მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

Sugar Free პროდუქციის ხაზის გაფართოებაზე მუშაობს

news image

Sugar Free აქტიურად მუშაობს პროდუქციის ხაზის გაფართოებაზე. სულ რამდენიმე დღის წინ მომხმარებელს ახალი პროდუქტი Berry Bites შევთავაზეთ , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა რუსუდან კვანტალიანმა განუცხადა.

„Sugar Free აქტიურად მუშაობს პროდუქციის ხაზის გაფართოებაზე. სულ რამდენიმე დღის წინ მომხმარებელს ახალი პროდუქტი Berry Bites შევთავაზეთ - ტემპერირებულ შოკოლადში ამოვლებული კენკრა, რომელიც ერთდროულად უგლუტენო, ჯანსაღი და დაბალკალორიულა.

წლის ბოლომდე Choco Bites-ს ნახავთ ჩვენს მენიუში - თხილისა და შოკოლადის კეტო მეგობრული ხემსი.

ასევე, მენიუს სეზონურად გოზინაყიც დაემატა. წლევანდელი სეტი 3 სახის გოზინაყისგან შედგება: ნიგვზის, ნუშისა და ნიგვზიანი შოკოლადის გოზინაყი.

2026 წლის პირველ ნახევარში მენიუს განახლებაზე ვიწყებთ მუშაობას “, - აცხადებს რუსუდან კვანტალიანი.

Sugar Free-ს პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელი კვებისა და შაქრის შემცვლელი პროდუქტების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება. მომხმარებლები აქტიურად ეძებენ ტკბილეულის უფრო ჯანსაღ ალტერნატივებს.

Sugar Free-ს შემთხვევაში, მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში – მომხმარებლები აფასებენ ჩვენი პროდუქციის გემოს და ზუსტად იციან იმ სტანდარტებისა და ხარისხის შესახებ, რასაც ჩვენ მათ სტაბილურად ვთავაზობთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პირადი ინვესტიციით შექმნილი Sugar Free თითქმის ოთხი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ორ ფილიალს ფლობს თბილისში, ვაკეში და საბურთალოზე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ველეულა“ მომხმარებელს საახალწლო, ქართული ნობათის ბოქსებს სთავაზობს

16.12.2025.16:00

საახალწლოდ მომხმარებლებისთვის შევქმენით ქართული ნობათის ბოქსები, რომლებიც სხვადასხვა ქართულ პროდუქტს აერთიანებს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის მწარმოებელი კომპანია „ველეულას“ ბრენდის მენეჯერმა, ნინო მღებრიშვილმა განუცხადა.

„წინა საახალწლოდ მომხმარებლებისთვის შევქმენით ქართული ნობათის ბოქსები, რომლებიც მოიცავს ქართულ პროდუქტებს: რაჭულ ლორს, ქართულ ჩირს, ჩურჩხელას და ჩვენს ღვინოს. ღვინოს მომხმარებელი ჩვენი ასორტიმენტიდან ირჩევს. შესაძლებელია როგორც 1.5-ლიტრიანი, ისე 750 მლ-იანი ბოთლის არჩევა.

750 მლ-იანი ღვინით დაკომპლექტებული ბოქსები განსაკუთრებით საინტერესოა კორპორატიული კლიენტებისთვის. ეს ძალიან კარგი სასაჩუქრე ნაკრებია და ფასიც ხელმისაწვდომია - 750 მლ-იანი ბოქსი 48 ლარი ღირს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შევთავაზებთ ფასდაკლებებს, გვექნება 99-ლარიანი სეტები ჩვენი ღვინოებით. ეს შეთავაზება გამოქვეყნდება ჩვენს სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე.

4 დეკემბერს მონაწილეობა მივიღეთ ადამიანები ბიზნესის უკან - „გაყიდვების ასოციაციის“ ბიზნეს ფორუმში, რომელიც წლის შემაჯამებელი ღონისძიებაა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და კონტაქტების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მრავალ ადამიანს გავაცანით ჩვენი პროდუქცია. ბოქსებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და კორპორატიულ შეკვეთებზე მოთხოვნაც გაიზარდა “, - აცხადებს ნინო მღებრიშვილი.

„ველეულა“, უახლოეს პერიოდში ახალი ღვინის ჩამოსხმას გეგმავს.

„ახლა ისხმება ჩვენი ერთ-ერთი ახალი ღვინო - ნახევრად მშრალი, რაჭული თეთრასა და რაჭული მწვანისგან დაყენებული, მაღალმჟავიანი, დასავლეთის ცინცხალი არომატებით და არის ძალიან გემრიელი. წინა ჩამოსხმამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სრულად გაიყიდა. მალე ახალი პარტია ჩამოისხმება და ისევ დაემატება ჩვენს ასორტიმენტს.

ასევე, ახალი ჩამოსხმის სახით გვექნება „უსახელაური“ და რაჭული მშრალი წითელი ღვინო, ასევე სხვა ყველა დანარჩენი ღვინო “, - აცხადებს „ველეულას“ ბრენდის მენეჯერი.

ცნობისთვის: კორპორატიული შეკვეთებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაკავშირება შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 598424250, 555181000 ან ელექტრონული ფოსტის გამოყენება: Veleulawine@gmail.com.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა