STEM ოლიმპიადა იყო გზა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ - ფიზიკა - მათემატიკური ლიგის გამარჯვებული გუნდი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის- STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. ახლა კი უკვე მესამე სეზონზე განაცხადების მიღებაა დაწყებული, რომელიც 30 ბოემბრამდე გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
• STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
• STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
• საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
STEM განათლება აძლევს ახალგაზრდებს უნარს, მომავლის შრომის ბაზარზე დარჩნენ კონკურენტულები და წვლილი შეიტანონ ისეთი საჭირო და მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებაში, როგორებიცაა: ტექნოლოგია, მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, მედიცინა, ეკოლოგია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო და ფიზიკა - მათემატიკური ლიგის გამარჯვებული გახდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდი, რომლის შემაგენლობაშიც შედიოდნენ: თემო გოდოლაძე, გიორგი ფხალაძე, მათე ახალაძე, ტატო კოჩაძე, ილია მანჯგალაძე. გუნდმა საკმაოდ დიდ კონკურენციაში ფინალური დავალება საუკეთესოდ შეასრულა. გუნდის მენტორი, დავით ყაველაშვილი, მოსამზადებელ ეტაპზე მოსწავლეებს აქტიურად ეხმარებოდა. როგორც ის გვიყვება, პროექტი მენტორებისთვისაც საინტერესო გამოცდილება იყო:
„STEM ოლიმპიადაში მონაწილეობა ერთდროულად სახალისო და შრომატევადია მეცნიერებებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ყველა სხვა შეჯიბრებისგან განსხვავებით, აქ მოსწავლეების ცოდნა ფასდება რეალური, პრაქტიკული მუშაობით, რაც ძალიან მომწონს. მომზადების პროცესიც კი სახალისო იყო, როგორც შარშან, ასევე წელს სკოლაში STEM კლუბის ხელმძღვანელი ვიყავი, ყოველ კვირას ვმუშაობდით კომპლექსურ პრაქტიკულ დავალებებზე”.
მათემატიკურ ლიგაზე ის სკოლები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომლებშიც ფიზიკა-მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლება. ამიტომ, სკოლის სახელით ასპარეზობა ბავშვებისთვის განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო იყო. როგორც გამარჯვებული გუნდის მონაწილეები გვეუბნებიან, ფინალამდე ბევრი იშრომეს, რომ თავსატეხების გუნდურად გადაჭრა ესწავლათ:
„ოლიმპიადისთვის რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ მომზადება. გაკვეთილებზე დავალების გასაკეთებლად გუნდურად ვმუშაობდით, რათა გაგვეგო, თითოეულ ჩვენგანს რისი კეთება გამოგვდიოდა უკეთ, რომ ოლიმპიადაზე დრო არ დაგვეკარგა საქმეების გადანაწილებაში”, - ამბობს თემო გოდოლაძე.
ფინალური დავალების საუკეთესოდ შესრულებაში გუნდს სწორედ ორგანიზებულობა და მიზანდასახულობა დაეხმარა:
„საოცრად გაგვიხარდა გამარჯვება. ფინალურ პროექტში გვქონდა კომპლექსური სტემ ამოცანა, რომელიც რეალურ ინჟინერიაზე იყო დაფუძნებული. ჩვენ შევძელით და თითქმის ბოლომდე შევასრულეთ ეს დავალება, რითაც ძალიან ამაყები ვართ. ფულადი პრიზი სასიამოვნო ბონუსი იყო, მაგრამ მთავარი გამარჯვება, ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც აქ მივიღეთ. ეს ოლიმპიადა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, თავდაჯერებული გავხდი, რომ ჩემი მომავალი STEM სფეროშია - ტექნოლოგიებში, ინჟინერიაში, იმ სამყაროში, რომელშიც წარმოუდგენელი იდეების რეალობად ქცევა შესაძლებელია”, - გვიყვება გიორგი ფხალაძე.
მოსწავლეები გვიზიარებენ, რომ ამ ოლიმპიადისა და მოსამზადებელი ეტაპების პროცესში კიდევ უფრო დაინტერესდნენ, STEM მეცნიერებებით:
„ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება და მოტივაცია იყო. საკუთარ ხელით შექმნილი პროექტის წარდგენამ პროფესიონალების წინაშე გვაჩვენა, რომ ჩვენს ასაკშიც შეგვიძლია რეალურად შევცვალოთ რაღაც. STEM ოლიმპიადა იყო გზა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ და შთაგონება მომავალი პროფესიის არჩევისთვის”,- ამბობს მათე ახალაძე.
STEM ოლიმპიადამ უკვე გაგვაცნო ბევრი მონდომებული, ნიჭიერი მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ყველა მათგანს აქვს ამბიცია, საკუთარი ცოდნითა და იდეებით შეიტანონ წვლილი უკეთესი მომავლის შექმნაში. საქართველოს ბანკი არ ჩერდება საინტერესო ახალგაზრდების აღმოჩენისა და მხარდაჭერის გზაზე, კომპანია მომავალშიც ბევრ განსხვავებულ და ღირებულ საგანმანათლებლო პროექტს შემოგვთავაზებს.
სხვა სიახლეები
„მობილბანკში იგებ“ - საქართველოს ბანკის გათამაშებაში უკვე მეგობრების მოწვევა შეგიძლია
05.11.2025.17:02
საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში მიმდინარეობს მასშტაბური გათამაშება, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დააგროვონ ბილეთები და 650 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან თანხა მიიღონ.
გათამაშება უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა — მომხმარებლებს შეუძლიათ, მოიწვიონ მეგობრები და მომენტალურად 50 ბილეთი მიიღონ.
მოწვევის გაგზავნა შესაძლებელია მეგობრისთვის, რომელსაც ჯერ არ აქვს მობილბანკი ან 30 დღეა არ გამოუყენებია აპლიკაცია. ადრესატი SMS-ის სახით მიიღებს ბმულს, სადაც ინფორმაციის შევსების შემდეგ, მობილბანკში შესვლას და ბილეთების დაგროვებას შეძლებს.
როგორ გროვდება ბილეთები?
გათამაშება 4 თვის განმავლობაში გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდება, საპრიზო ფონდი თითოეულ თვეზე 50 000 ლარია, რის შემდეგაც ფინალი გაიმართება, სადაც ნახევარი მილიონი გათამაშდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეგროვება ყოველთვე ახლიდანაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მოგების შანსი ყოველთვე ექნებათ. ფინალში მონაწილეობას წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთით შეძლებთ, მონაწილეობისთვის კი მობილბანკში დეკემბერში შესვლაც საჭიროა.
გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს. განაახლე მობილბანკი, ან თუ ჯერ არ სარგებლობ აპლიკაციით, გადმოწერე მარტივად და ჩაერთე გათამაშებაში.