სუფთა ჰაერი, როგორც ჯანსაღი გარემოს საფუძველი -„ტესკოს“ ისტორია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით გავნითარდა
„ტესკო“, ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოში ჰაერის ფილტრების გავრცელებაზე ზრუნავს. მისი თანადამფუძნებელი, მამუკა ლოლაძე, სამედიცინო აპარატურის ინჟინერია, თუმცა კლინიკებთან მუშაობის პროცესში მალე გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით არ შემოიფარგლება - ჰაერის სისუფთავე ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ზუსტი დიაგნოსტიკა.
„ტესკოს“ ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ბრენდთან „Camfil“, რომელმაც ჰაერის ფილტრების და ჰაერ-გამწმენდი სისტემების წარმოება დაიწყო შვედეთში ჯერ კიდევ 1963 წელს. „2006 წლიდან დავიწყეთ ამ ბრენდთან თანამშრომლობა და მას შემდეგ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გავრცელებას უზრუნველვყოფთ“, — აღნიშნავს მამუკა ლოლაძე.
კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის, რასაც ტესკო წლების განმავლობაში ამტკიცებდა - სუფთა ჰაერი არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ჰაერის ვენტილაციისა და ფილტრაციის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელი გახდა, რადგან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზა ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.
„ჩვენი მიზანი ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნაა, განსაკუთრებით ისეთ სივრცეებში, სადაც განსაზღვრულ დახურულ სივრცეში შედარებით მეტი ადამიანი იმყოფება. თანამედროვე შენობებისთვის მხოლოდ გათბობა და ჰაერის კონდიცირება აღარ არის საკმარისი. კომპანია ტესკო მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა წარმადობის დამოუკიდებელ ჰაერგამწმენდ სისტემებს, რომლებიც შეიძლება დაიდგას თითოეულ სივრცეში და ამ გზით იქნას მიღწეული ჰაერის სისუფთავე და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციფიკურ ზონებს შორის წნევათა სხვაობაც“, — განმარტავს მამუკა ლოლაძე.
„ტესკო“ უკვე საქართველოს ფარგლებსაც სცდება და კავკასიის რეგიონში სხვა ქვეყნებსაც ამარაგებს შესაბამისი პროდუქციით. ამგვარ წინსვლასა და წარმატებაში კი კომპანიას სანდო პარტნიორი სჭირდება - ისეთი, როგორიც თიბისია.
„დაარსების პირველივე დღეებიდან თიბისისთან ვთანამშრომლობთ და რაც უფრო მატულობს ჩვენი კომპანიის მიზნები და ნაბიჯები, საბანკო სერვისების მიღების საჭიროებაც მეტად იკვეთება. ფინანსური რესურსების მობილიზაციის გარეშე შეუძლებელია წინსვლა, თიბისი ყოველთვის გვერდით გვიდგას და სამომავლო წინსვლისთვისაც სანდო პარტნიორად მივიჩნევთ“.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
07.10.2025.16:00
Gluten free მომხმარებელს სთავაზობს უგლუტენო პროდუქციას. კომპანია ერთი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ეკა აბრამიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია Gluten Free სპეციალიზდება უგლუტენო ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციაში. საქმიანობა 2024 წელს დავიწყეთ, მიზნად დავისახეთ საქართველოში ჯანსაღი და უსაფრთხო ალტერნატივების შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც უგლუტენო კვებას მისდევს, იქნება ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ ცხოვრების სტილის არჩევანის გამო.
მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის უგლუტენო პურს, ბეიგელს, ქართულ ტრადიციულ ხაჭაპურს და ლობიანს, ნამცხვრებსა და სხვა საცხობ ნაწარმს, რომელიც დამზადებულია ხარისხიანი ინგრედიენტებით, გემოსა და ტექსტურის შენარჩუნებით.
ჩვენი მისიაა, რომ უგლუტენო პროდუქტი იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელი და ხელმისაწვდომი თითოეული მომხმარებლისთვის.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა სახეობის პურეულს, ბეიგელებს, ხაჭაპურის რამდენიმე ვარიანტს, ასევე უგლუტენო პელმენს. ტკბილი ნაწარმის ხაზში მომხმარებელს ვთავაზობთ ნამცხვრებსა და ტორტებს, რომლებიც მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით და არის სრულიად უგლუტენო.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია უგლუტენო ნაწარმის არჩევანი, ხოლო Gluten Free მომხმარებელს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია საკუთარი სივრცის შექმნა - პატარა კაფეს ან სამზარეულოს სახით, სადაც მომხმარებლები ადგილზე დააგემოვნებენ ჩვენს უგლუტენო პროდუქტებს. ეს საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ მოვამზადოთ და შევთავაზოთ მომხმარებლებს ხარისხიანი ნაწარმი, არამედ შევქმნათ სითბოსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ატმოსფერო, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა აღმოაჩინოს უგლუტენო ალტერნატივების მრავალფეროვნება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ვაპირებთ, ეს სივრცე იქცეს შეხვედრის ადგილად ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის, სადაც ერთდროულად იქნება კაფე, საცხობი და სამზარეულო ინოვაციური რეცეპტების გამოსაცდელადაც.