სოფელ მაღაროში დაწყებული მცირე ბიზნესი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა - „აბრეშუმხვიას“ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება
„აბრეშუმხვიას“ მიერ წარმოებულ აბრეშუმის ჭიის ჭუპრის ზეთზე დიდი მოთხოვნაა. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას მცირე მეწარმე ლამარა ბეჟაშვილმა განაცხადა, შეკვეთები აქვს ტურისტებისგან, რომელიც „აბრეშუმხვიას“ აქტიურად სტუმრობენ და ასევე იღებს შეკვეთებს უცხოეთიდანაც.
„ჭუპრის ზეთი გამოიყენება ყველაზე ძვირადღირებულ ფრანგულ ბრენდებსა და კოსმეტიკაში. ზოგადად „აბრეშუმხვიას“ ყველა პროდუქტი არის ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და ანტირადიაციული და მისი საშუალებით შესაძლებელია 18 დაავადების განკურნება.
2019 წელს საერთაშორისო სამიტი ჩატარდა აჭარაში, სადაც მსოფლიოს ყველა მეაბრეშუმე იყო ჩამოსული. რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა მთხოვა, რომ ზეთის ჭუპრის ზეთის წარმოების ფორმულა გამენდო. ჭუპრის ზეთსაც ჩვენი მეთოდით ვამზადებთ. ზეთის ჩამოსხმა 1,5 გრამიან კაფსულებში ხდება. 1 გრამი ჭუპრის ზეთით შესაძლებელია 300 გრამი შამპუნის ან ზეითუნის ზეთის გამდიდრება. ზეითუნის ზეთის გამდიდრების შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება ანთებითი პროცესების სამკურნალოდ“, - განაცხადა ლამარა ბეჟაშვილმა.
„აბრეშუმხვია“ აწარმოებს ასევე ჭუპრის წყალსაც, რომელიც კოსმეტიკაში ძირითადად საპნების წარმოებაში გამოიყენება.
„ჭუპრის წყლის სასმელად გამოყენებაც შეიძლება თუმცა წარმოება მცირეა. ამ მიმართულებით წარმოების გაფართოებას ვგეგმავ, მას შემდეგ რაც ჩემი დიდი სახელოსნო მექნება. ამ ეტაპზე, აბრეშუმის წარმოება სახლის ეზოში მაქვს. სადაც ტურისტებსაც ვიღებთ. შეკვეთები ტურებზე მზარდია. მსოფლიოს 5 ვარსკვლავის მფლობენ შეფმზარეულებსაც კი ვუმასპინძლე“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან ლამარა ბეჟაშვილმა.
სიღნაღის მთებს რომ მოიტოვებთ და სოფელ მაღაროს გზას გაუყვებით, აბრეშუმის სამყაროში აღმოჩნდებით და თავად გახდებით იმ პროცესის მონაწილე, რასაც აბრეშუმის მოვლა-წარმოება ეწოდება.
სოფელ მაღაროში მცხოვრებმა ლამარა ბეჟაშვილმა ბებიისგან ნასწავლი ჭიის მოვლა-პატრონობა წლების შემდეგ ააღორძინა და წარმოებად აქცია. ნაჩუქარი 21 აბრეშუმის ჭია გაამრავლა და „აბრეშუმხვიას“ სახელოსნოც გახსნა. დღეისთვის წელიწადში 100-დან 200 კილომდე ძაფსა და სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.
აბრეშუმის ჭიისგან მიღებული პროდუქტი მრავალფეროვანია. აქ ნახავთ ჭუპრის ზეთს, ჭუპრის წყალს, ძაფს, თავშლებსა და ბავშვის ტანისამოსს. სტუმარს შესაძლებლობა აქვს, ყველა პროდუქტის დამზადების პროცესში თავად ჩაერთოს.
აბრეშუმის ძაფს სხვადასხვა სახეობის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. შესაბამისად, „აბრეშუმხვიაში“ თქვენი სტუმრობა შეგიძლიათ, ხანგრძლივი დროით დაგეგმოთ და შემეცნებითი ტურის შემდეგ ამ სივრცეში ღამითაც დარჩეთ.
აბრეშუმის ჭიასთან ერთად, ეზოში მოსეირნე ციცრებს, ფარშევანგებს და სხვადასხვა სახეობის ფრინველებს ნახავთ, რომლებიც მასპინძლის დაძახილზე მწყობრად გადაადგილდებიან. ამ სივრცეში ეგზოტიკური შოკი გელოდებათ - ჭია, ფრინველი და ადამიანი ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ.
„აბრეშუმხვიაში“ სტუმრობისას ძველი ქართული მონასტრული წესით აბრეშუმით დავარგებულ ღვინოს დეგუსტაციასაც შემოგთავაზებენ და გასტრო ტურშიც ჩაერთვებით - აქ აცოცხლებენ მივიწყებულ რეცეპტებს და სტუმარს უძველეს ქართულ კერძებს სთავაზობენ.
ყველა პროდუქტი, რაც ამ სივრცეში მზადდება, შეგიძლიათ შეიძინოთ.
სხვა სიახლეები
03.10.2025.16:29
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.
კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა
ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.
სამომავლო გეგმები
ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.