სოციალური დიზაინის დღეები - ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის
თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტმა Polish Graphic Design-თან თანამშრომლობით, სოციალური დიზაინის დღეების პირველ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები — არქიტექტორები, დიზაინერები, მკვლევრები, მეწარმეები და სამოქალაქო სექტორი- ერთი მიზნის გარშემო: როგორ შეუძლია დიზაინს ხელი შეუწყოს სოციალურ ცვლილებებს.
ორი დღის განმავლობაში, დიზაინის ინსტიტუტმა უმასპინძლა 400-ზე მეტ სტუმარს და 15-ზე მეტ სესიას, სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიას, რომლებმაც საშუალება მისცა განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებს გაეზიარებინათ თუ როგორ შეუძლია თანამშრომლობას, თუნდაც მცირე მასშტაბით, შექმნას ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი.
პლატფორმის მიზანი სოციალური დიზაინის გარშემო დიალოგის დაწყება, სფეროთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სისტემურ გამოწვევებზე შემოქმედებითი და ადამიანზე ორიენტირებული პასუხების შემუშავებაა. დიზაინი, როგორც ინსტრუმენტი, შეიძლება გამოვიყენოთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობა და საჯარო სივრცეების ხელახალი გააზრება.
პირველი კონფერენციის ძირითადი თემები იყო: ურბანული სივრცეები და მემკვიდრეობა, სოციალური დიზაინის ხელსაწყოები, ბრენდი და სოციალური პასუხისმგებლობა.
ქართველ და პოლონელ მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, ისე სტარტაპები და სტუდენტები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პრაქტიკულ საქმიანობას - მონაწილეები რეალურ პრობლემებზე დაფუძნებულ სამუშაო შეხვედრების დროს ქმნიდნენ დიზაინ გადაწყვეტილებებს ქალაქისთვის, საზოგადოებისთვისა და კულტურული სივრცეებისთვის.
სოციალური დიზაინის დღეები გრძელვადიანი პლატფორმის დასაწყისია, რომელიც მომავალში გაგრძელდება თემატური შეხვედრებით, საჯარო ლექციებით, კვლევებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით.
დიზაინის ინსტიტუტის ხედვაა - შექმნას სივრცე, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ისინი, ვინც უკვე ჩართულნი არიან ჩვენს პროგრამებსა და ინიციატივებში, გაერთიანდებიან საერთო მიზნების ირგვლივ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი - შემოქმედებითი ტალანტი, სამოქალაქო ენერგია და კულტურული მემკვიდრეობა იმისთვის, რომ გახდეს რეგიონალური ცენტრი სოციალური დიზაინისთვის.
თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
კოკა-კოლას „წლის რეგიონი“ - დაჯილდოება თანამშრომლებისა და პარტნიორების წახალისებისთვის
13.02.2026.21:56
თანამშრომლებზე ზრუნვის, წახალისებისა და მოტივაციის ზრდის მიზნით, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ტრადიციად აქცია. 13 თებერვალს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასმა“ დაჯილდოების ცერემონიას „წლის რეგიონი“ უმასპინძლა, სადაც კომპანიამ რეგიონებში მოქმედი პარტნიორები დააჯილდოვა.
„წლის რეგიონი“- ეს არის კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ რეგიონებში მომუშავე პარტნიორებისთვის შექმნილი დაჯილდოება, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლების წახალისება და დასახული გეგმების გუნდურად შესრულების ხელშეწყობაა. ეს ჯილდო მადლიერების ჟესტია იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც კომპანიის წარმატებაში ყოველდღიური წვლილი შეაქვთ.
„ეს არის კოკა-კოლას პარტნიორების დაფასება, რაც აუცილებელია მოტივაციისთვის. მოტივაციისა და პატივისცემისთვის ეს დაჯილდოება არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს ჩვენი - კოკა-კოლას - დიდი ოჯახის შეკრების პრეზენტაცია, სადაც ვაჩვენებთ რამდენად პატივს ვცემთ დიდ ბიზნესსა და ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებით. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ქვეყანასთან, ოჯახებთან, ბიზნესთან; რაც მთავარია ჩვენ ერთმანეთს ყოველ წელს ვუმტკიცებთ, რამდენად გავიზარდეთ ჩვენ თვითონ. ცოტა სხვანაირად რომ ავხსნა - ეს კონკურსია ცოდნის, დისციპლინის, ნდობისა და ერთობლიობის. ეს მრავალფეროვანი შეფასებაა. გვეამაყება რომ ჩვენი როლი სახელმწიფოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი და ოჯახი მონაწილეობს ამ პროცესში“, - განაცხადა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ჭყონიამ.
თანამშრომლების დაფასება და მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა კი “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიას რეგიონებში პარტნიორებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, მსგავსი ინიციატივა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანია თითოეულ დასაქმებულს სთავაზობს. დაჯილდოება “წლის რეგიონი” იმ უწყვეტი პროცესის ნაწილია, რომელსაც თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება ჰქვია. კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი და პარტნიორი, საკუთარი შრომის შედეგსა და დაფასებას ხედავს.
განვითარებაზე, ზრდასა და პროგრესზე ორიენტირებული კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესო შედეგების მქონე რეგიონები, კომპანია “კოკა-კოლამ” 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცა.
კოკა-კოლას პარტნიორები რეგიონებიდან შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:
გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები - კოკა-კოლას ოქროს ბოთლი, კოკა-კოლას ბრენდირებული საჩუქრების ყუთი, საერთაშორისო სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. რეგიონების შეფასება კი ისეთ რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს ეფუძნებოდა, როგორიცაა გასულ წელთან შედარებით მიღწეულ შედეგები, გეგმის შესრულების ხარისხი, კონტრიბუცია, RGM - შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი და მარკეტინგული აქტივობები.
კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან” თანამშრომლების წახალისება უკვე ტრადიციაა, რაც მათი შრომისა და მიღწევის დაფასებას ემსახურება.
