მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

news image

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელმაც წლების განმავლობაში, საკუთარი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და სანდოობით  ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავება შეძლო. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა, როგორც დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი და ის სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიას ემსახურებოდა.

პრაქტიკამ და ბაზრის მოთხოვნამ ახალი გზები გახსნა - სწორედ ასე დაიწყო ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ ტრანსფორმაცია სრულფასოვან მენეჯმენტ კომპანიამდე.

„დასუფთავების იდეა ჩემს მეგობარს გაუჩნდა და ასე დავიწყეთ. პირველი გამოცდილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საქმიანობა უფრო მასშტაბურად გაგვეგრძელებინა. დღეს ,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ აუთსორსზე დასუფთავების მიმართულებით 50-მდე მსხვილ კომპანიას და 26 საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება. უზრუნველყოფს ათასობით მაცხოვრებელს მიაწოდოს  ხარისხიანი და გამართული მომსახურება“, - ამბობს ნიკა ჯორბენაძე, ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ დამფუძნებელი.

2017 წლიდან კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა: დასუფთავების სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ობიექტის გენერალურ თუ რემონტის შემდგომ დალაგებას, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის, დაემატა საცხოვრებელი კომპლექსების მოვლის სერვისი — მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარდაჭერა, ლიფტებისა და აუზების მომსახურება, საერთო სივრცეების მოვლა და სხვა აუცილებელი სამუშაოები.

ნიკას თქმით, ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ ყველაზე დიდი უპირატესობა გამოცდილებაა. „ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების მომსახურება დაიწყო. ვფიქრობ, სანდოობა - ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა”.

მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებაში თიბისისთან თანამშრომლობაც ასრულებს.  როგორც ნიკა ამბობს, თიბისის სახელფასო სერვისები და საკრედიტო ხაზი დიდი კომფორტია, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ უზრუნველყოფილია სტაბილური ფინანსური ციკლი - თანამშრომლებს ხელფასი დროულად ერიცხებათ, ხოლო კომპანიას შესაძლებლობა აქვს, ოპერაციული პროცესები შეუფერხებლად წარმართოს.

დღეს ,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ თბილისის მასშტაბით ფართო ქსელით მუშაობს, ხოლო ბათუმში მცირე, მაგრამ მზარდი რესურსით არის წარმოდგენილი. კომპანიის მთავარი მიზანი მომავალშიც იგივე რჩება  - განვითარდეს, განავითაროს მომსახურების ხარისხი და კიდევ უფრო მეტი საცხოვრებელი კომპლექსისთვის გახდეს სანდო პარტნიორი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“

11.12.2025.18:00

ჯამბო არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.

„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.

2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.

ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.

„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა