SOS Auto უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის აპლიკაციაში
SOS Auto უკვე ხელმისაწვდომია BOG-ის აპლიკაციაში - “მანქანის სივრცეში” , - ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის თანადამფუძებელმა და დირექტორმა ნათია შუბითიძემ განუცხადა.
„ჩვენი სერვისები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკისა და „თეგეტას“ აპლიკაციებში, რაც ნიშნავს, რომ თუ „თეგეტას“ ან საქართველოს ბანკის მომხმარებლებს გზაზე რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ისინი მარტივად შეძლებენ SOS Auto-ს მომსახურებით სარგებლობას “, - ამბობს ნათია შუბითიძე.
SOS Auto მომავალში გეგმავს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრების ათვისებას.
„სამომავლო გეგმებში შედის როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო ბაზრების ათვისება. ამ ეტაპზე ძირითადად ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ დიდი ქალაქები სრულად მოვიცვათ, პარალელურად კი ვცადოთ სხვა ბაზრებზე გასვლა. გახსნილი გვაქვს საინვესტიციო რაუნდი და აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი ფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ინვესტიციების გარეშე საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და მათი ათვისება საკმაოდ რთულია,“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის, SOS Auto 8 სერვისს აერთიანებს და მომხმარებელს ევაკუატორისა და ავტოასისტენტის გამოძახებას Uber-ის მოდელით სთავაზობს.
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.