SOLO-ს საგაზაფხულო შეთავაზებები - გაატარეთ „ქალთა თვე“ წინანდლის მამულში
SOLO მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. სწორედამ მიზნით, სილქ ჰოსფითალითისთან და Mastercard-თან ერთად, წინანდლის მამულში „ქალთა თვის“ გენერალური სპონსორია.
წინანდლის მამულში „ქალთა თვის“ განსაკუთრებული პროგრამით აღნიშვნა უკვე ყოველწლიურ ტრადიციადიქცა. მარტის განმავლობაში, მამულის სივრცეებში - Radisson Collection-სა და Park Hotel-ში - სტუმრებსმრავალფეროვანი ღონისძიებები ელოდებათ.
სპეციალურად შერჩეული პროგრამა კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებს აერთიანებს, რომელთაფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ კინოჩვენებებსა და მუსიკალურ საღამოებს, მიიღონ მონაწილეობა პადელის ჩემპიონატში, პორტრეტულ ფოტოგადაღებაში, პილატესისა და იოგისმასტერკლასებში, თემატურ ვორქშოფებსა და ბავშვებისთვის განკუთვნილ გასართობ პროგრამებში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
წინანდლის მამულში „ქალთა თვის“ ფარგლებში, აღნიშნული აქტივობები გაიმართება ყოველ შაბათ-კვირას. ღონისძიებების ორგანიზატორია - Silk Hospitality.
სასტუმროს დასაჯავშნად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Silk Hospitality-ისკონტაქტცენტრს: ტელ.: 032 2402 222; ელფოსტა: welcome@silkhospitality.com
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN მომხმარებელს სააღდგომო კოლექციას სთავაზობს, სადაც გემო და ხელოვნება ერთ ისტორიად ერთიანდება
სხვა სიახლეები
GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
17.03.2026.14:07
მდგრადი ინფრასტრუქტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის სამიტი 2026“ (GRAS 2026) გაიმართა. ღონისძიება მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებში გლობალური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით გლობალურად არსებობს. კონფერენციის ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მდგრადობა საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი ყოფილიყო. GRAS 2026 გვიჩვენებს, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც შეიძლება გახდეს რეალური ეკონომიკური პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, სადაც ნარჩენები გარდაიქმნება რესურსად, ქმნის ეკონომიკურ სარგებელს და ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას.
მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის გრძელვადიან მდგრადობას. მიგვაჩნია, რომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ერთად შევქმნათ უფრო მწვანე მომავალი“.

რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოში დღემდე არ გამოიყენება. ეს ტექნოლოგია, ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, გაცილებით გამძლეა - მისი სიცოცხლისუნარიანობა 8-10 წელია, ამცირებს ხმაურს და წყლის ზემოქმედებას უკეთ უმკლავდება, მეორე მხრივ კი, გარემოს საავტომობილო ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს არიდებს.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „საქართველო იმ წერტილშია, სადაც ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები შესაძლოა, განსაზღვრავდეს მომავალი თაობის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებს. ეს სამიტი ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გავეცნოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკებს და დავნერგოთ ადგილობრივ დონეზე. ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკა არის მომავლის გზა - ის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნარჩენები, როგორიცაა გამოყენებული საბურავები, გარდავქმნათ სასარგებლო რესურსად, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას“.

GRAS 2026-ის ორგანიზატორების ამოცანა საქართველოში ნარჩენების სწორი მართვა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა - განსაკუთრებით იმ ზიანის შესახებ, რომელსაც გადაუმუშავებელი ნარჩენები გარემოს აყენებს.
გიორგი გულიაშვილი, Wasteless-ის თავმჯდომარე: „ჩვენი მიზანია საქართველოში სრული ცირკულარული მოდელის დანერგვა - ნარჩენების შეგროვებიდან გადამუშავებამდე და გადამუშავებული ნედლეულის ეფექტიან გამოყენებამდე. მიმდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოში ამოქმედდება პირველი მაღალტექნოლოგიური საბურავების გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც ქვეყანაში შეგროვებული გამოყენებული საბურავების გადამუშავებას უზრუნველყოფს. გადამუშავებული რეზინის ასფალტში გამოყენება კონკრეტული პასუხია იმ კითხვაზე, თუ რაში გამოიყენება მიღებული ნედლეული. საწარმოს ამოქმედების შედეგად, ვფიქრობთ, წელიწადში 12-15 ათას ტონამდე რეზინის ფხვნილს მივიღებთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ნედლეული ადგილზე გამოვიყენოთ უფრო გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა გზების მშენებლობისთვის. ეს კი როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“.
საერთაშორისო სამიტი არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების პლატფორმაა, არამედ ერთგვარი მოწოდებაც, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ლიდერი მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რათა მწვანე ინიციატივების დანერგვის გზითა და ინოვაციური მიდგომებით ქვეყნის ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავიდეს.
„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.