მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

სუხიშვილების აფიშების ქრონიკა საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია

news image

ჰაეროვანი კოსტიუმები, გამორჩეულად ჟღერადი ელექტრონული მუსიკა და განსაკუთრებული ქორეოგრაფია სუხიშვილების სავიზიტო ბარათია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია აფიშები, რომლებიც ანსამბლის 80-წლიანი გზის ცოცხალ ქრონიკას წარმოადგენენ. თითოეული მათგანი, თავისი უნიკალური დიზაინითა და სტილით, მკაფიოდ ასახავს კონკრეტულ ეპოქას, იმდროინდელ განწყობასა და ხედვას.

აღნიშნული აფიშები ქართული კულტურის, ისტორიისა და ეროვნული სიამაყის ცოცხალი სიმბოლოებია. მათი ხილვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ანსამბლისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები. საბჭოთა კავშირის პირობებშიც კი სუხიშვილებმა შეძლეს ქართული ფოლკლორის საზღვრებს გარეთ გატანა. თანაც ისე, რომ ეწერა ანსამბლი საქართველოდან, და არა საბჭოთა კავშირიდან.

პირველი წლები

დასის ისტორია 1945 წელს იწყება, როდესაც ცეკვის სიყვარულით გაერთიანებულმა წყვილმა, ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა, ანსამბლი ოფიციალურად დააარსეს. იმდროინდელი საზოგადოება რთულად ეგუებოდა სიახლეებს. განსხვავებულობა, ინოვაცია და სითამამე ხშირად პროვოკაციად ითვლებოდა. თუმცა ნინოს და ილიკოს არ აშინებდათ არც კრიტიკა, არც აკრძალვა და არც ბიუროკრატიული წინააღმდეგობები. პირიქით, მუდმივად ცდილობდნენ ახალი სახეების აღმოჩენას, კონკრეტული კუთხისთვის დამახასიათებელი ცეკვების სცენაზე გაცოცხლებასა და საერთაშორისო არენაზე ღირსეული სახელის წარმოჩენას.

ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქართველ სცენოგრაფ სოლიკო ვირსალაძეს, რომლის მიერ შექმნილი კოსტიუმები არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო შემდგომი თაობებისთვის. კოსტიუმები და ცეკვა სუხიშვილებისათვის მხოლოდ ხელოვნება არ იყო. ეს იყო მანიფესტი, რომელიც მაყურებელს სცენიდან თავისუფლებას აგრძნობინებდა.

აფიშები კი, ფოტო-ვიდეო არქივის მსგავსად, სწორედ ამ დაუოკებელი ჟინის, ახლის ძიებისა და ინოვატორობის დოკუმენტური მტკიცებულებაა.

მსოფლიო აღიარება

სუხიშვილების აფიშების დიზაინი და ტექსტი ხშირად ასახავს ეპოქის კონტექსტს, საზოგადოებრივ განწყობასა და პოლიტიკურ გარემოს. ზოგიერთი აფიშა ფესტივალებს, მსოფლიო ტურნეებსა და საიუბილეო საღამოებს ეხმაურება.

გამორჩეული ფერები, მოცეკვავეთა ელეგანტური სილუეტები, მამაკაცები წითელ ჩოხებში, ხორუმი, სამაია და სხვა ცეკვები მიუთითებდა იმ ძალისხმევაზე, სითამამესა და შემოქმედებით გამბედაობაზე, რომლის წყალობითაც ანსამბლი პატარა დასიდან ნამდვილ დინასტიად იქცა. ზოგიერთი მათგანი ბუნებრივად მიგვახვედრებდა, რომ დასი საბჭოთა კავშირიდან იყო. ამის ფონზე წარწერა „ანსამბლი საქართველოდან“ განსაკუთრებულ მნიშვნელობის იძენდა. ვინაიდან, სხვებს არა თუ მსგავსი იდეის განხორციელება არამედ, მასზე ფიქრიც კი არ შეეძლოთ.

არქივში გამორჩეული ადგილი უჭირავს 1967 წლის აფიშას. წელს, როდესაც ანსამბლმა კონცერტი გამართა ლა-სკალაში, სადაც ფარდა 14-ჯერ აიწია. სუხიშვილები დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასია, რომელიც აღნიშნული თეატრის სცენაზე გამოვიდა. წარმოდგენის შესახებ გაზეთებში წერდნენ:

"ბალეტის ქართველი არტისტები თავად სრულყოფილებაა. ქარიშხალია სცენაზე! მამაკაცური სიძლიერის და ქალური გრაციოზულობის კავშირია. მოცეკვავეები ჰაერში იჭრებიან კალეიდოსკოპური გეომეტრიითა და სამხედრო სიმკვეთრით".

გამორჩეულად მნიშვნელოვანია 1980-იანი და 1990-იანი წლების მსოფლიო ტურნეების აფიშები, როდესაც სუხიშვილები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებს იპყრობდნენ. სწორედ ამ წლებში გაჩნდა აფიშები ამერიკული ტურნეებიდანაც, მათ შორის მეტროპოლიტენ ოპერაში უცხოელი მაყურებელი სრული აღტაცებითა და ეიფორიით შესცქეროდა ქართულ ქორეოგრაფიას.

ასეთი ისტორიის ფონზე რა გასაკვირია, რომ ნაციონალური ბალეტის მიერ შექმნილი ფასდაუდებელი არქივი არაერთ ენაზე შესრულებულ აფიშებს ინახავს.

მასშტაბების წარმოსადგენად, გეტყვით, რომ სუხიშვილებს მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა.

დღეს დასს სუხიშვილების მესამე თაობა ხელმძღვანელობს. უმცროსი ნინო და ილიკო სუხიშვილები ძველისა და ახლის უნიკალური სინთეზით განაგრძობენ ისტორიის წერას. ამ საქმეში მათი მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია. მხარდამჭერი, რომელთანაც მუდმივი განახლება, დაუოკებელი ჟინი და წინსვლა აერთიანებთ. პარტნიორობა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება: რომ დინასტია არ გაჩერდეს და ამავდროულად მსოფლიო არენაზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.

სწორედ ამ მიზნით, ქართული ნაციონალური ბალეტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, 2 დეკემბრის ჩათვლით გამოფენას „ტრიუმფის 80 წელს“ მასპინძლობს. დამთვალიერებელს დროში მოგზაურობა ელის, რადგან ფოტოარქივი, ვირსალაძის კოსტიუმები და ისტორიული აფიშები სუხიშვილების წარსულსა და თანამედროვეობას ერთ სივრცეში აცოცხლებენ.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებგვერდს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს სებ-ში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი წევრები - Money Movers-ის დირექტორი

11.12.2025.14:10

ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Money Movers-ის დირექტორი კახაბერ საკანელაშვილი  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით წერს. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა  საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გახდნენ. 

„პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი.
ჩემთვის, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წარმომადგენლისთვის, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია – გვეძლევა შესაძლებლობა, ფინანსური სექტორის სრულფასოვანი და დამოუკიდებელი წევრები გავხდეთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ბანკებზე.
ცვლილებები მნიშვნელოვან საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს  შესაძლებლობას აძლევს, ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიში და გახდნენ RTGS სისტემის სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და პირდაპირი წევრები.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სექტორის ინსტიტუციური გაძლიერების, კონკურენციის ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის უფრო მაღალი სტანდარტისკენ“, - წერს კახაბერ საკანელაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა