მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7160.8
-0.0081
flag
AZN 1.5901
-0.0025
flag
CNY 39.109
-0.0081
flag
EUR 3.1114
-0.0163
flag
GBP 3.5949
-0.0192
flag
KZT 55.84
-0.0022
flag
TRY 0.0608
-0.0002
flag
USD 2.7025
-0.0041

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი - საქართველოს ბანკი

news image

17 იანვარს ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები კარნეგი ჰოლის ლეგენდარულ სცენაზე წარსდგა. ეს ისტორიული მოვლენა ქართულ ხელოვნებას მსოფლიო კულტურისა და ისტორიის ნაწილად აქცევს.

მუდმივი წინსვლისა და არგაჩერების პროცესში სუხიშვილების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია, ღონისძიების ორგანიზატორი კი Emolas Corporation იყო.

1891 წელს გახსნილი კარნეგი ჰოლი საუკუნეზე მეტია გამორჩეულ არტისტებს მასპინძლობს. მათ, რომლებმაც ეპოქები შექმნეს. სწორედ აქ იდგნენ ბილი ჰოლიდეი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, მაილს დევისი, არეტა ფრანკლინი, მარია კალასი, The Beatles და სხვა არტისტები, რომლებმაც ეს სცენა ლეგენდარულად აქციეს. მათი თითოეული კონცერტი კულტურულ მოვლენად იქცა, რომელმაც თაობები გააერთიანა და დროს გაუძლო.

მათ რიგს უკვე ქართული კულტურაც შეუერთდა. სუხიშვილების კონცერტმა კარნეგი ჰოლში დაადასტურა, რომ ქართული ეროვნული ცეკვა მსოფლიო კულტურის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და მათთვის არაერთ პროექტს ახორციელებს როგორც საბანკო სერვისების განვითარების, ისე კულტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. სუხიშვილების კონცერტის მხარდაჭერა სწორედ ამ ხედვის ნაწილია.

„სუხიშვილების კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. საქართველოს ბანკი უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს ემიგრანტებზე ორიენტირებულ არაერთ პროექტს როგორც ფინანსური სერვისების განვითარების, ისე კულტურული და საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერის კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მხარდამჭერები ვართ. მსგავსი ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას ემიგრანტებისთვის შევქმნათ კავშირი საკუთარ კულტურასთან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ნატალია შათირიშვილმა.

თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ და გიყვართ ქართული კულტურა, შემოუერთდით ემიგრანტების ჯგუფს, რომ მსგავსი დღეები ერთად აღვნიშნოთ!

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank სომხეთის საუკეთესო ბანკად დასახელდა

27.03.2026.21:16

Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank სომხეთის საუკეთესო ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ, მისი 33-ე ყოველწლიური „მსოფლიოს საუკეთესო ბანკების“ დაჯილდოების ფარგლებში. გამარჯვებული 23 ბანკი შეირჩა თითქმის 150 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა აქტივების ზრდა, მომგებიანობა, გეოგრაფიული გაფართოება, სტრატეგიული პარტნიორობები, ბიზნესის განვითარება და ინოვაცია. ასევე გათვალისწინებული იყო აქციების ანალიტიკოსების, საკრედიტო რეიტინგების ანალიტიკოსების, საბანკო კონსულტანტებისა და ინდუსტრიაში ჩართული სხვა პროფესიონალების მოსაზრებები.

Global Finance-ის მიხედვით, წლევანდელი გამარჯვებულები არიან ის ბანკები, რომლებმაც რთულ საბაზრო პირობებში ყურადღებით უპასუხეს მომხმარებელთა საჭიროებებს, მიაღწიეს ძლიერ შედეგებს და ამავე დროს შექმნეს საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა ეფექტიანად მართეს აქტივები და ვალდებულებები ტარიფებთან და გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებული მუდმივი გაურკვევლობის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ Ameriabank-მა, როგორც Lion Finance Group-ის ნაწილი, უკვე ოფიციალურად შეუერთდა FTSE 100 ინდექსს, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბირჟის London Stock Exchange-ის ფარგლებში, 2026 წლის 20 მარტს ბაზრის დახურვის შემდეგ. ცვლილება ძალაში შევიდა 2026 წლის 23 მარტს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა