მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა

news image

ტექნოლოგია, რომელიც თოვლსა და ყინულზე აბსოლუტურ კონტროლს უზრუნველყოფს - ეს Bridgestone Blizzak-ია, ზამთრის საბურავების ხაზი, რომელიც საერთაშორისო ინსპექტირებისა და სერტიფიცირების კომპანია TÜV SÜD-მა პრემიუმ ბრენდებს შორის გამოარჩია. 

გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა დამოუკიდებელმა სატესტო ორგანიზაციამ, რომელიც უსაფრთხოების, ინჟინერიისა და მასალების ტესტირების სფეროში მსოფლიოში ავტორიტეტად მიიჩნევა, ზამთრის საბურავების უახლეს დამოუკიდებელ ტესტში Bridgestone Blizzak 6-ს სამივე ძირითად კატეგორიაში მაქსიმალური - 100%-იანი - შეფასება მიანიჭა. ტესტირება ზამთრის ყველაზე კრიტიკულ სამ პარამეტრს მოიცავდა: აჩქარება თოვლზე, დამუხრუჭება სველ ასფალტსა და თოვლზე. სწორედ დამუხრუჭების უმოკლესი მანძილით Blizzak-მა კონკურენტ პრემიუმ ბრენდებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ბრენდი, რომელმაც 100%-იანი შესრულება აჩვენა, ხელმისაწვდომია საქართველოშიც - ადგილობრივ ბაზარზე Bridgestone-ის, მათ შორის Blizzak-ის ხაზის, ერთადერთი ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი უკვე 27 წელია, „თეგეტა მოტორსია“.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „Blizzak-მა უმაღლესი შეფასება მიიღო ზამთარში გზაზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანეს პარამეტრებში - რამდენად სწრაფად შეძლებს მძღოლი აჩქარებას თოვლსა და ყინულზე, რამდენად მოკლეა დამუხრუჭების მანძილი და რამდენად უსაფრთხოა სველ გზაზე მართვა. ეს არის შედეგი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Bridgestone მსოფლიო ლიდერია ზამთრის საბურავების სეგმენტში.

საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის საფარს ეხება. თუ ის ხარისხიანი არ არის, მაშინ ყველა სხვა სისტემა უძლურია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტომფლობელებმა ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ ერთჯერად ფასზე, არამედ გრძელვადიან უსაფრთხოებაზე - გარბენისა და შესრულების ხარისხის გათვალისწინებით, პრემიუმ საბურავი ჯამში უფრო ეკონომიური გამოდის გრძელვადიან პერსპექტივაში“.

Blizzak-ის სერია 1988 წლიდან ზამთრის საბურავების „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა. იაპონური ბრენდის ეს საბურავები სანდო მოჭიდებით, მაღალი სტაბილურობითა და უსაფრთხო მართვით გამოირჩევა. ის იდეალურად ერგება როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე სრულად აღჭურვილ SUV-ებს და უზრუნველყოფს საიმედო მართვას წვიმიან თუ თოვლიან ამინდში.

გამორჩეულია Blizzak-ის საბურავების ტექნიკური მახასიათებლებიც, მათ შორის, Multicell ტექნოლოგია. ეს არის Bridgestone-ის ექსკლუზიური მიკროფოროვანი რეზინის ნაერთი, რომელსაც ყინულიანი ზედაპირიდან წყლის შეწოვა შეუძლია და სწორედ ამ გზით უზრუნველყოფს მდგრად მოჭიდებასა და დამუხრუჭების უმოკლეს მანძილს. საბურავის გაძლიერებული სტრუქტურა 30%-ით ზრდის ბლოკების სიმყარეს უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. 15%-ით გაზრდილი საბურავის ბლოკის კიდეები კი ყინულზე მოკლე დამუხრუჭების გარანტიას იძლევა. 

ზამთრის სეზონზე Bridgestone Blizzak-ის საბურავების გამოყენება ავტომფლობელებისთვის მშვიდი, უსაფრთხო და თავდაჯერებული მგზავრობის გარანტია. Blizzak-ის საბურავების შეძენა შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“  ფილიალებში, ასევე აპლიკაციისა და Tegeta Shop-ის საშუალებით. 

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დალი ჩოხელი-ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოუები“ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს და გვეხმარება უშუალო კომუნიკაციაში პოტენციურ პარტნიორებთან

12.12.2025.14:20

საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამართულ „როუდშოუებში“ მონაწილეობდა კერძო სექტორი. Time for Georgia-ს წარმომადგენლის დალი ჩოხელის განცხადებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ პირდაპირი კონტაქტები დაემყარებინათ უცხოელ პარტნიორებთან.

„ძალიან მივესალმებით მსგავს წამოწყებებს. ჩვენ სხვა როუდშოუებშიც მივიღეთ მონაწილეობა, როგორც სკანდინავიაში ასევე გერმანიასა და პოლონეთში. ვფიქრობ ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოუები“ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს და გვეხმარება უშუალო კომუნიკაციაში პოტენციურ პარტნიორებთან, ვცვლით ინფორმაციებს და ვეცნობით თუ რა სჭირდებათ, რომ უკეთ წარმოაჩინონ საქართველო თავიანთ პოტენციურ კლიენტებტან. აქედან გამომდინარე, ეს კამპამია ძალიან დაეხმარება საქართველოს, რომ მოიძიოს მაღალმხარჯველი ტურისტები ევროპის ქვეყნებიდან. საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია, თუმცა არ აქვთ საკმარი ცოდნა ჩვენს შესახებ და მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგვეხმარება ამის შეცვალში“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. „როუდშოებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო.

კომბინირებული მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა