მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

სირაქლემების ფერმა "ოსტრიჩ ჯორჯია" ეტაპობრივად ტურისტულ ლოკაციად ყალიბდება

news image

ეგზოტიკური და დეკორატიული ფრინველების ფერმა Ostrich Georgia ("ოსტრიჩ ჯორჯია") ახალი სერვისების დამატებას და ტურისტულ სექტორში შესვლას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში ფერმის დირექტორმა ლევან ფაღავამ განაცხადა, კომპანიას კოტეჯების დამატება და ფერმის მონახულებასთან ერთად სტუმრებისთვის ღამისთევის სერვისის შეთავაზება აქვს დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ "ოსტრიჩ ჯორჯია" ამ ეტაპზე ერთადერთი ფერმაა საქართველოში, სადაც სირაქლემებია მოშენებულია.

„ვგეგმავთ კოტეჯების მშენებლობას. მართალია, აღნიშნული პროექტის განხორციელებას წელს ვერ მოვასწრებთ, თუმცა მომავალი წლიდან ვიწყებთ. ვფიქრობთ, 2026 წლიდან უკვე დავიწყებთ დამსვენებლების მიღებას. პირველ ეტაპზე 3 კოტეჯის აშენებას ვგეგმავთ, თუმცა ეს ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, რადგან ფინანსების მოძიების ეტაპზე ვიმყოფებით,“ — განმარტავს ფაღავა.

მისი თქმით, კოტეჯების პარალელურად იგეგმება ტერიტორიაზე საცურაო აუზისა და საპიკნიკე ზონის მოწყობაც.

სანამ "ოსტრიჩ ჯორჯია" ღამისთევის სერვისს შესთავაზებს სტუმრებს, ფერმა ექსკურსიებს მასპინძლობს. ფაღავას განცხადებით, ექსკურსიების სერვისი დაახლოებით 1.5 თვის წინ დაამატეს და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.

ვიზიტორებისთვის ტერიტორიის დათვალიერებისა და ექსკურსიის ღირებულება შემდეგნაირია: მოზრდილებისთვის — 10 ლარი, ბავშვებისთვის — 5 ლარი.

რაც შეეხება თავად ფერმას, მისი გაფართოება მენეჯმენტის მიერ სისტემატურად ხორციელდება.

„დღეისათვის ფერმაში გვყავს ორი სახეობის სირაქლემა — აფრიკული და ავსტრალიური. ასევე 7 სახეობის ხოხობი, 3 სახეობის ფარშევანგი და კაკბები. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ რამდენიმე სახეობის თუთიყუშის შეძენას. ფერმაში ასევე გვყავს ენოტები, კურდღლები, ნუტრიები და ერთი მაიმუნი,“ — ამბობს ფერმის დირექტორი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ცოცხალ სირაქლემებზე ფიქსირდება, თუმცა ყიდიან კვერცხსაც.

„ჩვენ ვყიდით იმ სირაქლემის კვერცხებს, რომელთა წონა 1.3 კგ-მდეა. ასეთი კვერცხები ინკუბაციაში არასაკმარისად ეფექტურია, გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამიტომ მათ საკვებად ვთავაზობთ მომხმარებელს. ხშირ შემთხვევაში სტუმრები ადგილზე მომზადებასაც ითხოვენ. სწორედ ამის გამო ვგეგმავთ ფერმის ტერიტორიაზე ბარბექიუს ზონის დამატებასაც,“ — ამბობს ლევან ფაღავა.

"ოსტრიჩ ჯორჯიას“ ფერმა მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდი შემოდის, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის ბათუმის იმიჯს და ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება Rolex-ი - ირაკლი კვერღელიძე

26.06.2025.00:02

როდესაც საინვესტიციო გარემოს შეფასებაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა შედეგები აქვს ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ეკონომიკური ფორუმის რიგით მეოცე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის თემაც „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობა მივიღო მსგავსი ტიპის ღონისძიებაში და შევძლო ჩემი აზრის გამოხატვა. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ საინვესტიციო გარემოს შეფასებაზე აქ მნიშვნელოვანი პარამეტრია ის, რომ გვესმოდეს რა მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით, შევაფასოთ მისი მდგომარეობა. ჩვენთვის როგორც ბიზნესისთვის საინვესტიციო ინვესტორებთან მიმართებაში რა თქმა უნდა პირველი პარამეტრი არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები“, - აღნიშნა კვერღელიძემ.

ბიზნესმენის თქმით, მნიშვნელოვანია თუ რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევს ქვეყანას თანაარსებობა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობისას ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყნის გარეთ თუ რა ინფორმაციები ვრცელდება.

