მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“

news image

მსოფლიოში აღიარებული მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებისა და მონაცემთა ანალიზის კომპანია Ookla-ს მონაცემებით,  სილქნეტი საქართველოში 2025 წლის ყველაზე სწრაფი  პროვაიდერია ფიქსირებული ინტერნეტის მიმართულებით. Ookla-ს Speedtest ჯილდო კომპანიას 2020 წელსაც გადაეცა.

ამერიკული კომპანია Ookla, სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით აკვირდება მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტ (ფიქსირებული და მობილური) ქსელების ხარისხს, აწარმოებს ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებას სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით. Ookla-ს მომსახურებას იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის პროვაიდერები და მობილური ოპერატორები, ბიზნეს კომპანიები, სამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები მთელ მსოფლიოში.

საქართველოში ინტერნეტ ქსელის ტესტირება Ookla-მ გასული წლიდან დაიწყო და 6 თვის განმავლობაში აწარმოებდა ხარისხის, სიჩქარის და სხვა მონაცემებზე დაკვირვებას. Speedtest Awards ეყრდნობა „ჯილდოს პერიოდის“ შედეგებს, რომლის დროსაც გენერირდება მონაცემები შემდგომი გადამუშავებისა და ანალიზის მიზნით.

ნინო კანკია - კომპანია სილქნეტის ტექნიკური დირექტორი:

„განსაკუთრებით საამაყოა Ookla Speedtest Awards-ის კიდევ ერთი ჯილდო, რაც ღირსეულად აგრძელებს სილქნეტის ისტორიას. მოხარულები ვართ, რომ ბოლო პერიოდის ინტენსიურმა მუშაობამ და სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შედეგად სილქნეტის ქსელის უპირატესობები გამოავლინა - ხარისხისა და სისწრაფის კუთხით. ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური ბრენდის Ookla-ს მიერ გაცემული ეს ჯილდოც. ჩვენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი. მობილური მიმართულებით მიმდინარეობს 5G ქსელის მასშტაბური გაფართოება, ხოლო ჩვენი ფიქსირებული ქსელი კვლავაც ყველაზე სწრაფი და საიმედოა საქართველოში.“

სტეფან ბაი Ookla-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი (ზიფ დევისის განყოფილება):

„სილქნეტის მიერ 2025 წლის ყველაზე სწრაფი ინტერნეტისთვის Speedtest Award-ის მოგება, ხაზს უსვამს კომპანიის უმაღლესი ხარისხის მიმართ ერთგულებას, რაც მას საქართველოს ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის წინა ხაზზე აყენებს. ვაფასებთ ამ კომპანიის ერთგულებას ბაზარზე ინდუსტრიის წამყვანი სერვისის უზრუნველყოფისადმი და ვულოცავთ ამ გამორჩეულ მიღწევას.“

კომპანია სილქნეტს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ქვეყნის მასშტაბით ემსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირ აბონენტებს მობილური და ფიქსირებული სერვისებით - ინტერნეტი, ტელევიზია, ციფრული აპლიკაციები. ასევე გააჩნია მძლავრი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა თბილისსა და რეგიონებში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე

16.04.2026.18:00

თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.

ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი

საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:

“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”

პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა

ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:

“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.

ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.

რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?

მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა