სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გაფართოებას განაგრძობს - როგორი იქნება მე-500 ობიექტი
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გაფართოებას განაგრძობს. 23 დეკემბერს, ბორჯომში, „მაგნიტის“ რიგით მე-500 ობიექტი გაიხსნება, რომელიც იქნება განსხვავებული ფორმატის - „მაგნიტი მაქსი“.
როგორც Business Insider Georgia-ს „მაგნიტში“ განუცხადეს, „მაგნიტი მაქსი“ ბორჯომის საკურორტო ზონის სტრატეგიულ წერტილში მდებარეობს, რომელიც მრავალი წელია ცნობილია, როგორც შესყიდვების ცენტრი.
„ეს ადგილი ბორჯომელებისთვის ნაცნობი და მოსახერხებელია, რაც ადგილობრივებსა და დამსვენებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. დაახლოებით 1 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სივრცე კი ოჯახისთვის ყველა საჭირო პროდუქტს გააერთიანებს და მომხმარებელს 24/7-ზე მოემსახურება.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.