმეები. ტრენერები და ორგანიზატორები მხოლოდ ცოდნას კი არ გვიზიარებდნენ, არამედ გვაძლევდნენ იმ რწმენას, რომ შეუძლებელი არაფერია.
პროგრამამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია გაბედო, სცადო და არ გაჩერდე მაშინაც კი, როცა გზა რთულია. აქ მიღებული ცოდნა და მხარდაჭერა გახდა ბიძგი, რომ ჩემი მეფუტკრეობის საქმე კიდევ უფრო განვითარებულიყო და ფუტკრის ტურიზმის იდეაც უფრო გაბედულად წამომეწყო. ეს გამოცდილება ჩემთვის არის სიმტკიცის, პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის გვერდით დგომის მაგალითი.
ყველაზე დიდი აღმოჩენა კი იყო ის, რომ წარმატების მისაღწევად არ არის აუცილებელი დიდი რესურსები — საჭიროა სწორად შერჩეული სტრატეგია, გულით შესრულებული საქმე და მზადყოფნა, მუდმივად ისწავლო და განვითარდე. ამ პროგრამამ დამარწმუნა, რომ ჩემი პატარა მაღალმთიანი სოფლის ისტორია შეიძლება სხვებისთვისაც შთამაგონებელი აღმოჩნდეს“, - დასძენს გვანცა ჭაბუკიანი.
ინფორმაციისთვის, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე - ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჟინი განათლების გზაზე არ ჩერდება - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე დიდ ბრიტანეთში
სხვა სიახლეები
18.09.2025.10:33
Vodkast Records, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა დიჯეებისთვის და მუსიკოსებისთვის და აერთიანებს ფირფიტებისა და აუდიო მაღაზიას, ივენთების სერიას, მუსიკალურ ლეიბლს და დიჯეი პოდკასტს 19 და 20 სექტემბერს, 10 წლის იუბილეს ნეკრესში (კახეთი) აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია სპეციალური, დაბადების დღის მუსიკალური პროგრამა, რომელსაც ვოდკასტის დიჯეები და მათი ადგილობრივი და უცხოელი მეგობრები უზრუნველყოფენ. ასევე, ადგილზე მისულ სტუმრებს დაგხვდებათ შეფების მიერ მომზადებული სხვადასხვა გემრიელი კერძები, ლამაზი ბუნება და სასიამოვნო ატმოსფერო.
19 და 20 სექტემბრის Line Up ასე გამოიყურება:
• 3AM
• 3RD SOUL
• BOYA
• DEKA
• DJ ASTROBEE
• ERICSSON
• FABRIZIO MAMMARELLA
• GABRIEL PATÅS
• IAMEA
• KETO
• MARTIN GILLESHØJ
• MEMOTECH
• NIKA J
• NINASUPSA
• PASTORIUS_X
• PAYAM PARVIZI
• SANDRO JORBENADZE
• TOMMA
• TRYM SØVDSNES
• VAKHO
• ZURKIN
ღონისძიებაზე დასწრების მსურველები ბილეთების SOLO ბარათით შეძენისას, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
იმისათვის რომ შეიძინოთ ბილეთი, უნდა გაიაროთ ვერიფიკაცია. მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ tkt.ge-ს. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ვერიფიცირებული სტუმრები შეძლებენ ბილეთების შეძენას. ერთ ვერიფიცირებულ მომხმარებელს მაქსიმუმ 2 ბილეთის ყიდვა შეუძლია.