სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ — ფესტივალის ოფიციალური სპონსორია ბაზისბანკი
ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 8-13 სექტემბერს, მესტიამ, სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლა.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ფესტივალი დამკვიდრდა როგორც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი და ყოველწლიურად მასპინძლობს სტუმრებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კინოფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის „Work in Progress“ სექციაში დაჯილდოვდა ორი გამორჩეული პროექტი - რეჟისორ თენგიზ ასიტაშვილის ფილმი „ტრაგედია გმირის გარეშე“ და რეჟისორ ედმონდ მინაშვილის „ყვავილების ქვეყანა“. გამარჯვებულებს "შემოქმედებითი საქართველოს" და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის, კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს გადაეცა.
„ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერა. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი გამორჩეული პლატფორმაა ქართული და საერთაშორისო კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის. მოხარულები ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომელიც არა მხოლოდ რეგიონული კულტურის განვითარებას ემსახურება, არამედ აქტიურად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი.
სხვა სიახლეები
17.09.2025.17:55
ინოვაცია, იაპონური სიზუსტე და ქართული მრავალფეროვნება - ამ პრინციპებს აერთიანებს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, რომელმაც მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის არა მხოლოდ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის, არამედ ქართულ-იაპონური ისტორიის წარდგენაც.
Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი ერთდროულად არის ეკომეგობრული და მძლავრი, ელეგანტური და უნივერსალური, უსაფრთხო და თავისუფალი. ავტომობილი საკუთარ დიზაინსა და ტექნიკურ მხარეში აერთიანებს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს - ზღვისა და მთის სინთეზი, ქალაქის დინამიკა და ველური ბუნების თავისუფლება, ტრადიციის სიღრმე და ამავდროულად თანამედროვე ცხოვრების სტილი. ქართველებს უყვართ უკიდურესობები... კამპანიის მთავარი შინაარსიც სწორედ მათი ხასიათიდან გამომდინარეობს. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ კამპანიაზე კრეატიულ სააგენტო Quick-თან ერთად იმუშავა.
კამპანიის მთავარი სახეა ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი — ქართველი ოძეკი, რომლის კარიერა და ცხოვრება იაპონურ-ქართული კავშირის ნამდვილი სიმბოლოა. კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში იაპონელ ინჟინრებს პირადად ტოჩინოშინი უზიარებს ქართველების საჭიროებებს: „ქართველებს სჭირდებათ ავტომობილი, რომელიც ჩვენს მრავალფეროვნებას მოერგება და ამავდროულად იაპონური სულით იქნება დამუხტული“.
Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი სწორედ კამპანიის ვიდეოში გაჟღერებულ მოთხოვნებზეა აგებული. ის საშუალებას გაძლევს ქალაქში ელექტროენერგია გამოიყენო, ხოლო შორ მანძილზე გადაადგილებისას ჰიბრიდულ რეჟიმზე გადახვიდე. ავტომობილი აერთიანებს ეკომეგობრულობას, 327 ცხენის ძალას, SUV კლასის სიმტკიცესა და იაპონური ინჟინერიის გამორჩეულ სიზუსტეს.
თუმცა კამპანიის მთავარი მესიჯი ტექნიკურ მონაცემებს სცდება. აქცენტი გაკეთებულია უნივერსალურობასა და იდეალურობაზე, კერძოდ, იმ ასპექტზე, რამდენად ზუსტად ერგება ავტომობილი ადგილობრივ საჭიროებებს. ასევე იმ მრავალფეროვნებაზე, რაც ქართულ ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილს თან ახლავს.
„ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობ, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასეთი ინიციატივები აძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ურთიერთგაგებას და ქმნის ერთგვარ ხიდს, რომელიც აერთიანებს კულტურას, ინოვაციასა და საერთო სულისკვეთებას“, - აღნიშნავს ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი.
„მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“ კამპანია მხოლოდ ახალი მოდელის ავტომობილის წარდგენასა და ტექნოლოგიურ სიახლეს კი არა, ბრენდის სწორად პოზიციონირებას და მისი იაპონური ფესვების წარმოჩენას ემსახურება. ის მრავალფეროვანი კონტენტისგან შედგება, სადაც იაპონური ინოვაცია და ქართული ხასიათი ერთობლივ კომბინაციაში მოდის.
ვიდეორგოლში ტოჩინოშინი აცნობს იაპონელ ინჟინრებს ქართველების საჭიროებებს, ხოლო ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ პრინტ-სერიაში CX-60-ის უნარები „სარკისეულ ისტორიებში“ ცოცხლდება, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის მრავალფეროვნებასა და მისი უნარების სრულყოფილებას. თითოეული კადრი წარმოაჩენს მოდელის ეკონომიურობასა და სისწრაფეს, სიმტკიცესა და კომფორტს, ტექნოლოგიურობასა და ელეგანტურობას, აჩვენებს, რომ მაზდას ახალი მოდელი მთლიანობაში არის როგორც უნივერსალური, ისე იდეალური, ქალაქის პირობებშიც და შორ მანძილზე მოგზაურობისასაც.
საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის წარდგენა საშუალებას გვაძლევს, ქართველ საზოგადოებას არა მხოლოდ ახალი მოდელი გავაცნოთ, არამედ ვაჩვენოთ ისტორია, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეს ამბავი ქართულ-იაპონური ურთიერთობის, კულტურის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის შესახებაა. ამ ისტორიაში მთავარ როლს კი ტოჩინოშინი ასრულებს — ის კულტურული ხიდია ორ ქვეყანას შორის და გვახსენებს Mazda-ს იაპონურ ფესვებს, რომლებიც იდეალურად ერგება ქართულ ყოველდღიურობას.
აღსანიშნავია, რომ Mazda CX-60 პირველი დამუხტვადი ჰიბრიდია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც შეფერხებების გარეშე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან მიგიყვანს, ეს გახლავთ ის მთავარი ხაზი, რომელიც კამპანიის ღერძად ვაქციეთ“.
ავტომობილი ერთი დამუხტვით 76 კმ-მდე გადის; 0%-100% დამუხტვა 2 საათსა და 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო 20%-80% -ით - 1 საათსა და 30 წუთში.
„მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი კამპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად ბიზნესსა და კულტურულ სივრცეს აერთიანებს. ის ქმნის ისტორიას, სადაც ქართული მრავალფეროვნება და იაპონური სიზუსტე ერთმანეთს ავსებს. კამპანიის სლოგანი — „შექმნილია შენთვის ოძეკის სტანდარტებით“ — კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი არის უკიდურესობებით გაჟღენთილი ავტომობილი, რომელიც უნივერსალურია ქართველებისთვის.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.