სხვა სიახლეები
16.09.2025.16:00
Roamingo • როუმინგო, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ყველაზე იაფი, სწრაფი და ხარისხიანი eSIM ინტერნეტის მიმწოდებელი, თანდათან ფართოვდება და სერვისების ჩამონათვალს ზრდის.
როგორც Business Insider Georgia-ს Roamingo-ში განუცხადეს, კომპანიამ დაიწყო ახალი კამპანია Roamingo for Startups, რომლის მიზანიც სტარტაპერების მხარდაჭერაა.
„Roamingo ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს იმ ქართველი სტარტაპერების მხარდაჭერას, ვისაც გლობალური მიზნები აქვთ. Roamingo for Startups - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც საერთაშორისო ბიზნესმოგზაურობებისთვის დამფუძნებლებს უზრუნველყოფს უწყვეტი კავშირით,“ - განმარტავენ Roamingo-ში.
„ფრენები, შეხვედრები, ზარები, სპონტანური ფიჩები, side event-ები - ყველაფერი სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ასეთ პირობებში ინტერნეტი არ უნდა იყოს კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სტარტაპერს ენერგიის დახარჯვა მოუწევს,“ - აცხადებს Roamingo-ს ბიზნეს დეველოპერი, ომარ ხოფერია.
Roamingo-სთვის ეს კამპანია უბრალო შეთავაზებაზე გაცილებით მეტია, ის ეფუძნება პირად გამოცდილებებს.
„როცა ჩვენ ვიწყებდით, მხარი დაგვიჭირა სტარტაპ ეკოსისტემამ, ასევე ბრენდებმა, რომლებიც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან — მაგალითად: Visa, Bank of Georgia, TBC, Aldagi და ბევრი სხვა.
ახლა ჩვენი ჯერია, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც თავიანთი იდეებით საზღვრებს სცდებიან და სჯერათ, რომ გლობალურ სცენაზე საქართველო შეუძლიათ წარადგინონ,“ — ამბობს ომარ ხოფერია.
როგორ ჩაერთო კამპანიაში?
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/y1x1jcr65bhRxnuJ7
ფორმის შევსების შემდეგ, დამფუძნებელი მიიღებს უნიკალურ კოდს, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს საერთაშორისო საქმიანი მოგზაურობის დროს.