მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

სუხიშვილების თაკარა - ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი

news image

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სუხიშვილების “თაკარა” ახალი ცეკვებით, ენერგიითა და განსხვავებული კომპოზიციებით ისევ აინთო. ექსპერიმენტული ღია სივრცე, ექსპერიმენტული ღია სცენა, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, მნახველს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით უკვე მეხუთე წელია ავსებს.

მრავალი წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” წერს  ახალ ისტორიას და უკვე საიუბილეო 80 წლისთავსაც აღნიშნავს. ასეთ საქვეყნო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობას – არაერთი წელია, „სუხიშვილებს“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ბანკი და  მემკვიდრეობაც გრძელდება. სწორედ ამ მე მკვიდერობის ნაწილია “თაკარა”, რომელიც  მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანსამბლი არასდროს ჩერდება, მუდმივად ავითარებს საკუთარ ხელწერას და ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვის. 

აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც “სუხიშვილად” გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე. 

ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით, ღია სცენა  “თაკარა“ იპროვიზაციასა და ექსპერიმენტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალ სივრცედ იქცა. 

“როდესაც დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, გაჩნდა ღია სცენის შექმნის იდეა. რადგან სცენა საკმაოდ ცხელ და ღია ადგილას მდებარეობს, პროექტს, სიმბოლურად, “თაკარა“ დავარქვით. პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და შრომატევადი იყო, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით პლატფორმა, რომელიც როგორც მაყურებლისთვის, ისე დასისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

თითოეული ზაფხული წინასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი და შეუდარებელია. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა  „თაკარასთვის“ და კონკრეტული  სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთი  ექსპერიმენტული ცეკვა კლასიკაც იქცევა, იმოსება ფორმით და ხდება ანსამბლის ძირითადი რეპერტუარისა და საკონცერტო პროგრამის ბუნებრივი ნაწილი.  

„ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი იქმნება თაკარაზე და თაკარასთვის. მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმი, კონცეფცია. აქ დადგმები არასდროს მეორდება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტი საშუალებაა, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან და მივცეთ თავისუფალ ფანტაზიას სრულყოფილი მოძრაობის უფლება”,- ნინოსუხიშვილი

შთამაგონებელი და სახასიათოა სხვა ქორეოგრაფიული ნომრებიც. მაგალითად, „ქარაფშაში“ მოცეკვავეებს შეუძლიათ, რომ იმოძრაონ თავისუფლად, იმპროვიზაციით, სცენაზევე მოფიქრებული მანერითა და ტექნიკით. სვანურ მოტივებზე შექმნილი „ჯარა“ კი პირიქით, მკაცრ სიზუსტეს მოითხოვს და მოცეკვავეს რიტმიდან ან ტექნიკიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. მისგან განსხვავებით, გაცილებით ენერგიული და მსუბუქია აჭარული „კინტრიში“. ღია სცენა “თაკარასთვის” სახასიათოა ქალის მრავალმხრივი სახე ის სცენაზე ერთდოულად არის ნაზი, მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს ხისტიც, ძლიერიც და მიზანდასახულიც. 

ცეკვის მიღმა, “თაკარას” წარმოდგენებს უნიკალურობას სძენს მუსიკა და კოსტიუმი. ილიკოს სუხიშვილის მიერ შექმნილი მელოდიები აზავებს ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის მოტივებს. შესაბამისად, თვალშისაცემია დასის ერთგვარი პროვოკაცია, რომ არც ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვას უშინდებიან. “თაკარას” ხასიათს ეხმიანება კოსტიუმებიც - ქსოვილები არის ჰაეროვანი, მსუბუქი, ჭრელი, ფერადი გამოსახულებებით მორთული. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტრადიციები და თანამედროვეობა წინააღმდეგობაში კიარა, პირიქით, ერთმანეთთან სინთეზშია. 

„მუსიკა, კოსტიუმი, ცეკვა, ყველაფერი ერთად იქმნება. გათვალისწინებულია სტილიც, მოძრაობაც, ზაფხულის სეზონიც და თავად პროგრამის კონცეფციაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ კოსტიუმი იყოს ფრიალა, გრილი და იძლეოდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას. რადგან ძალიან ცხელა და ეს ყველაფერი თაკარა მზეზე ხდება. ცეკვის დროს კოსტიუმი უნდა იყოს გრილი, მსუბუქი. რაც შეეხება მუსიკას, ისიც სპეციალურად თაკარასთვის იქმნება. ამ მიმართულებით არ ვუშინდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. კერძოდ თაკარას სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკაც ჟღერს”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი. 

