Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
Spotlight-ის ღონისძიება Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ახალ იდეებს, მოესმინათ საინტერესო ისტორიები, გაეზიარებინათ დარგის პროფესიონალების გამოცდილება და მიეღოთ შთაგონება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
ციფრულ ეპოქაში ბრენდების ახალ პლატფორმებსა და შესაძლებლობებზე კი ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, რეზი ხუნწელიასთან და Hita-სთან ერთად პანელზე “YouTube - ახალი შესაძლებლობები ბრენდის კომუნიკაციაში” საუბრობდა.
სპიკერები განიხილავდნენ YouTube აუდიტორიის მნიშვნელობას, მათ მახასიათებლებს, ქომიუნითის შექმნის პროცესს და აზიარებდნენ ამ პროცესში საკუთარ გამოცდილებას.
ამ მიმართულებით, ნინუცა ოქროპირიძემ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, პირველი YouTube რეალითი შოუს “Creator”-ის შესახებ ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, პროექტ “Creator”-ის მიზანი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების აღმოჩენა და დამწყები კრეატორების მხარდაჭერაა. ამასთან, “Creator” ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ იუთუბერების გამოცდილება და მიიღონ მათგან რჩევები. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას პრეცედენტი და იუთუბერები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის.
“მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა Spotlight-ის სცენაზე საინტერესო საუბრები გაგვემართა, გვემსჯელა YouTube-ის, როგორც ბრენდების კომუნიკაციაში ახალი შესაძლებლობის შესახებ და გამეზიარებინა ჩვენი, საქართველოს ბანკის გუნდის გამოცდილება.
საქართველოს ბანკისთვის YouTube-ი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს, როგორიცაა – CREATOR-ი და მეორე მხრივ, ვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთან. ეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობს, რომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა, თანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდება, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზე. ჩვენ კი შთაგონების გზაზე არ ვჩერდებით”, - აღნიშნავს ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
რას სთავაზობს Tipsy Baby მომხმარებელს და რა არის ბრენდის კონკურენტული უპირატესობა
25.12.2025.12:00
Tipsy Baby არის ქართული ღვინის ბრენდი შექმნილი იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას ცოტა მეტი ბრწყინვალება შემატოს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის თანადამფუძნებელს ნინჩო ჯეირანაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Tipsy Baby დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა. იდეა ეკუთვნის ჩემს პარტნიორს, ანდრია მირიანაშვილს, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებზე გათვლილი, ხარისხიანი და მარტივად სასმელი ღვინის შექმნა. ბრენდინგი სრულად ჩვენი შექმნილია. ქარხანა და ვენახები მდებარეობს კახეთში, შილდაში.
ამჟამად, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ ობიექტებში, როგორიცაა: 8000 მოსავალი, ალკორიუმი, სპარი, უამრავი ბარი და რესტორანი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, სვანეთი).
გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია დიდ მოწონებას იმსახურებს უცხოეთშიც.
დიდ ბრიტანეთში ბრენდი მოკლე დროში განსაკუთრებულად პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ასევე, ჩვენი ღვინო ხელმისაწვდომია გერმანიაში, ამერიკასა და ჩეხეთში.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ხუთ ძირითად სახეობას: თეთრი მშრალი, თეთრი ნახევრად ტკბილი, წითელი მშრალი, წითელი ნახევრად ტკბილი და როზე. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ხასიათი და იდენტობა.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
მთავარი კონკურენტული უპირატესობა იმაშია, რომ ღვინო გამოირჩევა მაღალი ხარისხით, აქვს ბიუჯეტური ფასი, თავსახური არის ხრახნიანი და იხსნება მარტივად (საცობის გარეშე).
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და საშუალო ასაკის ადამიანებში. ბრენდს უკვე ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი.
აღსანიშნავია, რომ საქმიანობაში სრულად მეგობრები არიან ჩართულნი, იქნება ეს ფოტოების გადაღება თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა. სწორედ ამიტომ ყველაფერი მაქსიმალურად მეგობრული შინაარსითაა - Friends, Emotions…