სითი მოლში საახალწლო სამზადისი დაიწყო!
სითი მოლში საახალწლოდ ჯადოსნური გარემო და უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ. თქვენ გელოდებათ საახალწლო კოლექციები საყვარელი ბრენდებისგან და განსაკუთრებული შეთავაზებები.
იმისთვის, რომ სადღესასწაულო სამზადისი უფრო სასიამოვნო გახდეს, 20-30 დეკემბერს 10:00-დან 00:00 საათამდე შეძლებთ შოპინგს და ფასდაკლებებით სარგებლობას.

გარდა ამისა, სითი მოლი ერთგულ მომხმარებლებს უმზადებს ექსკლუზიურ ქეშბექს, რომლის დეტალებიც განთავსდება სითი მოლის გვერდზე.
ეწვიეთ სითი მოლს სადღესასწაულო პერიოდში, ისიამოვნეთ საახალწლო ფასდაკლებებით და მიიღეთ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება!
მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70
სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1
სხვა სიახლეები
TOP 5 კერძო უნივერსიტეტი 2025 წლის III კვარტლის ბრუნვის მიხედვით
17.12.2025.13:00
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ცნობილია (2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემები). როგორც ირკვევა მესამე კვარტალში წამყვანი უნივერსიტეტების ნუსცა იგივეა, რაც 2025 წლის მეორე კვარტალში იყო.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 უნივერსიტეტი გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საინტერესოა, ვინ არიან ბრუნვის მიხედვით TOP 5 უნივერსიტეტის მფლობელები:
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 20/07/1995. კომპანიის 50%-ის მფლობელია შპს პროგრეს 2012, 25%-ის ნურლან სადიგზადე, 12.5%-ის ვახტანგ წივწივაძე, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ვასილ ჩიგოგიძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვახტანგ წივწივაძე.
შპს კავკასიის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/10/2004. კომპანიის აქციების 82%-ის მფლობელია ხატია გოგლიძე, 10,5%-ის თორნიკე შენგელია, 2.5%-ის ბორის ლეჟავა, 2.5%-ის მანანა თურქია, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის რატი სხირტლაძე. დირექტორი - კახა შენგელია.
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რეგისტრაციის თარიღია: 19/11/2001. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გია კავთელიშვილი. რექტორი - გია კავთელიშვილი.~
შპს საქართველოს უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 26/07/2004. კომპანიის 50%-ის მფლობელია მანანა სანაძე, 37.5%-ის გიული ალასანია, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ნიკოლოზი ალასანია. პრეზიდენტები - მანანა სანაძე და გიული ალასანია.
შპს ევროპის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 27/12/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ლაშა კანდელაკიშვილი. პრეზიდენტი - ლაშა კანდელაკიშვილი.