Subway სითი მოლშია - ბაზისბანკთან პარტნიორობით Subway-ს 25-ე ფილიალი გაიხსნა
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ვისოლ ჯგუფმა სავაჭრო ცენტრ სითი მოლში, სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის გლობალური ლიდერის, Subway-ს ამერიკული რესტორანი გახსნა. ბაზისბანკთან პარტნიორობით Subway-ს ახლადგახსნილი რესტორანი უკვე რიგით 25-ე ობიექტია, ხოლო საქართველოს მასშტაბით Subway ჯამში 28 ფილიალით არის წარმოდგენილი.
Subway International BV-სთან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების ფარგლებში, მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი საქართველოში Subway-ს 80 რესტორანს გახსნის.
Subway-ს ამერიკული რესტორნების ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობს, ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურად აწყობილ სენდვიჩებსა და პროფესიონალი კულინარების მიერ პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებს. ბრენდის მთავარი მიზანია, სტუმრობა აქციოს სასიამოვნო გამოცდილებად მათთვის, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს.
„ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას მრავალი წელია უზრუნველყოფს. Subway ბუნებრივი არჩევანია ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ჯანსაღ, მსუბუქ, სწრაფ, მაგრამ გამორჩეულად ხარისხიან საკვებს. ეს არის ადგილი, სადაც სტუმარი თავად ქმნის საკუთარ კომბინაციას, რომელიც ზუსტად მის გემოვნებას შეესაბამება. სწორედ ამ თავისუფლებისა და მუდმივად ახალი გამოცდილების გამო არის Subway უნიკალური სწრაფი კვების ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია Subway საქართველოში იყოს ბრენდი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან და უყვართ. Subway-ის კონცეფცია - ყოველ დღე ახალი - ზუსტად პასუხობს ადგილობრივ მოლოდინებსა და სურვილებს.“ - აცხადებს Subway-ს აღმასრულებელი დირექტორი, გივი გვეტაძე.
„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერაში, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მოხარული ვართ, რომ ვისოლ ჯგუფთან თანამშრომლობით წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ, რაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და Subway-ს მსოფლიოში ცნობილი რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება ხელმისაწვდომი.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
Subway-ს განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37,000-ზე მეტი რესტორნით და ლიდერია სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიაში.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.