მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7048.5
-0.0059
flag
AZN 1.6157
-0.0006
flag
CNY 38.063
0.0275
flag
EUR 3.1105
-0.0062
flag
GBP 3.6643
0.0077
flag
KZT 53.42
0.0031
flag
TRY 0.0711
-0.0001
flag
USD 2.7473
-0.0004

STEAM Challenge Georgia – ეროვნული ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეებისათვის

news image

საქართველოში სრულიად ახალი ტიპის საგანმანათლებლო ოლიმპიადა იწყება - STEAM Challenge Georgia, რომელიც  უნიკალურია, რადგან არის სრულად ინტერდისციპლინური და პრაქტიკაზე ორიენტირებული. ინიციატივა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებული ტექნოლოგიური პლატფორმა Skillwill-ისა და სწავლების STEAM მიდგომაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსების მწარმოებელი კომპანია STEAMit-ის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებისათვის იმ უნარების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სამყაროში მათ რეალურად სჭირდებათ - კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობა, კრეატიულობა და ტექნოლოგიური მსოფლმხედველობა.

ოლიმპიადის კონცეფცია ეფუძნება STEAM განათლების პრინციპებს, რომელიც აერთიანებს: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (Science), ტექნოლოგიებს (Technology), ინჟინერიას (Engineering), ხელოვნებასა (Arts) და მათემატიკას (Mathematics). პროექტი საშუალებას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა ორეტაპიან კონკურსში: პირველი ეტაპი ონლაინტესტირებას მოიცავს, ხოლო მეორე, ფინალური ფაზა - პრაქტიკულ, გუნდურ ამოცანებს.

როგორც Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე ამბობს, ოლიმპიადა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ მოსწავლეთა პრაქტიკული უნარების შეფასებას ისახავს მიზნად:

STEAM Challenge Georgia სრულიად ახალი ფორმატის საგანმანათლებლო ოლიმპიადაა, რომელიც რეალურ იმედს გვაძლევს, რომ ქართულ განათლებაში გარდატეხა დაიწყება. აქ მთავარია შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი და გუნდური მუშაობის შესაძლებლობა. დღევანდელ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე განავითარონ უნარები, რომლებიც მომავალში მათ პროფესიულ წარმატებასა და კონკურენტუნარიანობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ოლიმპიადა, რომელიც სტანდარტული ტესტირების ნაცვლად, რეალურ გამოცდილებას შესთავაზებს მოსწავლეებს.

ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ განათლება შეიძლება იყოს ცოცხალი, ინტერაქტიული და რეალურ ცხოვრებაზე მორგებული. სწორედ ამიტომ, ფინალური ტური სრულად დაფუძნებულია პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლის ფარგლებშიც ბავშვები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ რეალურ სამყაროში საჭირო უნარებს გამოავლენენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოტივირებულ მოსწავლეს ჰქონდეს მონაწილეობის თანაბარი შანსი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან, რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და გაგრძელდება 18 მაისის ჩათვლით. ოლიმპიადა მოიცავს კომპეტენციაზე დაფუძნებულ ტესტირებას საგნებში - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ტესტის მიზანია შეაფასოს არა დეკლარატიული ცოდნა საგანში, არამედ ის თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს საგნობრივი ცოდნის რეალურ ამოცანებში გამოყენება. ფინალურ ეტაპზე კი მოსწავლეები გუნდურად გადაჭრიან პრაქტიკულ, რეალურ ამოცანებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც რწმენას აძლევს მოსწავლეს, რომ მას შეუძლია შეცვალოს მომავალი. თითოეული მონაწილე ამ ოლიმპიადიდან წავა არა მხოლოდ ცოდნით, არამედ ხედვით - როგორია მათი ადგილი მომავალ სამყაროში და როგორ შეუძლიათ იქ საკუთარი როლის პოვნა.“

ოლიმპიადის მეორე ეტაპი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი პრაქტიკული ხასიათით -  ფინალისტები ფიზიკურ სივრცეში იმუშავებენ რეალურ STEAM გამოწვევებზე: საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტაზე, კრეატიული მოდელების შექმნასა და პროტოტიპების წარმოდგენაზე.

ოლიმპიადის თანაორგანიზატორი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ელექტრონიკისა და წარმოების ტექნოლოგიების ექსპერტი და კომპანია STEAMit-ის თანადამფუძნებელი მამუკა აფაქიძე ხაზს უსვამს იმ განსხვავებას, რაც ამ ოლიმპიადას სხვა კონკურსებისგან გამოარჩევს:

„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი ფორმატი, რომელიც ბავშვებს აჩვენებდა, რომ სწავლა ნამდვილად შეიძლება იყოს შთამბეჭდავი თავგადასავალი. პირველ ეტაპზე, კომპეტენციაზე დაფუძნებული ტესტის შედეგად, ვაფასებთ მოსწავლეთა პრაქტიკულ უნარს, თუ როგორ შეუძლიათ მათ საგნობრივი ცოდნის გამოყენება რეალურ ამოცანებში. ფინალური ტური  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული - გუნდური კომუნიკაცია, დროის მართვა, პრობლემის საინჟინრო გადაწყვეტა. ეს ყველაფერი ძალიან ახლოს დგას რეალურ ცხოვრებისეულ ამოცანებთან.

მოსწავლეები იმუშავებენ ინოვაციური იდეების შექმნაზე, რაც არა მხოლოდ აკადემიური განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებლად წაადგებათ მომავალ პროფესიულ არჩევანში.

გვსურს, რომ გამარჯვებული გუნდების იდეები არ დარჩეს მხოლოდ ოლიმპიადის ფარგლებში - მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი პროექტები წარადგინონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. იმედი გვაქვს, ეს ინიციატივა ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და საქართველოში STEAM განათლების მიმართულებით სისტემურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“

ორგანიზატორების თქმით, STEAM Challenge Georgia არ არის მხოლოდ შეჯიბრი, ეს არის ფანჯარა თანამედროვე განათლებისკენ - გზა, რომელიც ახალგაზრდებს სამომავლო შესაძლებლობებს უხსნის და განათლებას ცხოვრებისეულ მნიშვნელობას ანიჭებს.

გიორგი მარიამიძე:

„ჩვენ გვჯერა, რომ განათლებამ ბავშვებს უნდა მისცეს ძალა - ძალა ფიქრის, მოქმედებისა და სამყაროზე ზემოქმედებისა. STEAM Challenge Georgia სწორედ ამ ხედვით შეიქმნა. გვინდა, რომ მოტივირებულ ახალგაზრდებს შევუქმნათ სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ იფიქრონ ამბიციურად და იმოქმედონ გააზრებულად. საქართველოს განათლების სისტემაში ახალი ფურცლის გადაშლა სწორედ ასეთი ინიციატივებით იწყება. ეს ოლიმპიადა კი ჩვენი საერთო ნაბიჯია უკეთესი მომავლისკენ და ვამაყობთ, რომ მისი საწყისი ნაბიჯების თანამონაწილეები ვართ.“

მამუკა აფაქიძე:

„ეს ოლიმპიადა არის არა მხოლოდ მოტივაცია და სტიმული მოსწავლეებისთვის, არამედ სტარტი - სივრცე, სადაც მათ პირველად მიეცემათ საშუალება, იმუშაონ, როგორც პროფესიონალებმა. გვჯერა, რომ ეს გამოცდილება მომავალში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ არჩევანზე და, რაც მთავარია, ბავშვებს მივცემთ შესაძლებლობას, წარმოჩნდნენ და რეალურად აჩვენონ თავიანთი პოტენციალი.“

რეგისტრაცია STEAM Challenge Georgia-ზე უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 18 მაისის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დეტალებს გაეცანით ბმულზე: https://www.facebook.com/share/16Dx45ioJc/

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/PummtfqTMAdSDteS9

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში მოისმინა

06.05.2025.17:28

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.

„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.

კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა