სტუმარმასპინძლობის სფეროში კვალიფიციური კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია - Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ზოგადად პოსტ-პანდემიური სტუმარმასპინძლობის სფეროში, კვალიფიციური კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.
მისი თქმით, Pullman Tbilisi Axis Towers-ის მენეჯმენტის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კვალიფიციური კადრები იყოს მოზიდული.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებთან, რათა გავზარდოთ ცნობადობა სასტუმროს ინდუსტრიის შესახებ, მოვიზიდოთ პოტენციური კადრები და შევთავაზოთ როგორც, კონკურენტუნარიანი შემოსავალი ასევე კარიერული წინსვლის პერსპექტივები. ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამშრომლებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ დაწინაურებასა და წარმატებაში“, - აცხადებს თათია ჩიკვაიძე.
ცნობისათვის, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ი ოპერირების დაწყებიდან 3 წელს აღნიშნავს და ამ ხნის განმავლობაში სასტუმრომ 200 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.