„ერთ-ერთი პროექტი რაც გაქვს თბილისში ეს არის Central Park Towers-ი, რომელშიც 12 საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი. რომელთანაც მოლაპარაკებები 2023 წელს გავხსენით და პრაქტიკულად 2024 წელი იყო ხელშეკრულებების გაფორმების წელი და წლის დასაწყისში ჩვენ შევნიშნეთ გარკვეული კითხვის ნიშნები ბრენდებთან ურთიერთობაში, რის გამოც ჩვენ იძულებულები ვიყავით გაგვევლო თითოეული მათგანი. თითოეულ მათგანთან რამდენიმე საათიანი საუბარი მოგვიწია და საბოლოოდ 2024 წელს ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი“, - აღნიშნა კვერღელიძემ.

მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში სხვადასხვა ბრენდების თუ კომპანიების წარმომადგენლები ქვეყანაშიც იყვნენ ჩამოსულები და „ორბი ჯგუფმა“ მათ ადგილზე გააცნო არსებული ვითარება.

„2026 წლის პირველ კვარტალში Central Park Towers-ი გაიხსნება, ის პასუხობს იმ მიზანს, რაც მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტების ჩამოყვანას ითვალისწინებს. როდესაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის პარამეტრებით მოწინავეა ევროპაში. მაშინ როდესაც ქვეყანას აქვს მშპ-ს ზრდის თვალსაზრისით მოწინავე პოზიცია, მაშინ როდესაც ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ-7 ქვეყანას შორის შედის საქართველო, მაშინ როდესაც ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად იზრდება, როდესაც ქვეყნის ირგვლივ არ არსებობს ქვეყანა, სადაც კონფლიქტური სიტუაცია არ არის, ამ პირობებში საქართველომ შეძლო სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება და გამოწვევებთან გამკლავება.

დღეს ამ ყველაფრის პასუხი არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მთავარი რაც ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი ეს არის სტაბილური გარემო. თუ სტაბილური გარემო არ არის რაც არ უნდა კარგი იდეა გქონდეს, რაც არ უნდა კარგი ჯგუფი გყავდეს, ყველაფერი კრახისთვის არის განკუთვნილი. დღეისათვის, როდესაც საინვესტიციო გარემოს ვაფასებთ პირველი არის სტაბილური გარემო. ჩვენ დეველოპმენტში ვართ, უძრავი ქონების სექტორის არის ჩვენი დარგი, რომელიც ავტომატურად მიბმულია ტურიზმზე. მინდა გითხრათ იმ მიღწევებზე, რაც კომპანიამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში შეძლო და ეს შეძლო სწორედ იმ საგადასახადო პოლიტიკის შედეგად,, რომელიც ტურისტული მიმართულებით არსებობს ქვეყანაში. ტურიზმის განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ეკონომიკური განვითარების. ტურიზმის განვითარება და ტურიზმი არის მნიშვნელოვანი მიმართულება ეკონომიკის. ვიდრე ჩვენ სტუმარს დავპატიჟებთ განთავსების საშუალება ხომ უნდა დავახვედროთ? იმდენად სწრაფია ტურიზმის ზრდა, რომ შესატყვისი ინფრასტრუქტურის ზრდა ანალოგიური პროპორციით ვერ ხერხდება. თუ ტურიზმი იზრდება 20%-ით, სასტუმრო ინდუსტრია 20%-ით ვერ იზრდება. ბუნებრივია ტექნიკურადაც ვერ გაიზრდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა საერთაშორისო ინსტიტუტები დეველოპმენტს ჯერჯერობით მაინც სკეპტიკურად და მოკრძალებულად უყურებენ. რაც გვიბიძგებს ჩვენ როგორც კომპანიას გვეფიქრა არა მსხვილი ინვესტორების მოზიდვაზე, არამედ დაგვეყო და დაგვეშალა. ამ შემთხვევაში ჩვენ შევხედეთ, რომ საინვესტიციო მოცულობა დაგვეყვანა 30 ათას დოლარამდე. ბათუმის მაგალითზე, ჩვენ ბათუმში შევქმენით 16 ათასი სასტუმრო ნომერი, რაც არის 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე ეს ბათუმში შექმნილა“, - აღნიშნა კვერღელიძემ​​.

„ორბი ჯგუფის“ დამფუძნებლის თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში შემოდის ისეთი ძლიერი ჯგუფი, როგორიც არის EMAAR ჯგუფი, სხვა პოტენციურ ინვესტორებს უკვე კითხვის ნიშნები აღარ უნდა ჰქონდეთ.

„მე ძალიან მახარებს EMAAR-ის შემოსვლა საქართველოში, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა უცხოელების დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ თუ შენ EMAAR-ი გენდობა, რომელიც ამხელა კაპიტალის მქონე კომპანიაა, მაშინ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ჯერ არ მაქვს თქმის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდი შემოდის, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის იმიჯს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება Rolex-ი“, - აღნიშნა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კვერღელიძემ.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა