მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

SOLO-მ გია ყანჩელის კომპოზიციის - ყვითელი ფოთლების ინსპირაციით, საშემოდგომო ვიტრინები შექმნა

news image

ფერადი შემოდგომა კარს მოგვადგა და SOLO-მაც, TRICOLOR Studio-სთან ერთად, ამ სეზონის შესაფერისი, უნიკალური SOLO ვიტრინები შექმნა. ვიტრინები გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის დაუვიწყარი კომპოზიციის - „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით შეიქმნა. SOLO ვიტრინებზე თბილისური შემოდგომაა გამოსახული - საშემოდგომო ხეებით, ყვითელი ფოთლებით აჭრელებული ქუჩებითა და ქარს აყოლილი მოცეკვავე ფოთლებით.

„SOLO ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების, შემოქმედებისა და ნიჭის, ქართული უნიკალური მემკვიდრეობის მხარდამჭერი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გია ყანჩელის ოჯახის თანხმობით და „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით, შეგვექმნა ეს ულამაზესი და გამორჩეული ვიტრინები, სადაც თითოეული ფოთოლი ხელით არის დამზადებული. SOLO-ს ასევე ერგო პატივი და გია ყანჩელის უკვდავი კომპოზიცია SOLO-ს ლაუნჯებში გაისმება“, - განაცხადა SOLO-ს ბრენდ მენეჯერმა ლიზა ქისტაურმა.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ კიდევ ერთხელ, ამჯერად SOLO ლაუნჯებში გაგვეცოცხლებინა გია ყანჩელის მემკვიდრეობა,“ - დასძენს ლიზა ქისტაური.

„ჩვენი შემოდგომის ვიტრინების თემა გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლებია“. ვიტირნებში მოთავსებულ დიდი ზომის თითოეულ ტოტზე და ღეროზე ათასობით ყვითელი ფოთოლი სათითაოდ, ხელით დამაგრდა. ფოთლების ნაწილი მსუბუქად მოძრაობს ჰაერის ნაკადის მეშვეობით, სპეციალურად დამონტაჟებული მექანიზმების დახმარებით. ფოთლების რხევა შემოდგომის ნიავის შეგრძნებას გვაძლევს. ვიტრინის ფერადი, ამრეკლავი ფონი კი ყვითელ ფოთლებს ფერადოვნებას ანიჭებს“, - ამბობს TRICOLOR Studio-ს დამფუძნებელი და დიზაინერი ნინო კალანდაძე.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

07.11.2025.18:09

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.

Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის: 

ფინანსური პრივილეგიები:

  • ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით;
  • თანხის განაღდების მაღალი ლიმიტი.

სამოგზაურო პრივილეგიები:

  • $50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით;
  • საერთაშორისო აეროპორტებში 1200-ზე მეტ VIP ლაუნჯზე წვდომა;
  • 70-ზე მეტ აეროპორტში პრიორიტეტული ჩასხდომა (6-ჯერ უფასოდ);
  • ფასდაკლებები და ქეშებქები სასტუმროებში;
  • Crisis24 Horizon პლატფორმაზე წვდომა უსაფრთხო მოგზაურობისთვის.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:

  • 10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე;
  • Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ;
  • პრიორიტეტული წვდომა გასართობ ღონისძიებებზე Priceless Cities პლატფორმის საშუალებით.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა