„სნო“ თებერვლიდან მომხმარებელს სამ ახალ არომატს შესთავაზებს
Water Sno • წყალი სნო არომატიზირებული წლების მიმართულებას აფართოებს და თებერვლიდან მომხმარებელს სამ ახალ გემოს წარუდგენს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში „სნოს“ მწარმოებელი კომპანია „აქვა გეოს“ კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ჟვანიამ, განაცხადა, „სნოს“ არომატულ მიმართულებებს თებერვლიდან დაემატება ალუბლის, ლიმონი-პიტნის და მანგო-მარაკუიას გემოები.

შესაბამისად, „სნო“ არომატიზირებული წლების ბაზარზე 6 გემოთი იქნება წარმოდგენილი, რადგან „აქვა გეომ“ გასულ წლებში მომხმარებელს უკვე წარუდგინა წყალი ლიმონის, ბროწეულის და ფეიხოს არომატით.

„ჩვენს არომატიზირებულ წლებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ადგილობრივ ბაზარზე „სნოს“ არომატული მიმართულება მოთხოვნადია, განსაკუთრებით ჰორეკა სექტორში, ბარებში კოქტეილების მოსამზადებლად. მოთხოვნადი არის ასევე სხვადასხვა ქსელებში, საცალო მაღაზიებში. სნოს არომატული წლების ექსპორტის მიმართულებით, ის აქტიურად იყიდება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აზერბაიჯანში, საუდის არაბეთში და ჩინეთში. აღნიშნული მიმართულება საექსპორტო ბაზრებზეც უფრო მეტად სასტუმრო-რესტორნო სექტორშია მოთხოვნადი“, – აცხადებს ირაკლი ჟვანია.
აღსანიშნავია, რომ „სნოს“ არომატიზირებული წლების ექსპორტი 2025 წელს 12%-ით გაიზარდა.

კომპანია „აქვა გეო“ 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
„სნო“ კამკამა და გემრიელი წყალია, რომელიც მთებში იბადება, შემდეგ დაბლა ბარისკენ ეშვება და მუხრანის ველის ქვეშ წყლის აუზს ქმნის. კომპანია „აქვა გეოს“ ქარხანაც სწორედ აქ, მუხრანის ველზე მოიპოვებს მას.
წყლის მოპოვება 150 მეტრის სიღრმიდან ხდება. წყლის რესურსი მიწის ზედაპირიდან ოთხ წყალგაუმტარ შრეს არის იზოლირებული და ამის გამო ბუნებრივად არის დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან.
სხვა სიახლეები
თეა ზაქარაძემ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა - რა განიხილეს
29.01.2026.18:50
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgiaს გენერალურმე მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ნიდერლანდების ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს უმასპინძლა.
პირისპირ შეხვედრისას დიპლომატი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს გაეცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ ელჩმა აეროპორტის ინფრასტრუქტურა და მგზავრთა მომსახურების სივრცეები დაათვალიერა. ასევე, მიიღო ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ბარგის გადაზიდვებისა და დახარისხების სისტემის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ნიდერლანდური კომპანიის, Vanderlande-ის ტექნიკით მუშაობს.
ცნობისთვის: ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნიდერლანდების მიმართულებით 2 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს. თბილისსა და ამსტერდამს შორის ფრენებს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” და ნიდერლანდური „Transavia” ახორციელებენ.