მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7027
-0.0076
flag
AZN 1.5878
-0.0012
flag
CNY 37.564
-0.0023
flag
EUR 3.1317
0.0133
flag
GBP 3.5944
0.0038
flag
KZT 50.23
0.0002
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.6993
-0.002

Taba Tea House & Garden - ექსპორტზე ორიენტირებული საოჯახო ბიზნესი, რომელიც გურიაში ჩაის ტურიზმსაც ავითარებს

news image

Taba Tea House & Tea Garden-ი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტია, რომელიც ხარისხიანი ჩაის მოყვანა/რეალიზაციის გარდა, ბაზარს ჩაის ტურებსაც სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან Taba-ს დამფუძნებულმა ალექსანდრე შეწირულმა განაცხადა, Taba Tea House & Tea Garden-ი წარმოადგენს მესამე თაობის საოჯახო სტილის ბიზნესს, რომელიც გურიის რეგიონის ცენტრში უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული.

„ჩვენი ისტორია არის ასეთი, რომ ოჯახში ვართ მესამე თაობა ვისაც ჩაისთან ქონდა შეხება. ასე ვთქვათ, რომ ამ კულტურის მიმართ ოჯახური ინტერესები არსებობდა. 2018 წელს დავიწყეთ პლანტაციების შესყიდვა გურიაში. ამ დროისათვის უკვე ვფლობთ 10 ჰა ჩაის პლანტაციებს. ამ მიმართულებით მოვახდინეთ რამდენიმე 100 ათასი ლარის ინვესტირება და შედეგად აღვადგინეთ გაველურებული ჩაის პლანტაციები, რომლებიც აღმოჩნდა რომ გაშენებული იყო 1933 წელს და ახლა თითქმის 90 წლის არის. პანდემიის პერიოდში  აქტიურად დავიწყეთ წარმოების ხაზის განვითარება. დღეისათვის ვაწარმოებთ მწვანე ჩაის, შავ ჩაის და ველური მოცვის ჩაის. ასევე გვაქვს სხვა პროდუქტებიც“, - ამბობს ალექსანდრე შეწირული.

Taba-ს დამფუძნებლის თქმით, კომპანიის ვებგვერდზე -  tabatea.ge ჩაშებულია ონლაინ მაღაზია, საიდანაც Taba-ს მიერ წარმოებული პროდუქტების რეალიზაცია ხდება. 

„ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის საშუალებით პროდუქციას მომხმარებლებს 26 ქვეყანაში ვაწვდით. დღეს გავაგზავნე მორიგი შეკვეთა შვეიცარიაში. საზღვრები ამ კუთხით გახსნილია. თუმცა ჩვენი პროდუქციის ძირითად ნაწილს ვყიდით საქართველოში. ჩვენვე გვაქვს ასევე პატარა აგრომაღაზია. ასევე პროდუქციას ვაწვდით ლოკალურ მაღაზიებს ოზურგეთში, ბათუმში და სხვა. ჩვენი პროდუქცია საცალო ქსელში იყიდება Taba-ს სახელით.

რეალურად, ჩვენი წარმოების 30%-ი გადის ექსპორტზე, ხოლო 70%-ს ვყიდით ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ექსპორტზე გაყიდვებში ვგულისხმობ ინდივიდუალურ შეკვეთებს, რომელიც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში საზღვარგარეთიდან შემოდის და ამ ფიზკურ პირებს ჩვენ ფოსტის საშუალებით ვუგზავნით“, - ამბობს Taba-ს დამფუძნებლი.

Taba-ს ჩაის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია პირდაპირ კავშირშია იმ ჩაის ტურებთან, რომლის ორგანიზებასაც კომპანია ახდენს და მსურვეებს საკუთარი ჩაის პლანტაციებში 1.5-საათიან ტურებს სთავაზობს. 

როგორც Taba-ს დამფუძნებელი ამბობს, საზღვარგარეთიდან მათ ჩაიზე მოთხოვნა იმ ადამიაების მხრიდანაა, ვინც ჩაის ტურებზე იმყოფებოდა და ადგილზე დააგემოვნებს Taba-ს ჩაი, ან შემდგომ თავის ახლობლებს დააგემოვნებინეს.

„ასევე ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. გაზაფხულზე პოლონეთში ერთ-ერთ დიდ გამოფენაზე ვიყავით წარმოდგენილი და იქაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვქნდა. ზოგადად ძებნადი ვართ სოციალურ ქსელებში თუ Google-ს საშუალებით“, - განმარტავს ალექსანდრე შეწირული.  

Taba აქტიურად მუშაობს განვითარებაზე და ასორტიმენტის გაზრდაზე. კომპანიამ ბაზარს სიახლე მიმდინარე წელსაც შესთავაზა.

„2 წელიწადია, რაც ბაზარზე ჩაის ეთერზეთი გამოვიტანეთ. გვაქვს ასევე ჩაის საპნები. წლევანდელ წელს კი დავამატეთ ჩაის კონიაკი და ჩაის შოკოლადი. ეს პროდუქტები საკმაოდ მოთხოვნადია და კარგად იყიდება. ჩვენი ონლაინ მომხმარებლების ძირითადი ნაწილი არის უცხოელები და ეს სიახლე მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. შეკვეთები აქტიურად შემოდის“, - ამბობს ალექსანდრე შეწირული.

რაც შეეხება ჩაის ტურებს სტუმრების მოსაზიდად აქტიურად მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან კომინუკაცია, ასევე ტურისტული ბიზნესიც აქტიურად ეძებს მსგავსი ტიპის სერვისებს,

„ჩვენს მაგალითზე ჩაის ტურები საკმაოდ აქტიურია პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან. ჩაის ტური 1.5 საათს გრძელდება და შედგება შემდეგი ეტაპებისგან: სტუმრები პროფესიონალ ჩაის გიდთან ერთად, რომელიც ჩაის კულტურას ძალიან კარგად იცნობს, მოინახულებენ ჩაის პლანტაციებს, სადაც გაეცნობიან ჩაის ფოთლების ხელით კრეფისა და ფორმირების ტრადიციულ მეთოდებს.  ტურის შემდეგი ნაწილი მოიცავს საწარმოო ობიექტის მონახულებას, რაც საშუალებას აძლევს მათ დაათვალიერონ  დანადგარები და საწარმოო ხაზი, რომელიც ჩაის ფოთლებს პრემიუმ ხარისხის პროდუქტად გარდაქმნის. ტური სრულდება ჩაის ექსკლუზიური დეგუსტაციით, სადაც ჩვენი ექსპერტი ჩაის ოსტატის ხელმძღვანელობით სტუმრებს დააგემოვნებინებს ჩაის სამ სხვადასხვა სახეობას, თითოეულს თავისი უნიკალური გემოთი. ჩვენი ტურები ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე“, - ამბობს ალექსანდრე შეწირული. 

ზოგადად, Taba-ს ჩაის ტურების აქტიურობა მიბმულია ზღვის ტურისტულ სეზონთან. 

ჩაის ტურებზე ჯავშნები წინასწარ საკმაოდ აქტიურად შედის და როგორც კომპანიაში განმარტავენ ჩაის ტურების კუთხით აგვისტო უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ივლისი იყო.

სამომავლოდ, Taba საკუთარ პლანტაციებთან ახლოს განთავსების ობიექტის მშენებლობასაც განიხილავს. საუბარია 5 ნომრიან პატარა სასტუმროზე. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Taba Tea House & Garden - ექსპორტზე ორიენტირებული საოჯახო ბიზნესი, რომელიც გურიაში ჩაის ტურიზმსაც ავითარებს

06.08.2025.18:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა