სხვა სიახლეები
სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის - Lolli Pop Caramels
03.11.2025.18:00
კომპანია Lolli Pop Caramels ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიდა სარქისიანს ესაუბა.
„კომპანია „ლოლი პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაარსდა. უკვე 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ტკბილეულს “, - ამბობს ლიდა სარქისიანი.
კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად, „ლოლი პოპ კარამელსი“ 20 -მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. „გვაქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის ტკბილეულს (ლოლიპოპსი, ქეიქპოპსი, ესკიმო, ხელნაკეთი შოკოლადი, მაფინები, ტკბილეულის თაიგულები და ა.შ) “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხია.
„ლოლი პოპ კარამელსი" გამოირჩევა ხარისხით, განსხვავებული გემოს მქონე საკონდიტრო ნაწარმით და განსხვავებული დიზაინის პროდუქციით. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას რაც კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნია, რადგან არ ვამზადებთ შაბლონური წესით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ იგრძნოს “, - აღნიშნავს ლიდა სარქისიანი.
„ლოლი პოპ კარამელსი" სამომავლოდ გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას და დისტრიბუციით პროდუქციის გატანას რეგიონებში “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, მაღაზია ქალაქ თბილისში, ატენის #1 -ში მდებარეობს.