SOLO-ს მხარდაჭერით, პირველად ბათუმში „სილქ ჰოსფითალითის“ და პადელ პორტ ბათუმის ორგანიზებით პადელის ტურნირი გაიმართა
„სილქ ჰოსფითალითის“, „პადელ პორტ ბათუმის” და “საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის” ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში პადელის ტურნირი გაიმართა - პროექტის მხარდამჭერია სოლო.
პადელის ტურნირში მონაწილეობა 80-მა მონაწილემ მიიღო. ასევე, გამოყოფილი იყო საპრიზო ფონდი და სხვადასხვა საჩუქარი, რომელიც მონაწილეებს გადაეცათ. ქალაქ ბათუმში პადელის კორტები სულ ცოტა ხნის წინ „სილქ დეველოპმენტის“ მიერ აშენდა და SOLO-ს მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, მთელი სეზონის განმავლობაში 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ბათუმის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის გარდა საზღვაო აქტივობისა, სხვა სპორტული აქტივობა შეგვეთავაზებინა. წელს ბათუმში პირველი პადელის პორტი გავხსენით და პირველად ჩავატარეთ პადელის ტურნირი ჩვენი, სილქ ჰოსფითალითის და საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით,“ - აღნიშნავს ლევან დგებუაძე, ბათუმის პადელ პორტის დამფუძნებელი.
„SOLO-ს გუნდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მათ ცხოვრებას სიახლესა და ენერგიას შემატებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბათუმში გამართული პადელის ტურნირის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც სპორტი, დასვენება და გამორჩეული ემოციები ერთიანდება და ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.
ამასთან აღსანიშნავია, რომ SOLO-მ და სილქ ჰოსფითალითიმ წელს რამდენიმე სპორტული ღონისძიება შესთავაზა დამსვენებლებს, მათ შორის იყო წინანდლის ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ სხვადასხვა საინტერესო სპორტული ღონისძიების განხორციელება სხვადასხვა რეგიონში კვლავ იგეგმება.
პადელის ტურნირის სპონსორი იყო სილქ დეველოპმენტი და სილქ რივორდსი, წყალი ბაკურიანი, Xtreme, სელფორდი, რესტარტი და Vacanza Batumi.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.20:30
„ორბი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმრო ინდუსტრიისთვის კიდევ 14 ათასი ნომრის დამატებას გეგმავს, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა. მანვე ყურადღება გაამახვილა თბილისში „ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტზე, სადაც ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარს აღწევს.
„დღეისათვის „ორბი ჯგუფს“ ბათუმსა და ბაკურიანში ოპერირებაში აქვს დაახლოებით 16 ათასამდე ნომერი. სამომავლოდ ბათუმში იგეგმება 14 ათასი ნომრის დამატებით აშენება და შესაბამისად ოპერირება. ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ასევე ჩვენ დავიწყეთ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის „ცენტრალ პარკ თაუერსის“ განხორციელება, რომელიც არის უნიკალური საინვესტიციო პროდუქტი. მისი საინვესტიციო მოცულობა თითქმის 500 მლნ დოლარს აღწევს, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქალაქში 12 ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას, უზრუნველყოფს მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და უზრუნველყოფს საკმაოდ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ღონისძიებათა დაგეგმვის მიმართულებით ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას.
რადგანაც ამ კომპლექსში გარდა 8 ახალი საერთაშორისო რესტორნების ოპერატორისა იქნება ახალი ბრენდების მოლი, რომელსაც ბრიტანული ბრენდი ჰაინიკოლსი გაუწევს ოპერირებას, ჰაინიკოლსის ბრენდის ქვეშ იქნება და იქნება ყველაზე დიდი ივენთჰოლი 5 ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალი ხარისხის ღონისძიებების ჩატარებას. ის გათვლილია დაახლოებით 3000 ადამიაზე, რაც რა თქმა უნდა ქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტად განვითარდეს ქალაქი და შესაბამისად თავისი ეკონომიკური წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.