მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

სოკარი ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის — განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია

news image

სოკარისაერთაშორისო ენერგოკომპანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100,000 თანამშრომელი ჰყავს. დღეს მისი საქმიანობა არაერთ ევროპულ ქვეყანას ფარავს, მათ შორის შვეიცარიას, ავსტრიას, თურქეთს, უკრაინას. თუმცა პირველი საზღვარგარეთული ბაზარი, სადაც სოკარმა საქმიანობა დაიწყო, 2006 წელს საქართველო იყო. მას შემდეგ, კომპანია გახდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და თანამედროვე ორგანიზაცია, რომლის ჰოლდინგშიც, სხვა კომპანიებთან ერთად შედის სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მართავს 100-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს მთელს საქართველოში. ევრო 5 კატეგორიის საწვავის იმპორტის, შენახვისა და რეალიზაციის პარალელურად, ის ლიდერია ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი პირველი იყო, ვინც ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელები და ელექტროდამტენები დაამონტაჟა, აგრეთვეშექმნა კომფორტული სავაჭრო სივრცე მოგზაურებისთვის საჭირო პროდუქტების სრული ასორტიმენტით.

წლების წინ კომპანიამ წარადგინა ლოიალობის სისტემა - ENERGY ბარათი და მის სამართავად საჭირო მობილური აპლიკაცია, რომელიც ფიქსირებულ ფასდაკლებებსა და ქულების დაგროვებას სთავაზობდა მომხმარებლებს.

დღეს, 2025 წლის აპრილში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ციფრული მომსახურების ახალ საფეხურზე გადადისმომხმარებელს წარუდგენს განახლებულ მობილურ აპლიკაციას SOCAR GEO-ს და სრულად განახლებულ ლოიალობის პროგრამას.

განახლებული პლატფორმა ქმნის თანამედროვე, ერთიან ეკოსისტემას, სადაც საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი სერვისი ციფრულად, ერთი აპლიკაციის ფარგლებშია ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ENERGY ბარათის ციფრული ვერსიის გამოყენებაროგორც არსებული ბარათის გაციფრულებით, ასევე ახალი ბარათის რეგისტრაციით.

აპლიკაცია სთავაზობს ფასდაკლებებს, ბონუს ქულებს, საჩუქრებსა და პერსონალიზებულ შეთავაზებებს. LEVEL სისტემის მეშვეობით, რაც მეტ საწვავს

მოიხმარს მომხმარებელი, მით უფრო იზრდება მისთვის მოქმედი ფასდაკლების ოდენობაამ ეტაპზე, მაქსიმუმ 30 თეთრამდე ყოველ შეძენილ ლიტრზე.

დაგროვებული ბონუს ქულების გადაცვლა შესაძლებელია როგორც სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე, ასევე სადგურებთან მდებარე ვეი მარტის მაღაზიათა ქსელშინებისმიერი პროდუქტის შეძენისას.

აპლიკაციაში ბარათის დამატებისას მომხმარებელი ავტომატურად იღებს სასაჩუქრე ქულებს, გარდა ამისა ყოველი ახალი მომხმარებლის მოწვევისას ორივე მონაწილე დასაჩუქრდება დამატებითი ქულებით.

სოკარის გუნდი წლის მანძილზე კიდევ არაერთი სიახლის დამატებას გეგმავს აპლიკაციასა და ერთგულების პროგრამაში, თუმცა მანამდე მოუწოდებენ ყველას შეისვენონ, გადმოწერონ განახლებული აპლიკაცია SOCAR GEO და აივსონ ენერგიით!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში - Inn Hospitality

24.04.2025

გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში, - აცხადებს კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.

Inn Hospitality კი ქართულ ბაზარზე რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს, მათ შორისაა Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn.

„მოგეხსენებათ, უკვე მაისის თვიდან კურორტ ბაკურიანზე იწყება წიწვოვანი მცენარეების ყვავილობა, ე.წ დამტვერვა, რის გამოც კურორტისადმი ინტერესი მატულობს, განსაკუთრებით შიდა ბაზარზე, ხოლო ახალციხის მიმართულებით, მეტად აქტიური ხდება საქმიანი ტურიზმი. შესაბამისად, ამ პერიოდიდან, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის ასევე, სასტუმრო Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში ველოდებით მოთხოვნის ზრდას.

თუ გავითვალისწინებთ, უკვე არსებული მიზნობრივი ბაზრებიდან მომართვიანობის დინამიკას, სტრატეგიულ პარტნიორებს და ამავდროულად ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ავიაკომპანიებთან მიღწეულ შეთანხმებებს და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, გვაქვს მოლოდინი რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის ვიდრე განვლილი წლებში, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში“, - განმარტავს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.

ნინა გაჩეჩილაძის თქმით, იმისათვის, რომ სასტუმრომ მეტი სტუმრის მოზიდვა შეძლოს ემატება ახალი სერვისები, მათ შორისაა ტურების ორგანიზება.

„რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებებს, გარდა სასტუმროს სერვისებისა, როგორიცაა სპა და აუზი, სამჯერადი კვება, ბარ-რესტორანი, ბავშვთა გასართობი სივრცეები და სხვა, ვაგრძელებთ სამცხე ჯავახეთის მასშტაბით, ტურების დაგეგმვა-ორგანიზებას. ამ მარშრუტებში უცვლელი რჩება რეგიონში მდებარე კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულება, რასაც დაემატა ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. ამავდროულად მაისის თვიდან, ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის გააქტიურდება, ე.წ ლოიალურობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ფასდაკლებებსა და ბენეფიტებს“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა