მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

სტუმარმასპინძლობის სფეროში კვალიფიციური კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია - Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

news image

ზოგადად პოსტ-პანდემიური სტუმარმასპინძლობის სფეროში, კვალიფიციური კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.

მისი თქმით,  Pullman Tbilisi Axis Towers-ის მენეჯმენტის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კვალიფიციური კადრები იყოს მოზიდული. 

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებთან, რათა გავზარდოთ ცნობადობა სასტუმროს ინდუსტრიის შესახებ, მოვიზიდოთ პოტენციური კადრები და შევთავაზოთ როგორც, კონკურენტუნარიანი შემოსავალი ასევე კარიერული წინსვლის პერსპექტივები. ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამშრომლებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ დაწინაურებასა და წარმატებაში“, - აცხადებს თათია ჩიკვაიძე.

ცნობისათვის, სასტუმრო  Pullman Tbilisi Axis Towers-ი ოპერირების დაწყებიდან 3 წელს აღნიშნავს და ამ ხნის განმავლობაში სასტუმრომ 200 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაზრდილი სიხშირეები ჩინეთიდან და აშშ-დან - Inex Group-ის კონკურენტული უპირატესობა იზრდება 

25.06.2025.16:00

მზარდი მოთხოვნის ფონზე Inex Group-ი აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის სიხშირეების რაოდენობას ზრდის. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, საჰაერო ტრანსპორტირება ჩინეთიდან უკვე კვირაში 3 რეისით მოხდება. ჩინეთიდან საქართველოში ამანათები საჰაერო გზით გამოიგზავნება რეგულარულად ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს

საჰაერო რეისების ზრდის პარალელურად კომპანიამ გაზარდა სახმელეთო რეისების რაოდენობაც.

„დაგვემატა რეგულარული, ყოველკვირეული, სახმელეთო რეისები ჩინეთიდან. ტრანსპორტირების ტარიფი: 1 კგ — 5$. მიწოდება, დამატებითი გადასახადის გარეშე, საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში“, - აცხადებენ Inex Group-ში. 

კომპანიამ ასევე გაზარდა რეისების რაოდენობა აშშ-დან და ის უკვე ყოველდღიურად ხორციელდება. 

„ყოველდღიური რეისები ამერიკიდან! მხოლოდ ჩვენთან, ნებისმიერი ამანათი ამერიკიდან მხოლოდ რეალური წონით. გამოიწერეთ სასურველი ნივთები და მიიღეთ ამანათები მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დამატებითი გადასახადის გარეშე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Inex Group-ში სიახლეა ისიც უკონტაქტო გატანის ბოქსები დაემატა. 

სწრაფი, მარტივი და თანამედროვე გზა ამანათის მისაღებად -  Inex-ის სერვისებს უკონტაქტო გატანის ბოქსი დაემატა. მიიღეთ ამანათები ოპერატორთან კონტაქტის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე პირდაპირ ბოქსიდან“, - აცხადებენ  Inex Group-ში.

გადამზიდავი კომპანია Inex Group-ი ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან.

 Inex Group-ი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

Inex Group-ი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით  ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან Inex Group-ი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).

Inex Group-ი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

Inex Group-ის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა