სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
BARTA-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე, მსხვილი არასაფინანსო კომპანიის კატეგორიაში, მთავარი ჯილდო სილქნეტს გადაეცა. კომპანია წლიდან წლამდე ზრდის გამჭვირვალობის და ანგარიშგების ხარისხს, ამკვიდრებს მაღალ სტანდარტს წლიური ანგარიშის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით.
"სილქნეტის მიერ BARTA-ს ჯილდოს მეოთხედ მოპოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ურყევ ერთგულებას პასუხისმგებლიანი კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისადმი. ჩვენი კორპორაციული კულტურა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი მუდმივად განამტკიცებს ინვესტორთა, პარტნიორთა და აბონენტთა ნდობას, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების მთავარი გარანტიაა." - ანა გახოკიძე, სილქნეტის ფინანსური დირექტორის მოადგილე.
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA, 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. კონკურსი BARTA ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო მსხვილ ფინანსურ, მსხვილ არაფინანსურ, მცირე და საშუალო კომპანიებს, რითაც ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებას.
BARTA 2025 მთავარი ჯილდო კიდევ უფრო აძლიერებს სილქნეტის მიმართ ნდობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ზრდის მის კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.