სტუმარმასპინძლობის ჟინი — საქართველოს ბანკი „ნეკრესის მამულის“ პარტნიორია
კახეთი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ბუნების სილამაზე, ღვინო და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა ერთად იყრიდა თავს. დღეს კი „ნეკრესის მამულს“ ეს გამოცდილება ახალ მწვერვალზე აჰყავს – სასტუმრო, მარანი, ტრადიციული რესტორანი და აუზის გარშემო არსებული სივრცე ბუნებასთან შერწყმის და დასვენების უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.
„ნეკრესის მამულის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ოთარ ტაბატაძე ამბობს, რომ ამ გზის გავლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ჟინმა და შეუპოვრობამ ეს ამბიციური იდეა წარმატებამდე მიიყვანა.
პროექტის ისტორია ჯერ კიდევ 2019 წელს იწყება, როცა მშენებლობა დასრულდა, თუმცა მალევე პანდემიის დაწყებამ ყველაფერი შეცვალა. ორი წლის შემდეგ კი, როცა სასტუმრო საბოლოოდ გაიხსნა, უკრაინაში ომის დაწყების გამო, ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: ტურისტული აქტივობა, ფაქტობრივად, შეჩერდა.
მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ყველა სირთულე გადაილახა და დღეს „ნეკრესის მამული“ შეუჩერებლად ვითარდება.
„ცოტა ხნის წინ ავაშენეთ ახალი ბლოკი, გავაფართოვეთ ტერიტორია, დავამატეთ აუზი, ახლა ვაკეთებთ სპას და საუნას. გვინდა, რომ სტუმარს ყველაფერი ჰქონდეს: დასვენება, ღვინო, კერძები და ბუნება” – ამბობს ოთარ ტაბატაძე.
მისი თქმით, საქართველოს ბანკმა ყველაზე რთულ დროს განსაკუთრებული მოქნილობა გამოიჩინა და ბიზნესს მასზე მორგებული პირობები შესთავაზა:
„გვქონდა შეღავათიანი გრაფიკი, ვადაგადაცილებული სესხების რეფინანსირების შემთხვევა, საბრუნავი კაპიტალის მიწოდება და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საინვესტიციო სესხები, რომლითაც ახალი ბლოკი და ინფრასტრუქტურა ავაშენეთ. საქართველოს ბანკმა დაგვაჯერა, რომ ჩვენი ჟინი მხარდაჭერად ღირდა“.
„რაც უნდა ამბიციური გეგმა გქონდეს, თუ ჟინი არ გაქვს, გზაზე აუცილებლად გაჩერდები“, – ამბობს ნეკრესის მამულის თანადამფუძნებელი. „ეს საქმე განსაკუთრებით დიდ ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს. სასტუმროს, მარნისა და რესტორნის განვითარება თავიდანვე გამოწვევად მიგვაჩნდა, მაგრამ ჟინმა არ მოგვცა დანებების უფლება“.
თავდაუზოგავი შრომისა და მუდმივი განვითარების ფონზე, ოთარი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქმის კეთების ჟინს მხარდამჭერიც გამოუჩნდეს.
„საქართველოს ბანკის ჩართულობისა და დახმარების გარეშე, ეს პროექტი ვერ შედგებოდა. რესტორანი, რომელიც დღეში 300-დან 500-მდე სტუმარს ემსახურება, სრულად არის აღჭურვილი ბანკის ლიზინგით შეძენილი ტექნიკით. აღჭურვილობა, ღუმელები, დანადგარები – ეს ყველაფერიც ბანკის დახმარებით შევიძინეთ”.
"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სხვა სიახლეები
19.09.2025.18:00
Saponchike მაღაზია-მინი კაფის კონცეფციის სივრცეა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა შონიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია მაღაზია-მინი კაფის კონცეფციისაა და ფუნქციონირებს 2024 წლის მაისიდან.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ კლასიკურ დონატს შიგთავსით, ასევე 20-ზე მეტ ორიგინალური გემოს დონატებს, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ბავშვობასთან და სასიამოვნო ემოციებთან.
დღევანდელი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:
• ჩვენი ინტერპრეტაციით შექმნილ სინაროლებს;
• უნიკალურ შეფუთვაში წარმოდგენილ დესერტებს – ტრუფელებს;
• ნატურალურ წვენებზე დამზადებულ მილქშეიკებსა და ლიმონათებს;
• კლასიკურ ყავას;
• ჩამოსასხმელ ნაყინს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ზაფხული გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დასასვენებლად იყო წასული.
თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოკაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან ახლოსაა, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად გაიზრდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორიგინალურ გემოს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანია ახალი გახსნილია, ამიტომ უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.
დიდი სურვილი გვაქვს სამომავლოდ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებებში.
ინფორმაციისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.