SOLO-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა
SOLO-ს გუნდის მხარდაჭერით, SITUATIONIST-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ირაკლი რუსაძემ, მსოფლიო დონის არტისტის, Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა.
ეს SITUATIONIST-ისა და Beyonce-ს გუნდის რიგით მეორე კოლაბორაციაა, რომელიც ქართველი ხელოვანის შემოქმედებას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აქცევს.
„პირველ რიგში, ჩემთვის და ჩემი გუნდს წევრებისთვის, უდიდესი მოტივაციაა, როდესაცმსოფლიო დონის ვარსკვლავისთვის გვიწევს კოსტიუმების შექმნა. ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ კოსტიუმს შიგნით Made in Georgia აწერია და საქართველოს სახელით მთელი მსოფლიო ინტერესდება. ქართული ბრენდისთვის, რომელსაც დამოუკიდებლად, საკუთარი რესურსით უწევს საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანა, SOLO-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო მათ. სამუშაო პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდა - ბევრი პროტოტიპი დავამზადეთ, ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთელი ეს პროცესი და შემდგომ უკვე შედეგის სცენაზე ნახვა, ყველაზესასიამოვნო შეგრძნებად იქცა. ამ წარმატებისთვის მთელ ჩემს გუნდს უდიდესი მადლობა მინდაგადავუხადო”, - აღნიშნავს SITUATIONIST-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ირაკლი რუსაძე.
“SOLO-ს გუნდისთვის ქართველი არტისტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხელოვანების პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებას და საქართველოს სახელის ფართო ასპარეზზე გატანას. სწორედ SITUATIONIST-ისა და Beyonce-ს გუნდის კოლაბორაცია ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელმაც ქართული ბრენდის სახელი კიდევ ერთხელ გააჟღერა მსოფლიო დონეზე. ჩვენ ვულოცავთ SITUATIONIST-ის გუნდს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც გავაგრძელებთ ქართველი არტისების მხარდაჭერას”, - აღნიშნავს ლიზა ქისატაური, SOLO და Wealth Management ის ბრენდ მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, SOLO უკვე 3 წელია SITUATIONIST-ის მხარდამჭერია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.07.2025.19:00
კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.
„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.
მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.
„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან.
ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.