ასეთი მომზადებისა და უწყვეტი ენერგიის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტი „თაკარა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირველივე კონცერტიდან სრული ანშლაგით ტარდება. სუხიშვილები მუდმივად ახერხებენ მაყურებლის გაოცებასა და აღტაცებას, რის გამოც ანსამბლი ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრისთვის ბრენდად იქცა. ბრენდად, რომელიც სიზუსტეს, დისციპლინასა და ტრადიციებს აერთიანებს და არასდროს ჩერდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუხიშვილებს წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდათ. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მაყურებელს ახალი, მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზონ. უკვე დაგეგმილია წინანდლის ფესტივალზე მონაწილეობა. ოქტომბრიდან კი გეზი უცხოეთისკენ იქნება. ანსამბლს ისიც აძლიერებს, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მათ გვერდით საქართველოს ბანკი დგას, ერთგული გულშემატკივარი და ყველა დიდი ჩანაფიქრის სანდო მხარდამჭერი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ნოველა“ - მაღალი კლასის ახალი სასტუმრო რაჭის ტურისტულ რუკაზე

31.07.2025.14:00

რაჭას და კერძოდ ქალაქ ონს რამდენიმე დღეში მაღალი კლასის Nouvelle Hotel • სასტუმრო ნოველა შეემატება, რაშიც კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტმა“ 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა. როგორც სასტუმროს წარმომადგენელმა თეიმურაზ გრძელიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ პრესტურის ფარგლებში გამართულ Business Insider Georgia-სთან განაცხადა, სასტუმრო არის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი და ის ოპერირების დაწყების შემდეგ 35 ადგილობრივს დაასაქმებს.

„ქალაქ ონში ახლად აშენებული ა​სასტუმრო „ნოველა“ სტუმრების მიღებას აგვისტოს პირველი ნახევრიდან შეძლებს. სასტუმროს მშენებლობა განაპირობა რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტთან, როგორიც არის საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებამ ონში და ზოგადად რაჭაში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად გაზარდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაზარდა. 


მსგავსი საერთაშორისო ტიპის სასტუმრო არც ონის მუნიციპალიტეტში და უშუალოდ ქალაქ ონში ამ დროისათვის არ არსებობს. „ნოველა“ დააკმაყოფილებს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებს. მისი მშენებლობისთვის განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია. მსგავსი ტიპის ინვესტიცია და სასტუმროს მშენებლობა ონისთვის უმნიშვნელოვანესია. აქ შესაძლებელი იქნება ისეთი საერთაშორისო სერვისების მიღება, როგორც ეს ჩვენს სტუმრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეეძლოთ მიეღოთ“, - განმარტავს „ნოველას“ წარმომადგენელი. 

სასტუმრო „ნოველა“ 16 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. სასტუმროს ექნება ასევე საკონფერენციო დარბაზები და საცურაო აუზი. 

„ჩვენი საკონფერენციო დარბაზები გათვლილია 60 ადამიანზე. გვექნება მცირე ზომის და ასევე შედარებით დიდი საკონფერენციო დარბაზი. საკონფერენციო ინფრასტრუქტურა გათვლილია როგორც ტურისტებისთვის, ისე რეგიონში MICE  ტურიზმის განვითარებაზე და ასევე კორპორატიული შეხვედრებისთვის“, - განმარტავენ სასტუმრო „ნოველაში“.

რაც შეეხება საცურაო აუზს ის დახურული ტიპის იქნება და მისი მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. სასტუმროში აქტიურად იქნება ასევე განვითარებული სპა მიმართულება. მას შემდეგ რა „ნოველა“ გაფართოვდება და აუზს დაამატებს, კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტი“ სასტუმროსთვის 4 ვარსკვლავის მინიჭებაზე გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს. 

რაც შეეხება გასტრონომიას, „ნოველა“ გააერთიანებს ლაუნჯს, რესტორანს და ბისტროს, სადაც ევროპულ და ქართულ კერძებთან ერთად წარმოდგენილი იქნება რაჭული გასტრონომია და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები. სასტუმროს რესტორნის მენიუში ასევე შეხვდებით დავიწყებულ, მაგრამ უკვე აღდგენილ სხვადასხვა რაჭულ კერძებს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა