მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083.7
-0.0032
flag
AZN 1.5996
-0.0007
flag
CNY 37.95
-0.0051
flag
EUR 3.2029
-0.0126
flag
GBP 3.7284
-0.0218
flag
KZT 52.43
0
flag
TRY 0.0683
0
flag
USD 2.7203
-0.0012

SOLO -მ მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა!

news image

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე წელს 1 ივლისს აღინიშნა. SOLO კი ტრადიციულად, უკვე მე-6 წელია ღონისძიების მხარდაჭერი იყო.

საქართველოში სხვა საზღვაო ქალაქების მსგავსად, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2011 წლიდან დაიწყო. აქედან მოყოლებული, ბათუმში საზეიმო ცერემონია შემეცნებით-კულტურული პროგრამებითა და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
წელს SOLO-მ გადაწყვიტა ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გაეხადა მეზღვაურებისთვის და ბათუმის SOLO ლაუნჯის ვიტრინები ტრიკოლორთან ერთად ზღვის თემატიკით გააფორმა.

ბათუმის ახალი ვიტრინა მეზღვაურის დღეს მიეძღვნა. დიზაინში ზღვის თემატიკის ელემენტები გვაქვს გამოყენებული: ტალღები, გემები, თოლიები და მზის ჩასვლა — ყველაფერი, რაც ზღვას მოგვაგონებს პალიტრა შედგება ბუნებრივი ფერებისგან: ლურჯის სხვადასხვა ტონალობა, თეთრი, ასევე თბილი „მზის“ და „მზის ჩასვლის“ ფერები. სხვადასხვა მასალის კომბინაციით მივაღწიეთ მოცულობისა და მოძრაობის ეფექტს. ისე, თითქოს ზღვა ნამდვილად ცოცხლდება ვიტრინაში“-, ამბობს ნინო კალანდაძე, ტრიკოლორის კრეატიული დირექტორი.

„SOLO უკვე წელია, მეზღვაურთა დღის მხარდამჭერია და ჩვენი ორგანიზებით ეს დღე ყოველთვის საზეიმოდ აღინიშნება. უკვე 6 წელია გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა ეს დღე განსაკუთრებული გავხადოთ მეზღვაურებისთვის“,- ამბობს ლიზა ქისტაური, SOLO-ს ბრენს მენეჯერი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ყველაფერი, რაც მასშტაბური AI სამიტის - Change Inspire-ის შესახებ უნდა იცოდეთ

02.07.2025.18:45

ტექნოლოგიური სცენა, რომელიც გლობალურ ტრენდებსა და ადგილობრივ ინოვაციებს აერთიანებს — სწორედ ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოთ Change Inspire, ტექ. კონფერენცია, რომელიც ნიშური შეხვედრიდან საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ მოვლენად იქცა. წელს ღონისძიების Game Changer პარტნიორი საქართველოს ბანკია — ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც AI ინოვაციების მხარდამჭერია და მას ბიზნესის ტრანსფორმაციისთვისაც აქტიურად იყენებს.

Change Inspire კი უკვე მეექვსედ იმართება და კიდევ ერთხელ გვპირდება, რომ იქნება ადგილი, სადაც ინოვატორები შეხვდებიან ერთმანეთს,გაცვლიან გამოცდილებას და ერთად უპასუხებენ შეკითხვას — როგორი უნდა იყოს ტექნოლოგიური პროგრესი რეალურ სამყაროში.

2025 წლის კონფერენციის მთავარი თემა — „AI ჩემპიონთა ლიგა“ — ყურადღებას ამჯერად სრულად ხელოვნურ ინტელექტზე ამახვილებს. სცენაზე კი ერთმანეთს გლობალური და ადგილობრივი კომპანიების ლიდერები შეხვდებიან.

და მაინც, რა დაგხვდებათ Change Inspire-ზე? ამას ამ ბლოგით გაიგებთ.

რა არის Change Inspire?

Change Inspire — საქართველოს ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის გადაკვეთის წერტილებზე კონცენტრირდება. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. წელს კონფერენციაზე 40-ზე მეტ სპიკერსა და 600-ზე მონაწილეს ელოდებიან.

საქართველოს ბანკის რვა სპიკერი სცენაზე

საქართველოს ბანკი წელს რვა გამომსვლელით წარსდგება, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ და მიმოიხილავენ, როგორ ეხმარება AI ბიზნესის ზრდას, ეფექტიანობას თუ ციფრულ ტრანსფორმაციას.

საქართველოს ბანკის სპიკერები იქნებიან

ვაჟა მანტუაWhere BoG Tech Strategy Meets AI

მიხეილ ნადარეიშვილი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia

ედგარ ბრუტიანიHuman-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey

თამარ გრიგალაშვილი, ნიკა ჭონიშვილი & ალექსანდრ ბერნადსკი (AWS)Elevating Customer Support Productivity with GenAI

ალექსანდრე ხორბალაძეAI Code Reviewer

ნინო სასანიაThe Power of Data Literacy

გიორგი მერკვილაძეEnterprise Data Repository

სამი სცენა

კონფერენცია რამდენიმე სცენას აერთიანებს— თითოეული სხვადასხვა სიღრმესა და ინტერესს ეხმიანება:

Champions Stage - ბიზნესის ლიდერების სცენაა, სადაც AI-ს მეშვეობით ინდუსტრიების გარდაქმნის ინოვაციური სტრატეგიები და ხედვები იქნება განხილული.

Tech Deep Dive Stage ტექ. პროფესიონალებისთვისაა — ამ სცენაზე ისაუბრებენ საუკეთესო საინჟინრო მიდგომებზე, AI-ს რეალურ გამოყენებასა და IT პროფესიონალებისთვის საინტერესო ქეისებზე.

Workshop Stage კი ინტერაქტიური და პრაქტიკული სივრცეა, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან AI ხელსაწყოებს, ჩარჩოებს და მათი დანერგვის სტრატეგიებს.

რატომ უნდა დაესწრო?

• ნახავ, როგორ იყენებენ AI-ს წამყვანი კომპანიები პრაქტიკაში;

• გაიცნობ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიურ მომავალს;

• მოისმენ რეალურ ქეისებს საქართველოს ბანკის კულტურიდან;

• მიიღებ შთაგონებას და კონკრეტულ რჩევებს შენი კომპანიის ან იდეის განვითარებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://changeinspire.ge/

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა