სუხიშვილები - მოძრაობა, რომელიც არ ჩერდება საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია
„ქართულ ცეკვას აქვს ის უხილავი, სულიერი ბირთვი, მუხტი, რომელიც სხეულის და მოძრაობების ნაერთს, ჩაცმულს ჩოხაში, აძლევს იმპულსს ქართული მოძრაობისკენ“ - ეს სუხიშვილებია, ეროვნულ საგანძურად ქცეული ნაციონალური ბალეტი, რომელიც საკუთარ თავში ძველ ტრადიციებთან ერთად ინოვაციებს აერთიანებს და ამ ჰარმონიული სინთეზით მუდმივ, ნოვატორულ განვითარებას არ წყვეტს.
სწორედ მუდმივი მოძრაობა და გამბედაობა იქცა სუხიშვილების ვიდეოს მთავარ შთაგონებად და ინსპირაციად, რომელიც კრეატიული სტუდია JoyBoy-ის მიერ შეიქმნა.
ვიდეო სუხიშვილების ანსამბლის მსოფლიოსთვის გაცნობას ისახავს მიზნად - 15 000-ზე მეტი წარმოდგენა, 100-ზე მეტი ქვეყანა, 80-ზე მეტი წელი - ეს მხოლოდ დასაწყისია.
„პროექტზე მუშაობის პროცესში დიდი წვლილი ფაიერ ფროდაქშენს მიუძღვის. ჩვენი ამოცანა მსოფლიოსთვის „სუხიშვილების” რაობის მოყოლა იყო იმ ვიდეოსა და განახლებული ლოგოს მეშვეობით, რომელსაც ანსამბლი საკუთარი მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე - იაპონიასა, ინგლისსა თუ ახალ ზელანდიაში წარადგენს. ამიტომ, ვეცადეთ მთავარი სათქმელი ანსამბლის 80 წლიანი ისტორიით, უამრავი წარმოდგენით, ფეხზე მდგარი ლა სკალათი, უნიკალური ტანისამოსებითა და მოძრაობებით გამოგვეხატა, რომელიც მაყურებელს, უნივერსალური ენით გაუზიარებს სათქმელს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს“, - აღნიშნავს კრეატიული სტუდია JoyBoy-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი კვიტატიანი.
დამკვეთი: სუხიშვილები
კრეატიული სტუდია - JoyBoy
წარმოება: Fire Production
JoyBoy
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გიორგი კვიტატიანი
აღმასრულებელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ლაშა დ. კოტორი
უფროსი არტ დირექტორი: ლუკა ივანიძე
უფროსი ქოფირაითერი: ზუკა ბერძენიშვილი
უფროსი დიზაინერი: გიორგი ხარძიანი
ექაუნთ მენეჯერი: ლაშა კოტორაშვილი
კადრირება: აკო რეხვიაშვილი
შექმოქმედებითი გუნდი: სოფო ლომინეიშვილი, ნუცა კაკულია, შიო ფეიქრიშვილი, მარიამ ტეფნაძე, ნუცა კერესელიძე, მარიამ კოტიშაძე, სანდრო ლალიაშვილი
FIRE PRODUCTION
აღმასრულებელი პროდიუსერი: თამარ თვარაძე
პროდიუსერი: მარიამ ზუბაშვილი
რეჟისორი: გიორგი მეშველიანი
დამდგმელი ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
სამხატვრო ჯგუფი: Nisley Studio
სტედიკამ ოპერატორი: დათო ოდიშარია
ლაინ პროდიუსერი: მარიამ ფრანგიშვილი
1st AD: შოთა მესხაძე
ფროდაქშენ ასისტენტი: გვანცა მინდიაშვილი
სეტ მენეჯერი: ვალერიან ურუშაძე
გაფერი: გიორგი გოგატიშვილი
ფოკუს ფულერი: ირაკლი დურუ ჟღენტი
კამერის და განათების ჯგუფი: გოგა კარბელაშვილი, ვაჟა აფრასიძე, ბიძინა ჩხაიძე, გიორგი მარსაგიშვილი, ცოტნე მარსაგიშვილი, გიორგი გოგბაიძე, გიორგი ლომიძე.
მონტაჟი: El Mariachi
მუსიკა: ილიკო სუხიშვილი უმცროსი - ჯარა
ხმის დიზაინი: POSTRED
გრაფიკა: გიორგი კორგანოვი
ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლაიშვილი
კამერის და განათების რენტალი: JAGA GRIP
სხვა სიახლეები
„იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - ვახტანგ ცინცაძე
25.11.2025.19:51
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, კომპანია „იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში 6.6 მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - მათ შორის, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა და შეიქმნება ახალი, მაღალი ღირებულების მქონე სამუშაო ადგილები.
„იგლ ჰილსის" პროექტს მნიშვნელოვანი როლი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით არსებული მოლოდინების გაუმჯობესებაზე, რასაც სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ზრდაც ადასტურებს. ამასთან, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია გზავნილია სხვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისადმი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ „იგლ ჰილსის" მიერ დედაქალაქსა და გონიოში თანამედროვე, მაღალი ხარისხის და სტანდარტების შესაბამისი პროექტები განხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების და ფულადი რესურსების შემოტანის გარდა, ასევე უზრუნველყოფს ცოდნის, ტექნოლოგიებისა და ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.
„გარდა იმისა, რომ ქვეყანაში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე გაჩნდება ახალი სივრცეები და მიზიდულობის ცენტრები, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს საქართველოში გაცილებით მაღალმხარჯველები ტურისტების შემოდინებას და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა თვისობრივად სხვა დონეზე გადავა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.