მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

news image

15 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, არქის მაცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გაიმართა, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები არქელებისთვის სპეციალური პროგრამით წარდგა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ქორეოგრაფიული ნომრები აერთიანებდა ეროვნულ იდენტობად ქცეულ კომპოზიციებს.

ღონისძიება არქის ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო, რომ არქელებს უნიკალური კულტურული გამოცდილება მიეღოთ, დამტკბარიყვნენ ცეკვით გადმოცემული ქართული ტრადიციებით და ზაფხულის თბილი საღამო სასიამოვნოდ გაეტარებინათ.

“არქიში ჩვენს 45 000-ზე მეტ არქელზე ზრუნვას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ და ყოველთვის ვცდილობთ სხვადასხვა სახის აქტივობები შევთავაზოთ. არქისთან ურთიერთობა არ მთავრდება ბინის გასაღების გადაცემით, პირიქით, ჩვენი მიზანია რომ თითოეულმა არქელმა ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს თავი. ასეთი ღონისძიებები უკვე იქცა ჩვენს საერთო ტრადიციად და ჩვენს მაცხოვრებლებს წინ კიდევ უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ” - არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ლეგენდარულ ანსამბლს წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა და არქელებისთვის მოწყობილ საღამოზე წარმოდგენილი იყო მთელი ამ პერიოდის მანძილზე შექმნილი საუკეთესო ქორეოგრაფიული კომპოზიციები.
არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა და ამის ფარგლებში, არაერთი სხვადასხვა ინიციატივით ცდილობს, მათი ყოველდღიურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. წლების მანძილზე, კომპანიის ორგანიზებით, მხოლოდ არქელებისთვის გაიმართა ისეთი გამორჩეული ღონისძიებები, როგორიც იყო „ჯიფსი კინგსის“ კონცერტი, ქართული კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრისგან; მიუზიკლი „ჩიკაგო“ და სხვა...

დეველოპერული კომპანია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, რათა არქიში ცხოვრება სავსე იყოს სასიამოვნო მომენტებითა და გამოცდილებებით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას ხმარდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ვილა მოსავალის“ 1000 სტუმარზე გათვლილი რესტორანი სექტემბერში გაიხსნება

17.06.2025.18:00

Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.

„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.

სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.

როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.

ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.

„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა