სუხიშვილები თაკარას სცენაზე ბრუნდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
სუხიშვილების ანსამბლი თაკარას სცენაზე ბრუნდება. საქართველოს ბანკი - ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორია.
წელს სუხიშვილების ანსამბლი 80 წლის იუბილეს ზეიმობს - კარგად ნაცნობი ტრადიციული რეპერტუარით, თუმცა, განახლებული ქორეოგრაფიული დადგმებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ექსპერიმენტული სივრცე მაყურებელს გამორჩეულ გამოცდილებას ჰპირდება.
თაკარას კონცერტები 1 ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ვებგვერდებზე: tkt.ge და biletebi.ge
20-22 ივნისს მხოლოდ SOLO ბარათის მფლობელებისთვის ამოქმედდება ბილეთების წინასწარი გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე იმოქმედებს მუდმივი 10%-იანი ფასდაკლება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.