მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7100.5
0.0107
flag
AZN 1.5746
-0.0006
flag
CNY 38.769
-0.0013
flag
EUR 3.1566
-0.0126
flag
GBP 3.6109
-0.0242
flag
KZT 54.37
-0.0032
flag
TRY 0.0612
0
flag
USD 2.6769
-0.0009

სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს

news image

კომპანია David Chipperfield Architects იმუშავებს ბობოყვათის კურორტის გენერალურ გეგმაზე. ეს იქნება ახალი, გამორჩეული საკურორტო ზონა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმსა და ქობულეთს შორის მდებარე 15.4 ჰექტარი ფართობის ბობოყვათი-ბობო ბიჩის ტერიტორია გარდაიქმნება სიცოცხლით სავსე, მრავალფუნქციურ ზღვისპირა სივრცედ.

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება შედგა 2026 წლის 11 თებერვალს. გენერალური გეგმა ითვალისწინებს უნიკალური საკურორტო გარემოს შექმნას, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ შენობებს, სპა და ველნეს ცენტრს, სანაპირო საზღვაო ინფრასტრუქტურას, გასართობ და საზოგადოებრივ სივრცეებს, ბავშვებისთვის განკუთვნილ რეკრეაციულ ზონებსა და მრავალფეროვან დასასვენებელ ინფრასტრუქტურას. საცხოვრებელ და სასტუმრო კომპონენტებთან ერთად, პროექტი მოიცავს ნავმისადგომისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებას იახტინგისა და წყალის აქტივობების უზრუნველსაყოფად. პროექტის მიზანია შეიქმნას მიმდებარე ლანდშაფტთან ჰარმონიულად ინტეგრირებული გამორჩეული საკურორტო სივრცე, რომელიც ასახავს რეგიონის ბუნებრივ სილამაზესა და ბიომრავალფეროვნებას.

პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპის დასრულება დაგეგმილია 2029 წელს.

„ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა დავიწყოთ ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. ახალ კულტურულ კონტექსტში მუშაობას მოაქვს ახალი შთაგონება, ახალი იდეები და ასევე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მოუთმენლად ველით სილქ როუდ ჯგუფთან და მის ხელმძღვანელთან, გიორგი რამიშვილთან, მჭიდრო თანამშრომლობით ღრმად გააზრებული და ხანგრძლივი ღირებულების მქონე არქიტექტურული პროდუქტის შექმნას“, - აცხადებს ჩიპერფილდი, David Chipperfield Architects-ის დამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში შემოგვყავს შეუდარებელი არქიტექტორის დევიდ ჩიპერფილდის ბიურო, რათა ჩვენი ქვეყნის სანაპირო ზოლი გარდაიქმნას შესანიშნავ საკურორტო ზონად, რაც მის სილამაზეს და ბუნებრივ მრავალფეროვნებას ნამდვილად შეეფერება. მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი სერ დევიდ ჩიპერფილდს და გვესაუბრა მისი ჩართულობის შესახებ ბობოყვათი-ბობო ბიჩის პროექტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის დაწყებას ბობოყვათში და, იმედია, მის გაფართოებას სხვა ჩვენ პროექტებზეც. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის არქიტექტორები საქართველოში პროექტებს შექმნიან“, - განმარტავს გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.

1985 წელს დაარსებული David Chipperfield Architects საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული არქიტექტურული ბიუროა, რომელიც ცნობილია ხანგრძლივი ღირებულების და უმაღლესი ხარისხის არქიტექტურით კულტურული, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პროექტების სფეროში. სტუდიას ხელმძღვანელობს 2023 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატი სერ დევიდ ჩიპერფილდი. კომპანია გლობალურად წარმოდგენილია ლონდონის, ბერლინის, მილანის, შანხაისა და სანტიაგო-დე-კომპოსტელას ოფისებით. მათ მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა Neues Museum ბერლინში, Amorepacific-ის სათავო ოფისი სეულში და The Bryant ნიუ-იორკში. ბიუროს მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო დიზაინის უმაღლესი ხარისხისთვის.

სილქ როუდ ჯგუფი, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კონგლომერატი, ცნობილია იმით, რომ თავის პროექტებზე მუშაობისთვის იწვევს მსოფლიოში აღიარებულ უმაღლესი რანგის არქიტექტორებს და დიზაინერებს. სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების განვითარების ყველა პროექტის განხორციელებას აწარმოებს კომპანია სილქ დეველოპმენტი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვმუშაობთ ახალი სახეობის შექმნაზე, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი - „მელაანური ჩაი“

20.02.2026.16:00

2025 წელს დადებითად ვაფასებთ. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რის საფუძველზეც გავაფართოვეთ როგორც ასორტიმენტი, ისე წარმოება , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „მელაანური ჩაის“ დამფუძნებელმა, თეონა თაბორიძემ განუცხადა.

„საბოლოო ჯამში, 2025 წელი „მელაანური ჩაისთვის“ დადებითი აღმოჩნდა. ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც გახდა საფუძველი წარმოების გაფართოებისთვის და ახალი სახეობების დამატებისთვის.

თავდაპირველად მომხმარებელს სამი სახეობის ჩაის ვთავაზობდით, თუმცა უკუკავშირის საფუძველზე, მიმდინარე ზაფხულს ვიმუშავეთ ახალი გემოების შექმნასა და სამკურნალო თვისებების სინთეზზე. ამ ყველაფრის შედეგად, ასორტიმენტი 10 სახეობამდე გავზარდეთ, რაც ბაზარმა ძალიან კარგად მიიღო. გაიზარდა როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების რაოდენობა, ისე პარტნიორი ობიექტების რიცხვი, რომლებიც იმავე მიმართულებით საქმიანობენ.

ასევე 2025 წელს შევქმენით ახალი პროდუქტის ხაზი - სასაჩუქრე ბოქსები, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო საახალწლო პერიოდში. გვქონდა მაღალი გამოხმაურება და გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ჩაის ცნობადობა და მოთხოვნა ბაზარზე “, - აცხადებს თეონა თაბორიძე.

კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტში ახალი სახეობის ჩაის დამატებას გეგმავს, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.

„ჩვენი სურვილია გვქონდეს ცალკე მდგომი ჩაის საწარმო, რადგან ბრენდი ვითარდება და მოთხოვნაც, ისევე როგორც მომხმარებელთა რაოდენობა, მუდმივად იზრდება. გვსურს მცირე საწარმოო ერთეულის შექმნა, სადაც გაერთიანდება როგორც წარმოება, ასევე მასტერკლასები, ჩაის ცერემონიები და დეგუსტაციები.

პროექტი გათვლილი იქნება ტურისტულ მიმართულებაზეც. მიზანი კი გამოცდილების გაზიარებაა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხმარებლები ხშირად ითხოვდნენ ჩაის ისეთ სახეობას, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის იქნებოდა სასარგებლო. სწორედ ამ სახეობის შექმნაზე ვართ აქტიურად ორიენტირებულები. 2026 წელს ძირითადად, ეს ორი გეგმა გვაქვს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ხოლო მიწოდების სერვისი ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა