SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.
სხვა სიახლეები
Trump Tower Tbilisi 70 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა იქნება, რომელიც დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება
19.04.2026.01:10
კავკასიაში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა ტრამპის საოჯახო ფირმამ მიდგომა საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებისადმი ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პერიოდში, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
„ტრამპის ორგანიზაცია“ (The Trump Organization) და მისი პარტნიორები გეგმავენ Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას. პროექტის პარტნიორი მხარის წარმომადგენლის განცხადებით, ეს იქნება დაახლოებით 70-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.
ცათამბჯენი მოიცავს მდიდრულ რეზიდენციებს, სავაჭრო ობიექტებსა და სასტუმროს ტიპის კეთილმოწყობას. პროექტის დიზაინზე არქიტექტურული ფირმა Gensler-ი მუშაობს, ხოლო მას ზურგს უმაგრებს კონსორციუმი, რომელშიც შედიან ქართული უძრავი ქონების კომპანია Archi Group-ი და Biograpi Living-ი.
წარმომადგენლის თქმით, პროექტში ასევე ჩართულია ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Sapir Organization-ი, რომელიც ტრამპის ძველი პარტნიორია.
დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან მოყოლებული, „ტრამპის ორგანიზაცია“ სულ უფრო მეტად ეყრდნობა საერთაშორისო ლიცენზირებასა და ბრენდინგთან დაკავშირებულ გარიგებებს, რაც მისი ბიზნესის ძირითად ნაწილად იქცა.
პრეზიდენტის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს.
2012 წელს „ტრამპის ორგანიზაციამ“ გამოაცხადა გეგმები უძრავი ქონების პროექტის შესახებ საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში. თუმცა, კომპანიამ ამ პროექტზე უარი თქვა, ისევე როგორც სხვა მრავალ უცხოურ გარიგებაზე, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურდა თავიდან აეცილებინა ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის შთაბეჭდილება.
თავად საქართველოს გეოპოლიტიკურად სენსიტიური პოზიცია უკავია - იგი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას დასავლეთთან ურთიერთობებსა და რუსეთთან არსებულ დაძაბულობას შორის. ბოლო წლებში ქვეყანა ასევე ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადებისა და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით.
Archi Group-ი, ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი, საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დომინანტი მოთამაშეა, რომელსაც 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ჩაბარებული ბინა აქვს. Biograpi Living-ის ზურგს კი მსხვილი ქართული კონგლომერატი უმაგრებს, რომლის ინტერესებიც ენერგეტიკას, საცალო ვაჭრობასა და უძრავ ქონებას მოიცავს.
Sapir Organization-ს განხორციელებული აქვს მაღალი დონის პროექტები მანჰეტენსა და მაიამიში და ტრამპის ოჯახთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს საპირმა პროექტი პერსონალურ ჭრილში დაახასიათა. მან პრესრელიზში ხაზი გაუსვა თავისი ოჯახის ქართულ ფესვებს და აღნიშნა, რომ ეს დეველოპერული პროექტი არის გზა, რათა „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“ ქვეყნის მომავალში.