მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

Starring Georgia-მ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობა დაიწყო

news image

„Starring Georgia-მ“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობა დაიწყო. თანამშრომლობა მიზნად ისახავს „Starring Georgia-ს“ პროექტებში იმ ადამიანების მაქსიმალურ ჩართულობას, რომლებიც შესაბამის სამსახურს ეძებენ. აქცენტი ადგილობრივებზე კეთდება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ერთგვარი შუამავალი რგოლია, რომელიც დამსაქმებელს შესაბამისი აუდიტორიის მოძებნაში საკუთარი რესურსით ეხმარება.
ამ ეტაპზე ვაკანსიები რამდენიმე პოზიციაზეა გამოცხადებული შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკ „ციცინათელაში“, რომელიც მასშტაბური განახლების შემდეგ სტუმრებს მალე პირველად უმასპინძლებს. მათ იქ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, კომფორტული და განახლებული სივრცეები დახვდებათ. რეაბილიტაციის ფარგლებში, ხორციელდება არა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები, არამედ ახლდება პარკის კონცეფციაც. „ციცინათელა“ მნიშვნელოვან სიახლეებს უმზადებს ვიზიტორებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს რომლებიც ყოველ სეზონზე საქართველოს ყველაზე დიდ ატრაქციონების პარკში დაუვიწყარ ემოციებს იღებენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მაქსიმალურად იყვნენ და არიან ჩართულნი
ადგილობრივები. მათ საკუთარი ხელით მოხატეს „ციცინათელას“ პარკი, სადაც უნიკალური გარემო შექმნეს. ბევრმა მათგანმა ახალი ინტერესი შეიძინა, პროფესიულად განვითარდა და დაიხვეწა.
სწორედ ადგილობრივების დასაქმებასა და ადგილობრივი მეწარმეების განვითარებას ისახავს მიზნად კამპანია „გურია მთავარ როლში“, რომლის ფარგლებშიც „Starring Georgia-მ“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ადგილობრივ მეწარმეებს ტრენინგები ჩაუტარა და სხვადასხვა მიმართულებით გადაამზადა. ტრენინგებზე მიღებული ცოდნა მათ დაეხმარება, წლევანდელი მუსიკალური სეზონისთვის — რომელიც 30 მაისს Guns N' Roses-ის კონცერტით გრანდიოზულად გაიხსნა — თანამედროვე სტანდარტებით მოაწესრიგონ თავიანთი სასტუმრო თუ სხვა ტიპის სერვისები, რომლითაც 2025 წლის ზაფხულში გურიაში ჩასული ათობით ათასი ვიზიტორი ისარგებლებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენს პროექტებზე ადგილობრივების დასაქმება, ასევე ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობა. ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად, უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები. წელს არის პირველი შემთხვევა, როცა, მაგალითად, კვების მიმართულებით, ადგილობრივ მეწარმესთან ვთანამშრომლობთ. გამოჩნდნენ ახალი სტარტაპები, რომლებმაც საკუთარი საქმიანობა „Starring Georgia-ს“ კონცერტებს დაუკავშირეს, იქნება ეს სახის მოხატვა თუ სხვა მსგავსი მომსახურებები. ადგილობრივი მეწარმეები უკვე ხვდებიან იმასაც, რომ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და სოციალური არხების ქონაც აუცილებელია. ეს ყველაფერი პირველი ნაბიჯებია და მჯერა, რომ ამ სეზონის შემდეგ, როდესაც რეალურ სიკეთეებს დაინახავენ, მათი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება,“ — აღნიშნავს „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "საქკაბელი" საექსპორტო არეალის პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს

23.06.2025.17:00

"საქკაბელი" საექსპორტო არეალის პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე განმარტავს, მალე კომპანია ბაზარს სექტორულ კაბელს შესთავაზებს.

ბაზარს შევთავაზებთ სექტორულ კაბელს, რომელიც ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია და მალე ბაზარი იხილავს მას. პროდუქტი დენის გადაცემაში გამოიყენება და განსხვავებით ადრინდელი კაბელებისა უფრო ეკონომიურია ღირებულებით და უფრო ოპტიმალური არის ელექტროინჟინრისთვის სამუშაოდ “, - ამბობს ედიშერ მამალაძე.

საქკაბელიდღეს აქტიურადაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე, ასევე ისრაელში. თუმცა კომპანია მიღწეულ შედეგს არ კმაყოფილდება და საექსპორტო არეალის გაფართოებას განაგრძობს.

შეიძლება ექსპორტის არეალი გავაფართოვოთ, როგორც დსთ-ში, ასევე ევროპაში. ევროპაში იგეგმება ევროპული სტანდარტების, ახალი სტანდარტების ათვისებიდან გამომდინარე. მოთხოვნა არის საკმაოდ მზარდი. მოგეხსენებათ, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ეს ბაზრები განიცდის, როგორც ზრდას, ასევე მომწოდებელთა ცვლილებას და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რომ ამ მომწოდებელთა რიგში აღმოვჩნდეთ “, - აღნიშნავს მამალაძე.

კომპანიის მმართველის პარტნიორის თქმით ,პროდუქციის ფასები დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, რაზეც დღესდღეობით ზრდა შეინიშნება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძისა და ალუმინის ფასების ზრდა.

როგორც მოგეხსენებათ, ალუმინიც და სპილენძით ენერგო მატარებელია. აქედან გამომდინარე, ნავთობის ფასი კავშირშია მის ზრდასთან ან შემცირებასთან. აქამდე  სტაბილურად ვითარდებოდა. დღესდეობით, ნავთობის ფასის ზრდა შეიმჩნევა. შესაძლოა ამას მოჰყვეს, როგორც ალუმინის, ასევე სპილენძის ფასის ზრდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს დროებითი მოვლენაა ირანის პროცესიდან გამომდინარე და ალბათ დარეგულირდება “, - განმარტავს ედიშერ მამალაძე.

შეგახსენებთ, „საქკაბელი“ 67-ე წელია იკავებს ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა