"Suit by Foris" - ახალი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსისათვის სრული საინჟინრო კომუნიკაციების სამონტაჟო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპ’’ ასრულებს
თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და გამორჩეულ უბანში - ავლაბარში, ბოჭორმას ქუჩაზე მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის „Suits by Foris Development“-ის მშენებლობა.
პროექტის სრული საინჟინრო ნაწილის განხორციელებას უზრუნველყოფს შპს „იმპოსტი მეპ“-ის პროფესიონალი გუნდი. კომპანიამ უკვე მოამზადა საინჟინრო სისტემების დეტალური პროექტი და ამ ეტაპზე ახორციელებს მის კომპლექსურ მონტაჟს. სამუშაოები მოიცავს სახანძრო უსაფრთხოების, წყალარინებისა და დრენაჟის, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენების სისტემების მოწყობას.
ყველა პროცესი ხორციელდება მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით, მაღალი ხარისხის მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მომავალ მაცხოვრებლებს უსაფრთხო, ეფექტურ და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.
‘’Foris Development’’ იმ დეველოპერულ კომპანიებს შორისაა, რომლისთვისაც ხარისხი და კომფორტი პრიორიტეტულია - ხოლო „იმპოსტი მეპ“ უზრუნველყოფს ამ სტანდარტის ტექნიკურ სრულყოფას.
კომპლექსი აერთიანებს 113 საცხოვრებელ ბინას, ორ დონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, კომერციულ და საოფისე ფართებს - რაც ქმნის თანამედროვე, ფუნქციურ და პრესტიჟულ საცხოვრებელ სივრცეს ქალაქის ისტორიულ ცენტრში.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
17.04.2026.14:44
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში გააერთიანებს და მრავალფეროვან ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
თიბისი, როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. ბაზრობის ფარგლებში, შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურადდაიბრუნებენ გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლის ბარათის და 18-23 წლის ახალი თიბისი ბარათის მფლობელებს. დამატებით დეტალებს გაეცანით თიბისის მობაილბანკში. თიბისის სპეციალურ ზონაში სტუმრები შეძლებენ დრო კომფორტულ და საინტერესო გარემოში გაატარონ, აქვე ექნებათ მათ თიბისის ახალი ბარათის აღების შესაძლებლობაც.
თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს სტუმრებს. დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, წიგნის ბაზრობაზე პირველად წარმოდგენილი ახალი გამოცემები, სპეციალური ფასდაკლებები და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა. წლევანდელი ბაზრობის მთავარი გზავნილია „წიგნებით თავისუფლებისთვის“, რომლის გარშემოც ერთიანდებიან გამომცემლები, ავტორები და მკითხველები.
წელს, ბაზრობაზე პირველად მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“, რომელიც მოზარდებს შესთავაზებს შემეცნებით და ინტერაქციულ გამოცდილებას. სივრცის მიზანია, ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას, თანამედროვე სამყაროში კითხვის ახალი მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად.
წიგნის ბაზრობის დაგეგმილი პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ოთხ სივრცეში გადანაწილდება: მთავარი სცენა - წიგნის პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები; მცირე სცენა - ლიტერატურული პერფორმანსები; საბავშვო სივრცე - ზღაპრების კითხვა და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდული სივრცე - ვორქშოპები, მასტერკლასები და აქტივობები ციფრული უსაფრთხოებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით.
თიბისი, ჩვენს ქვეყანაში, კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მთავარი მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ თიბისი თბილისის წიგნის ბაზრობის მხარდამჭერი და მისი უცვლელი პარტნიორია მისი დაარსების დღიდან.