მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7221.6
0.004
flag
AZN 1.5849
0.0004
flag
CNY 39.519
0.0021
flag
EUR 3.1679
-0.0008
flag
GBP 3.6385
-0.001
flag
KZT 58.08
0.0035
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0.0007

სილქნეტი აგრძელებს პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ მხარდაჭერას

news image

24-25 აპრილს, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნებს, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბე­ბი წა­რად­გე­ნენ.

კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტი" პრო­ექტს „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ 2018 წლიდან უჭერს მხარს.

ორი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯიას“ მე- 11 პავილიონის სცენაზე ერთმანეთს შეცვლიანსხვადასხვა თაობის, ყველასთვის ცნობილი არტისტები, რო­მლებიც პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა ნინო კას­რა­ძემ ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ხელოვანების მიერ წაკითხული დასაინტერესოდ გადმოცემული ესა თუ ის ნაწარმოები, ფესტივალის სტუმრებს საშუალებას აძლევსახლოს გაეცნონ ავტორებს და ადგილზე შეიძინონ წარმოდგენილი ლიტერატურა.

წელს პროექტში ჩართულები არიან მსახიობები: ანა ნიკოლაშვილი, ანა ტყებუჩავა, კახაკინწურაშვილი, სანდრო სამხარაძე, თიკა ლაღიძე, თორნიკე ბზიავა, ანკა ვასაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე და სხვები. ღონისძიებაში მონაწილეობენ მოზარდებიც. “ლეტერატოს” მოსწავლეები სხვადასხვა ავტორთა წიგნებს გააცნობენ ფესტივალის სტუმრებს.

სილქნეტისა და პროექტ “მსახიობები ლიტერატურისთვის” მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ფესტივალის დღიურები, რომლებიც მოიცავს გასული წლების 25-მდე ვიდეო ჩანაწერს. აღნიშნული კონტენტი SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია ვიდეოთეკას წიგნების კატეგორიაში.

პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” ფორმატი თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. სულ უფრო მეტ წიგნის მოყვარულს ეძლევა შესაძლებლობა დაინტერესდნენ იმლიტერატურით, რასაც ხელოვანები ურჩევენ მკითხველს.

ღო­ნის­ძი­ე­ბებზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

24 აპრილს 13:00 -19:00 საათამდე (მცირე შესვენებებით)

25 აპრილს 11:00-19:00 საათამდე (მცირე შესვენებებით)

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით

22.04.2026.12:17

სადაზღვევო კომპანია ალდაგში აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ დააზღვიონ მოსავალი ალდაგში და საუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფესი სისტემით ისარგებლონ.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა მოუწევთ და დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის. მხოლოდ გასულ სამ წელში ალდაგმა ფერმერებს 30 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

“ალდაგისთვის აგროდაზღვევა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ალდაგში ვცდილობთ, ჩვენ დაზღვეულებს მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სადაზღვევო პაკეტები შევთავაზოთ, რაც წლიდან წლამდე ზრდის ნდობას, როგორც დაზღვევის ასევე ჩვენი კომპანიის მიმართ,“ - აცხადებენ ალდაგში.

აგროდაზღვევის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის).

სერვისის მისაღებად, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ ალდაგის რეგიონულ ფილიალებს: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე - ჯავახეთში, იმერეთში, ქუთაისსა და აჭარაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა